x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„მე გადავალ ახლა ზღვარს - ხომ შეგხვდები ცხოვრებაში როდესმე, სად წამიხვალ,“ - რუსუდან შარაძე

image

.

გურამ შარაძის ქალიშვილი რუსუდან შარაძე ამბობს, რომ არ სურს ქართული ოცნების ხელისუფლებისგან არც მამამისის ძეგლის დადგმა და არც მისი სახელობის ქუჩის დაარსება. მისთვის უპირველესად მთავარია, რომ გაიხსნას მკვლელობა და დაისაჯონ დამნაშავეები. ამასთან დაკავშირებით რუსუდან შარაძე მიმართვას ავრცელებს და შალვა რამიშვილს ემუქრება.

.

„წამოვედი ჟენევაში და თბილისში დავტოვე გული და სული. კიდევ ერთხელ, უღრმესი მადლობა ყველას ყურადღებისთვის, სიყვარულისთვის, დაფასებისთვის, ჩემო უსაყვარლესო ხალხო, მიყვარხართ უზომოდ ❤ ❤ ❤
სამწუხაროდ, გურამ შარაძის დახვრეტის 16 წლისთავი არ გახსენებია არცერთ მედიას, საერთოდ არავის - ნინო მიქიაშვილისა და “ალტ-ინფოს“ გარდა. აქედან დასკვნა - მის მკვლელობას ისევ ტაბუ ადევს და არც კი რცხვენია არავის.
ახლა ერთი განცხადება უნდა გავაკეთო - 30 აპრილის აქციიდან ორ დღეში, 2 მაისს, ზედიზედ დამიკავშრიდა სამი კაცი “ოცნებიდან“ (მესამე და მასთან ერთად მეოთხე - ჩემი ბავშვობის ამხანაგი, ვნახე). რაღაც სასწაულებრივი ძალით, სამივეს ერთ დღეს, ერთდროულად გასჩენია იდეა, რომ თბილისის რომელიმე ქუჩას ეწოდოს გურამ შარაძის სახელი. რასაკვირველია, გულითადი და გულწრფელი მადლობის მეტი არაფერი მეთქმის ამ უსაყვარლესი ადამიანების მიმართ ❤ აქვე მათ ვუხდი უდიდეს ბოდიშს, მაგრამ რა ვქნა - “ოცნების“ არაფერი მინდა! ქუჩა კი არა, ოქროს ძეგლი რომ დადგან, არ მინდა და მორჩა! ჯერ საქმე გამოიძიონ, მინიმუმ, ხმა ამოიღონ. ამიტომ უარს ვამბობ! ცალი ხელით ტაბუ ადოთ, ცალი ხელით ქუჩა გახსნათ - ასე სადაა?! ამას არასდროს დავუშვებ.
.
ჭინკებს და დაბოღმილებს ტყუილად არ გაგიხარდეთ - სანამ ნაცები და მამაჩემის მკვლელები არ ამოიძირკვებიან, ჩემს სამშობლოს ზურგში მახვილს არასდროს ჩავცემ. აქედან გამომდინარე, არასდროს ვუმტრობ ირაკლი ღარიბაშვილს, თუ თავად არ შეირყა და არ გადაუხვია არჩეულ გზას. ნამდვილად მაქვს იმის ძალა, მოთმინება და ნებისყოფა, რომ დაველოდო და ვისიც საჭიროა, იმის საფლავებზე ვიხტუნო.
.
აქვე შალვა რამიშვილს ვეტყოდი - ძალიან კი იკეკლუცე ეთერში რომ ვიყავი შენთან, - მიუხედავად მამაშენთან ოპონენტობისა, ზღვარს არასდროს გადავსულვარო. ჰოდა, მე გადავალ ახლა ზღვარს - ხომ შეგხვდები ცხოვრებაში როდესმე, სად წამიხვალ, შე @@@ო!
გმადლობთ, ნახვამდის! - წერს შარაძე.
.
0
638
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
638
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0