საზოგადოება გია ფერაძის ქალიშვილი მარიკუნა მიქატაძე გარდაიცვალა 2023, 16 ივლისი, 10:42 მსახიობ გია ფერაძის შვილი მარიკუნა მიქატაძე გარდაიცვალა. როგორც ცნობილი გახდა, ის საბერძნეთში დასასვენებლად იმყოფებოდა. გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.39 წლის ქალს 19 წლის ქალიშვილი დარჩა. მსახიობ გია ფერაძეს ოთხი შვილი ჰყავდა, სხვადასხვა ქალთან ურთიერთობიდან. მარიკუნა მიქატაძე, მას მესამე მეუღლისგან, ირინა მიქატაძისგან შეეძინა, რომელიც სამწუხაროდ ნაჩუქარი პისტოლეტ-კალმისტარისგან შეამოაკვდა. მარიკუნა მაგ დროს 11 თვის იყო. ტრაგედიის მოხდენისთანავე ჯუნა მიქატაძემ და მისმა მეუღლემ მარიკა საყვარელიძემ შვილად აიყვანეს და გაზარდეს. "11 წლის ვიქნებოდი, ციხიდან რომ გამოვიდა, რომ არ ვენახე და არ მომკარებოდა, ყოველდღე ძიძა დამყვებოდა სკოლაში. 12-13 წლის ვიყავი, შევედი ოთახში, ბებია ტიროდა, ვკითხე, რა გატირებს-მეთქი. მამაშენი გარდაიცვალაო. ძალა უნდა მოიკრიბო, მაინც მამაშენი იყო და უნდა წახვიდე პანაშვიდზეო. ბებიაჩემის დიდსულოვნებას საზღვარი არ ჰქონდა... ყვავილები მიყიდეს და წავედი. მივედი პანაშვიდზე, იქ გავიცანი ჩემი ძმა, ჩემი და, რომელიც პირველი და მერე ცოლებისგან ჰყავდა მამაჩემს. ესეც ძალიან დიდი სტრესი იყო. იქიდან რომ წამოვედი, მკვდარი ვიყავი. მამა ვნახე გარდაცვლილი, ისე არ მყავდა ნანახი. თუმცა, ერთხელ, ფანჯარაზე ვიჯექი, ეზოში შემოვიდა კაცი, გრძელ წვერებში, გაწეწილი, დახეულ პალტოში, ჩაჩაჩულ შარვალში, დაგლეჯილ „ბატინკებში", ჩვეულებრივი ლოთი, მათხოვარი მეგონა. მოუახლოვდა ჩემს ფანჯარას და მკითხა, ირინას გოგო ხარო? ჰო-მეთქი და დაიწყო ღრიალი. ბებიაჩემმა, ეტყობა, ხმა იცნო, მოვარდა, ფანჯრიდან გადმომაგდო და გული წაუვიდა, თავიდან ვერ მივხვდი, ვერც წარმოვიდგენდი, რომ ეს შეიძლებოდა მამაჩემი ყოფილიყო."( ნაწყვეტი მარიკუნა მიქატაძეს ინტერვიუდან) 41 2-ს მოსწონს
|