x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
ქალაქ სოჭის ლაზარევსკის რაიონი უმოწყალოდ "დაიბომბა" სეტყვის მიერ

image
ეს მანქანა უკრაინაში საომარი მოქმედებების ზონაში მოხვედრილი არ გეგონოთ, ეს საქართველოს ოკუპირებული რეგიონის-აფხაზეთის მიმდებარე ქალაქ სოჭის ლაზარევსკის რაიონში მცხოვრები მოქალაქის მანქანაა.

რამდენიმე დღით ადრე ეს რაიონი, ისევე, როგორც ქალაქი სოჭის უდიდესი ნაწილი დაიტბორა, განადგურდა მილიარდობით რუსული რუბლის ინფრასტრუქტურა და კერძო სექტორის კუთვნილებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებები.

ეს ერთმანეთზე "მილაგებული" მანქანა სწორედ სოჭში მომხდარი ღვაცოფის შედეგად დარჩა ამ მდგომარეობაში, დამეთანხმებით ნამდვილად არაა სასიამოვნო სანახავი.

image
კრასნოდარის მხარეში შემავალი სოჭი არაერთხელ გამხდარა ბუნების კატაკლიზმების მსხვერპლი, ძირითადად მაინც წყალდიდობის შედეგად, ამჯერად კი ლაზარევსკის რაიონი ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით "დაიბომბა" სეტყვით. სეტყვის ბურთულების სიმსხო 35 მილიმეტრს აღემატებოდა, რაც კრასნოდარის მეტეოროლოგიისა, გარემოს დაცვისა და ამინდის პროგნოზირების ცენტრის მიერ გამოცხადებულია ადამიანების და შინაური პირუტყვის სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველად.

დააკვირდით ამ სახლს და მიხვდებით, თუ რა საშინელი სისწრაფით ეჯახებოდა სეტყვის ბურთულები ყველაფერს, რაც კი წინ ხვდებოდა.

imageimageimage






0
115
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
115