ტენდენციები 7 რამ, რაც უწინ დეფექტად ითვლებოდა, დღეს კი სილამაზის სიმბოლოა 2023, 4 ივლისი, 19:43 სილამაზის სტანდარტები მუდმივად იცვლება და ის, რაც ოდესღაც ჩვენი წინაპრების მიერ ნაკლად ითვლებოდა, დღეს შეიძლება სრულიად მიმზიდველად გამოიყურებოდეს, ან პირიქით. დღეს, გადავწყვიტე ამის რამდენიმე მაგალითი მოგიყვანოთ.ჭორფლი - არაერთი ასწლეულია, მამაკაცები კამათობენ: უხდება თუ არა ჭორფლი ქალს? თუმცა უდა ვაღიაროთ რომ ბევრი ქალბატონი სწორედ მისი წყალობით გამოიყურება პიკანტურად და ორიგინალურად"მადისაღმძვრელი" ფორმები - ის რომ სხეულის მრგვალი ფორმები ბოლო წლებია რაც ერთგვარ ტრენდად იქცა, ალბათ ამაზე არავინ დაობს, "მადისაღმძვრელი ფორმებისადმი" განსაკუთრებული სიყვარული ცნობილ სელებრითებშიც შეიმჩნევაპიგმენტური ლაქა - უჩვეულო პიგმენტურ ლაქებთან და კანის დაავადებებთან, როგორიცაა ვიტილიგო, ძნელია შეგუება, ვინაიდან ისინი ხშირად ხელს უშლიან თქვენი ნამდვილი სილამაზის დანახვას, და ამის ბრწყინვალე მაგალითი უჩვეულო გარეგნობის მქონე კანადელი ვინი ჰარლოუა. იფიქრეთ ამაზე შემდეგნაირად: თქვენს კანს თავადვე აქვს ბუნებრივი, განსაცვიფრებელი მაკიაჟი - და რატომ უნდა დამალოთ ის მაკიაჟის სქელი ფენის მიღმა? გახსოვდეთ, რომ ცნობილი კანადელი მოდელი სწორედ კანის პიგმენტაციის დარღვევის წყალობით გახდა მსოფლოში ყველაზე გამორჩეული და გავლენიანი მოდელიხუჭუჭა თმა - ადრე ხვეულ თმას ქალბატონები საგანგებოდ სხვადასხვა გასასწორებელი საშუალებების დახმარებით ისწორებდნენ, დღეს კი კულულები არაერთი მამაკაცისთვის სექსუალობის სიმბოლოს წარმოადგენს, მეტიც, ბევრი ქალი ხუჭუჭა თმის იმიტირებისთვის პარიკსაც კი იყენებსღარი კბილებს შორის - წინა კბილებს შორის ღარი (მეცნიერულად კი, დიასტემა) კოსმეტიკურ დეფექტად ითვლება, რომლის აღმოფხვრაც ჩვეულებრივ არის შესაძლებელი, თუ გსურთ მდიდრებისა და ცნობილი ადამიანების სამყაროში მოხვედრა, თუმცა დღეს უკვე ნათლად ვხედავთ უამრავ მაგალითს იმისა რომ კბილებს შორის არსებულმა ღარმა არა თუ ხელი შეუშალა ცნობილ ადამიანებს წარმატების მიღწევაში, არამედ, პირიქით, მათ კარიერულ ზრდაშიც კი დაეხმარადიდი დუნდულები - სხეულის არც ერთი ნაწილი ალბათ იმხელა ყურადღებას არ იქცევს, რამდენსაც ქალის დუნდულები, მაგრამ თუ მამაკაცებისთვის სხეულის ეს ნაწილი მხოლოდ ესთეტიკური თვალსაზრისით არის მიმზიდველი, სპეციალისტებისთვის უკანალის ფორმა, უპირველეს ყოვლისა, მისი პატრონის ჯანმრთელობის მაჩვენებელია. ბევრი წლის წინ, ჯენიფერ ლოპესმა საზოგადოების ყურადღება დუნდულების დაზღვევით მიიპყრო და დაამტკიცა რომ სექსუალურობა მხოლოდ მკერდის ზომაზე დამოკიდებული არ არის, აგერ უკვე წლებია რაც გლუტეოპლასტიკა ნამდვილ ტრენდად იქცა. დუნდულოების პლასტიკის გაკეთება ჯენიფერმა კიმ კარდაშიანსაც შთააგონაპატარა მკერდი - მოკრძალებული მკერდი წლებთან ერთად მოდის სტანდარტად იქცა, აკურატული, პატარა მკერდი პირველი წელი არ არის რაც აქტუალურად ითვლება1321 1-ს მოსწონს |