x
image
ნინო ხიმშიაშვილი
ბათუმის პორტში თურქეთის სამხედრო ხომალდი TCG YILDIRIM F-243 იმყოფება


image




ბათუმის ნავსადგურში თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდი TCG YILDIRIM F-243 იმყოფება. სამხედრო გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებში გუშინ, 4 მარტს, 9 საათზე შემოვიდა.



საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით გემი "ნატოს" პროგრამის ფარგლებში შემოვიდა.



"ვიზიტის მიზანია, NATO-ს ოპერაციული შესაძლებლობების კონცეფციის შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მცურავი საშუალებების „ოჩამჩირე“ და „დიოსკურია“ მეორე დონის თვითშეფასების (SEL-2) ჩატარება. აღნიშნული პროცესი ქართველი და „ნატო“-ს სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლობიდან მოვლენილი წარმომადგენლების (შემფასებლების) მხარდაჭერით ხორციელდება" - წერია სააგენტოს განცხადებაში.




image



ხომალდის დახვედრის ცერემონიაზე საქართველოს მხრიდან იმყოფებოდნენ: აჭარის მთავრობის თავჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორი, I რანგის კაპიტანი რამაზ პაპიძე, თურქეთის მხრიდან კი - თურქეთის ელჩი საქართველოში ალი ქაან ორბაი, გენერალური კონსული ბათუმში რიზა ქაღან ილმაზი, თურქეთის სამხედრო ატაშე პოლკოვნიკი ილჰან ოქთენდურალი, ასევე სხვა ოფიციალური პირები.


image

თურქული სამხედრო ხომალდის დახვედრის ცერემონია ბათუმის პორტში, ფოტო: საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო | 04.03.2024



საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით თურქეთის სამხედრო ხომალდი ბათუმის ნავსადგურს 10 მარტს დატოვებს.





0
14
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
14
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0