სიახლეები ამერიკა უკრაინას კასეტურ ბომბებს გადასცემს, "ეს ძალიან ცუდი ახალი ამბავია რუსებისათვის" - ზურაბ გურული 2023, 8 ივლისი, 3:24 ფოტო ილუსტრაციისთვის ფოტოზეა ამერიკული რაკეტის honest john-ის სადემონსტრაციო ქობინი, 1960 წ.ამ მომენტში საერთაშორისო მედიის ყურადღება ფოკუსირებულია ერთ ამბავზე: ამერიკა უკრაინას კასეტურ ბომბებს გადასცემს. აშშ უკრაინის შეიარაღების ახალ პაკეტში შეიტანს საკამათო კასეტურ საბრძოლო მასალას, რომელსაც უკრაინა დიდი ხანია ითხოვს. უკრაინისთვის იარაღის მიწოდების ახალ პაკეტს შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დღეს გამოაცხადებს. საერთო ჯამში, დაახლოებით 800 მილიონი დოლარის ღირებულების პაკეტია, რომელიც ასევე შეიცავს ათეულობით ბრედლის და სტრაიკერის საბრძოლო მანქანას, საჰაერო თავდაცვის რაკეტებს და ნაღმსაწინააღმდეგო აღჭურვილობას. ამ ამბის შესახებ ამერიკაში მოღვაწე ექიმი ზურაბ გურული პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ეს არის "ძალიან მაგარი ახალი ამბავი", და "ძალიან ცუდი ახალი ამბავი რუსებისთვის". "ამერიკამ უპირობოდ გადაწყვიტა, რომ გასრისოს რუსეთის შეიარაღებული ძალები. ზაპოროჟიეს ატომური ელსადგურის აფეთქებით პუტინის შანტაჟმა ამჯერად უკუშედეგი გამოიღო და ამერიკა მიხვდა, რომ შანტაჟისტ-ინტრიგანს კი არ უნდა დაემორჩილო, არამედ კიდევ უფრო მძლავრად დაარტყა" - წერს გურული. ის ასევე განმარტავს რატომ არის სადავო კასეტური ბომბების გამოყენება: "კასეტური ბომბები აკრძალული იყო საერთაშორისო კონვენციით, თავისი კატასტროფული გამანადგურებელი პოტენციალის გამო. კასეტური ბომბა არის ასაფეთქებელი საშუალება, რომელიც დატენილია უამრავი პატარა ბომბით. ეს "ბომბიკოები" უზარმაზარ ტერიტორიაზე იფანტება და განსაკუთრებით ეფექტურია ჩასანგრებული მტრის წინააღმდეგ. მთავარი მიზეზი, რისთვისაც აიკრძალა, იყო ის, რომ ზოგჯერ ყველა კასეტა-"ბომბიკო" არ ფეთქდება და შესაძლებელია ბრძოლის შემდეგ მშვიდობიანი მოსახლეობის ხელში ამოქმედდეს, თუ ისინი შემთხვევით შეეხებიან". აშშ-ს სამხედრო ვიდეო გვიჩვენებს, თუ როგორ ფეთქდება კასეტური საბრძოლო მასალები: 309 1-ს მოსწონს 1-ს არა |
ხო ვამბობდი ნაცები უნიჭო გონებაჩლუნგი დებილები არიან მეთქი.
შეყოს თავის პაციენტების უკანალში თავი და უმკურნალოს თუ რამის თავი აქვს. ჩემი დაკვირვებით განსაკუთრებულად გონებაჩლუნგები ნაცები არიან, ეს პიტალო ბურდულიც გავარვარებული ნაცია.