საზოგადოება „დამხრჩვალ ქათმებს, ღორებს და სხვა რაღაცას უნდა ველოდოთ, მაგრამ ზღვისთვის ესეც კი არ არის დიდი პრობლემა” – ნინო ჩხობაძე 2023, 13 ივლისი, 8:34 . „საქართველოს მწვანეები – დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარემ, ნინო ჩხობაძემ პირველ არხთან ისაუბრა იმაზე, რამდენად მაღალია საქართველომდე მავნე ნივთიერებების, მძიმე მეტალებისა და ტოქსინების მოღწევის საფრთხე კახოვკის კაშხლის დანგრევის შემდეგ. . „ამაზე არა მარტო ზეპირსიტყვიერად ვსაუბრობთ, არამედ ამას ანალიზებიც უჩვენებს, რომ ზღვა სუფთაა ჩვენ სანაპიროზე. ჩვენამდე შეიძლება, საერთოდ არ მოვიდეს დაბინძურება, რადგან მან უნდა გაიაროს დინებით თურქეთის სანაპირო და მხოლოდ შემდეგ შეიძლება, მოაღწიოს რამემ საქართველოს ტერიტორიაზე. საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ის ვერ შევა“, - განაცხადა ჩხობაძემ. . შეკითხვაზე, რამდენად სწორია ინფორმაცია, რომ დიდი ოდენობით ჩადენილმა მტკნარმა წყალმა შავ ზღვაში მარილიანობის მაჩვენებელი შეამცირა, ნინო ჩხობაძემ განაცხადა, რომ დნეპრი ყოველთვის ჩაედინებოდა შავ ზღვაში, ისევე, როგორც ბევრი სხვა მდინარე და იმ კონკრეტულ ტერიტორიაზე შეიძლებოდა, დიდი ნაკადის შედეგად მარილიანობა ოდნავ დაცემულიყო, მაგრამ შემდგომში ზღვა ყოველთვის აღადგენს მარილიანობას და ეს სტაბილური მარილიანობაა. ,
„დამხრჩვალ ქათმებს, ღორებს და სხვა რაღაცას უნდა ველოდოთ, რომ იქნება ჩამოტანილი მდინარეების მიერ, მაგრამ ზღვისთვის ესეც კი არ არის დიდი პრობლემა, იმიტომ, რომ ზღვა ასეთ რაღაცებს კარგად უვლის“, - განაცხადა ჩხობაძემ. . „დღეს უკვე ორმოცამდე დასახლებული პუნქტია დატბორილი. მართალია წყლის დონე დაეცა, მაგრამ მტკნარი წყლის ეს დიდი ნაკადი, პირდაპირ ჩაედინება შავ ზღვაში. ეს ბიბლიური შეიძლება იყოს, მაგრამ ეს კაცობრიობის წინაშე დანაშაულია. პირველ რიგში დავიწყებ იქიდან, რომ ეს არ ეხება მარტო ორ ქვეყანას - რუსეთს და უკრაინას. ეს შეეხება შავი ზღვის მთელს სანაპიროს, რაღაც მომენტში ჩვენც შეგვეხება, რადგან ტერიტორიულ წყლებთან მიმართებაში შავ ზღვაში ნაკადები ზოგჯერ მიდის სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ და ზამთრის პერიოდში - ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ. აბა როგორ აღმოჩნდა და რატომ აფეთქდა ნაღმი ბათუმთან? იმიტომ, რომ ასეთ ცირკულაცია ხდება ზღვაში. ძალიან დიდი ნაკადი მტკნარი წყლის შევიდა შავ ზღვაში, რომელიც არის დაბინძურებული შხამქიმიკატებით, დარწმუნებული ვარ, რომ დასახლებულ პუნქტებში ნავთობის მარაგებიც იყო, ჩვეულებრივი ბენზინგასამართი სადგურები, ყველაფერს გამორეცხავდა წყალი, ნაღმებიც შემოვიდოდა, ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით კატასტროფის მასშტაბების, რაც დაადგება ყველა იმ სახელმწიფოში, რომელიც შავი ზღვის გარშემოა“, - განაცხადა ნინო ჩხობაძემ. 595 შეფასება არ არის |
ეს "ექსპერტი" კი,იმას გავს და იმგვარი აზროვნება აქვს,უბანში რო სასტავი შეიკრიბება და ფილოსოფოსობს,მოსაზრებებს რო აფიქსირებენ და განიხილავენ ზოგად საკაცობრიო ამბებს,აკეთებენ დასკვნებს. ჩვეულებრივ სიტუაციაში,ის კაშხალი არ უნდა დანგრეულიყო და დიდი რაოდენობის მტნარი წყალი არ წასულიყო ზღვისკენ,თუმცა ეს მოხდა. იმის თქმა რო არაფერი არ ხდება და ეს არის ჩვეულებრი მოვლენა,არის ორღობის ჭორიკნობა. გასაგებია,ადამიანების პანიკას ერიდებიან ან საკურორტო სეზონის ჩაგდება არ სურთ,თუმცა ფულის შოვნაზე არ უნდა ხურდავდებოდეს ესეთი ამბები და ადამიანებს აქვთ უფლება იყვნენ ინფორმირებულები. კორონას დროს რო მალავდნენ რაღაცეებს,ხალხი რო გამოკეტეს სახლებში და შიმშილის ზღვარზე მიიყვანეს მოსახლეობა,ეს ხო შერჩათ და ახლა მალავენ ადამიანებისთვის საშიში რაღაცას,რაც უკვე კრიმინალია.