x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ოკეანის ფსკერზე აღმოაჩინეს არტეფაქტი, რომელიც კონტაქტში შემოდის

დროდადრო, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, მკვლევარები უცნაურ და აუხსნელ არტეფაქტებს აწყდებიან... სწორედ ასეთი ობიექტი აღმოაჩინეს ავსტრალიელმა მყვინთავებმა, კონტინენტის სანაპიროს მახლობლად. ის იდეალური კუბია, გარკვეული სიმბოლოებით.

თავიდან ობიექტი კეტრინ ალბამ შენიშნა. მისი თქმით, მის ზედაპირზე, მზის სხივები ირეკლებოდა და ისეთი შეგრძნება იქმნებოდა, თითქოს ის სტრუქტურა ანათებდა. მიახლოებისას გაირკვა, რომ ობიექტი ლითონისგან იყო დამზადებული. ლოგიკის საფუძველზე, მყვინთავებმა დაასკვნეს, რომ კუბი, წყლის ქვეშ, დიდი ხნის მანძილზე არ უნდა ყოფილიყო, რადგან ის წყალმცენარეებით და ოკეანის ფლორით არ იყო დაფარული.


image


ჯონ კოლინზმა, მეორე მყვინთავმა, მასთან მიახლოება გადაწყვიტა, მაგრამ ხელი, უხილავმა კედელმა შეუშალა, რომლითაც კუბი ყველა მხრიდან იყო შემოსაზღვრული. შემდეგ, ოთხივე მყვინთავმა, მისი ადგილიდან დაძვრა გადაწყვიტა. თუმცა, ძალიან მძიმე აღმოჩნდა... და მოულოდნელად, კუბმა ვიბრირება დაიწყო. ეს პირველმა, კეტრინმა შენიშნა და დანარჩენებს ჟესტით ანიშნა, რომ ზევით ასულიყვნენ. მყვინთავები ასეც მოიქცნენ. მაგრამ, წყლის ზედაპირზე აღმოაჩინეს, რომ ერთი მყვინთავი ისევ ქვევით იყო.

მიკი კუელი, რაღაც მიზეზის გამო, კუბის გვერდით დარჩა და ნავზე ამოსვლა, მხოლოდ მეგობრების ძალისხმევით შეძლო. 20–25 წუთის შემდეგ, ის თითქოს ტრანსიდან გამოვიდა და თქვა, რომ არტეფაქტმა მასთან კონტაქტი დაამყარა და სხვა კუბებიც აჩვენეს, რომლებიც დედამიწაზე არის მიმობნეული... გარდა ამისა, მამაკაცი ამტკიცებდა, რომ ეს მაღალგანვითარებული ცივილიზაციის ტექნიკური საშუალებები იყო და მისი ხელის ხლება არ შეიძლებოდა, – წინააღმდეგ შემთხვევაში, ჰარმონია დაირღვეოდა. კონკრეტულად რაზე ლაპარაკობდა კუელი, თავად ვერ ხსნიდა. მხოლოდ იმის თქმა შეძლო, რომ აღნიშნული ინფორმაცია, მის გონებაში, თავისით გაჩნდა...

მყვინთავებმა, ამ აღმოჩენის შესახებ, პრესას შეატყობინეს და კუბის გამოსაკვლევად, მეცნიერთა 2 ჯგუფი გაემართა. პირველადი მონაცემებით, კუბის გვერდის სიგრძე, 3 მ. იყო. ხოლო, გარე ფენა, მართლაც გამჭვირვალე იყო, – სავარაუდოდ, ბროლი ან უბრალო მინა. ქვეშ კი, ლითონი, ან ლითონის მსგავსი მასალა უნდა იყოს. კვლევის დროს, კიდევ ორი ადამიანი ჩავარდა ტრანსში. ამას გარდა, აღმოჩნდა, რომ ზღვის ბინადარნი, ამ ობიექტისგან, თავს შორს იჭერენ. შესაძლოა, რაღაც ველის, ან უსიამოვნო გამოსხივების გამო.

კვლევის შედეგად, არტეფაქტის წარმოშობასთან დაკავშირებით, რამდენიმე ჰიპოთეზა გაჩნდა. ერთის თანახმად, შესაძლოა ობიექტი, საიდუმლო ექსპერიმენტის ნაწილი იყო, რომელიც ბუნებრივ პირობებში ტარდებოდა. ხოლო, მყვინთავები, იქ შემთხვევით აღმოჩნდნენ და ის ნახეს, რაც არ უნდა ენახათ. თუმცა, კუბთან დაკავშირებით, პასუხისმგებლობა არავის აუღია...


image


მეორე ვერსიით, ეს არტეფაქტი გარკვეული ტექნიკური მოწყობილობაა, – ერთგვარი კვლევითი აპარატურა, რომელიც სხვა პლანეტის ცივილიზაციას ეკუთვნის. თუმცა, ასაკის დადგენა შეუძლებელია, რადგან მას არც ფლორა ეკარება და არც ფაუნა.

საერთოდ, უნდა აღინიშნოს, რომ როდესაც საქმე უცხო ცივილიზაციის ტექნოლოგიებს ეხება, ყველაფერზე, – გრიფით «საიდუმლოა», ასე, რომ, მეცნიერთა დუმილი, იდუმალ კუბთან დაკავშირებით, გასაკვირი არ არის.


image


* არტეფაქტები ატლანტიდიდან

* უცნობი ცივილიზაცია ათობით ათასი წლის წინ და ქალაქი, რომელიც ასობით ტომს აერთიანებდა

* ფოტოები კარგი განწყობისთვის – 4 (25 ფოტო)

* მცენარე, რომელიც ებრძვის დეპრესიას, შიზოფრენიასა და ალცჰაიმერის დაავადებას



0
469
შეფასება არ არის
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
469
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0