საზოგადოება "გრცხვენოდეთ ჩემი პატარა შვილით რომ გინდათ რეიტინგის აწევა, გრცხვენოდეთ!" - ვის მიმართავს გარდაცვლილი 12 წლის ანის დედა? 2023, 10 ივლისი, 14:05 დიდ დიღომში გარდაცვლილი, 12 წლის ანის დედა, ნატო ხუტაშვილი, თავისი შვილი გარდაცვალების შესახებ ტელეკომპანია "ფორმულას" მიერ მომზადებულ სიუჟეტს ეხმაურება და მას სიცრუეს უწოდებს. "ძალიან გთხოვთ ყურადღებით წაიკითხეთ და გააზიარეთ. ეს გადაცემა არის ტყუილზე აწყობილი და ასეთი გადაცემების კეთება სირცხვილია. ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას გიორგი ბეგლარიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. უბრალოდ მინდა განვმარტო რომ გიორგის გარდაცვალება არანაირ კავშირში არ არის ჩემი შვილის საქმესთან. გიორგი პირადად დამიკავშირდა რამდენიმე თვის წინ და მითხრა, რომ შეეძლო კამერების გასუფთავება, რაზეც ჩვენ უარი განვუცხადეთ., იგი არანაირ ვიდეოს არ ფლობდა, სადაც ნაჩვენებია მკვლელი. ეს არის ტყუილი და "ფორმულა"-ს მიერ შეთხზული ისტორია! გრცხვენოდეთ ჩემი პატარა შვილით რომ გინდათ რეიტინგის აწევა, გრცხვენოდეთ!", - წერს ნატო ხუხაშვილი.
273 2-ს მოსწონს
|