x
image
თამილა გურაშვილი
ავსტრალიის სანაპიროზე ნაპოვნია "უცხოპლანეტელი ქალთევზის" ჩონჩხი?
image
ავსტრალიის სანაპიროზე გამორიყული უცხოპლანეტელის ან ქალთევზის მსგავსი არსების ფოტოებმა სოციალურ ქსელებში ხმაურიანი დისკუსია გამოიწვია.


ავსტრალიელმა ბობი-ლი ოუტსმა, 34 წლის, ფეისბუქის Marine Biology ჯგუფში გააზიარა უცნაური ჩონჩხის წარმოუდგენელი ფოტოები, რომელიც მას წააწყდა სანაპიროზე სეირნობისას, კეპელ-სენდში, კვინდსლენდში სირნობისას.


„ჩვენ ვმოძრაობდით სანაპიროზე ბანაკის ადგილის მოსაძებნად და შევამჩნიეთ თავის ქალა, რომელიც გავდა ადამიანისას…

-" რა ჯანდაბა შეიძლება იყოს ეს და რატომ ჰგავს ადამიანის თავის ქალას?"



ფოტოზე ჩანს, რომ ჩონჩხი აქვს გუმბათოვანი ჰუმანოიდური თავის ქალა და გაშლილი ნეკნები, რომლებიც მოგვაგონებს მტაცებელ უცხოპლანეტელს.

ოუტსმა გამოთვალა, რომ არსება 1, 8 მეტრი სიგრძისა იყო, მან აღწერა:


„მას ჰქონდა ადამიანის თავის ქალა წაგრძელებული ყბის ხაზით და თმით, მაგრამ ბევრგან აკლდა დაშლის გამო. ის ზუსტად ქალთევზას ჰგავდა, მაგრამ თმიანი, არის, ეტყობოდა, რომ კუდი ან რაიმე კიდურიც ჰქონდა“ - დაამატა გაოგნებულმა გოგონამ, რომელიც ჩონჩხის ადამიანურმა სახით შოკირებული“იყო.



თავიდან მას ეგონა, რომ აღმოაჩინა "მშვენიერი ახალი სახეობა", მაგრამ კომენტარებში განსხვავებული ვერსიები გამოჩნდა.

„ის არ ჰგავს ზღვის ცხოველს. მას ფეხი აქვს და ის ძალიან თმიანია“, - წერს ერთი მომხმარებელი.

image


სხვები წერდნენ, რომ ეს არსება იყო "ქალთევზა" ან "სირენა(ზღვის ძუძუმწოვარა) ".

თუმცა, ზოგიერთი რეალისტი ვარაუდობს, რომ ეს იყო ჩვეულებრივი, არამითოლოგიური არსება.

"მკვდარ სელაპს ან ზღვის ლომს ჰგავს." - დაწერა ერთმა კომენტატორმა, ხოლო მეორემ დაწერა: "ალბათ რაღაც დელფინია".



0
106
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
106
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0