x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
LGBTQ+ ანტი ვიდეორგოლში მცირეწლოვანი ევგენია კეპულაძის ჩანაწერი უნებართვოდ გამოიყენეს
image

სოციალურ ქსელში ხატია ჯანაშიამ გაავრცელა ვიდეო, სადაც საუბარი LGBTQ+ თემის ფესტივალის ჩატარებაზე, სადაც მცირეწლოვნი გოგონას, ევგენია კეპულაძის ვიდეოა გამოყენებული. როგორც აღმოჩნდა, ბავშვის კადრები აღებულია დაუკითხავად და მშობლებთან შეუთანხმებლად, რასაც დიდი აგრესია მოჰყვა.

„ჩვენი სიწმინდეების შეურაცხყოფისთვის, ჩვენი სამშობლოს შეურაცხყოფისთვის, ჩვენი დროშის შეურაცხყოფისთვის, ჩვენი შვილების გარყვნისთვის, 8 ივლისს, 12:00 საათზე, ვაჟა-ფშაველას ძეგლთან, გამოდი და დაიცავი შენი წილი საქართველო“, - წერს ხატია ჯანაშია და LGBTQ+ ანტივიდეოს ავრცელებს.


(ყურადღება!!! ვიდეო შეიცავს უცენზურო სიტყვებსაც)


აღნიშნული კადრების გავრცელების შემდეგ, მცირეწლოვანი ბავშვის დედა დაუკავშირდა შესაბამის უწყებებს, რომ სოციალურ ქსელში ევგენია კეპულაძის ვიდეო წაეშალა ავტორს, თუმცა ჯერჯერობით მშობლებს შედეგი არ მიუღიათ.



„ხუთ საათზე მეტია, მივმართე პოლიციას და ვიდეო, რომელიც ჩემი შვილის მიმართ მუქარასა და ძალადობის საფრთხეს შეიცავს, მოძალადეს არც კი ააღებინეს.


"ყოჩაღ! ბავშვებზე გამოცხადებული ნადირობა სახეზეა. არავის შვილია დაცული, აი, ასეთი ჯუნგლები შექმნეს. ახლა რაც შემიძლია, ევგენიას ვარიდებ ამ ამბავს, სოც ქსელი არ აქვს. იმედია, ვერ გაიგებს, როგორ დაუმახინჯეს ბოროტმა ადამიანებმა სრულიად კეთილი აზრები, რომ წიგნის კითხვა კარგია, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს, რომ ეტლით მოსარგებლეს შეუძლია, იცეკვოს, უსინათლოს შეუძლია, ხატოს, სმენის არმქონეს - იმღეროს. მთავარია, მოინდომო და არ დანებდეო - აი, ამას ამბობდა ბავშვი სრულ ვიდეოში, რომელიც 4 წლის წინანდელია, ახლა ვიღაცას “გაახსენდა”, დაჭრა მანიპულაციურად და ძალადობის მოწოდების კოლაჟში ჩასვა“, - წერს ელისო ჯარიაშვილი, ევგენია კეპულაძის დედა.



მოგვიანებით ელისო ჯარიაშვილმა კიდევ ერთი პოსტი დადო.



"სამი დეპარტამენტის წარმონადგენელს მივაწოდე ინფორმაცია, ეკიპაჟი მოვიდა, შედგა ოქმი, 14 საათია, ნულია რეაქცია. გამომძიებელმა დღეს ვისვენებ და სხვა დაგიკავშირდებათო. არავინ ჩანს. ვიდეო ისევ დევს. მოძალადეების მხარეს თუ არაა სისტემა, სხვა რაა ეს?!

1
178
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
178
  
საინტერესოა,რაზე უნდა დაწყებულიყო გამოძიება? ეს კადრები აღებულია საჯარო სივრციდან,რომელიღაც გადაცემის სიუჟეტიდან და ნებართვა რატო უნდოდა ამ ამბავს? თუ იმ გადაცემის ავტორებმა გააკეთეს სიუჟეტი და მიიღეს საჯარო გავრცელებაზე თანხმობა,მაშინ მისი გამოყენება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია,ეს არის საჯარო სივრცის არსი. ვიღაც საუბრობს პრობაგანდაზე და მოყავს ეს სიუჟეტი,სად არის აქ უფლებების რღვევა? უფლების რღვევა ის უფრო არ არის,პროპაგანდაში რო იყენებენ ბავშვებს და მათი მშობელბი ამით ამაყობენ?
0 1 1