საზოგადოება "ვის უნდა ვენდო? როცა ერთმა მოხუცმა მგზავრობაში 20 თეთრის გადაუხდელობის გამო, ეჭვის ქვეშ დააყენა ჩემი გულწრფელი ემოცია?" 2023, 28 ივნისი, 15:29 27 ივლისს სოციალურ ქსელში კონტროლიორის ფოტო გავრცელდა, რომელმაც სოციალური ქსელი მოიცვა. საზოგადოება კონტროლიორს მკაცრად აკრიტიკებდა, ამის მიზეზი კი ნინო გაჩეჩილაძის სტატუსი გახდა, რომელიც წერდა, რომ კონტროლიორმა კათარზისში მიმავალი 80 წლის ქალი, უბილეთოდ მგზავრობის გამო დააჯარიმა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა ნინო გაჩეჩილაძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამებოდა სიმართლეს და მან მოგვიანებით სტატუსიც წაშალა. აღნიშნულ ფაქტს თავად კონტროლიორი დიანა კვიციანიც გამოეხმაურა. მან მომხდარი დეტალურად აღწერა და აღნიშნა, რომ აპირებს პოსტის ავტორს უჩივლოს. ''მეგობრებისთვის, ასევე იმ ადამიანებისთვის ვინც ჩემი სტატუსის გამო ინერვიულა, განიცადა ისე, როგორც მე განვიცადე ფაქტი - ასაკოვანი ქალი, რომელიც ამბობდა, რომ მგზავრობის ფული არ ჰქონდა და მიდიოდა კათარზისში, რადგან სოცდაუცველი იყო, კონტროლიორმა დააჯარიმა.
დიახ, კანონი კანონია და ის, ნებისმიერმა, ასაკის მიუხედავად, უნდა დავიცვათ. დიახ, მე კანონმორჩილი ადამიანი ვარ, თუმცა... იმ დღეს, გაჩერებაზე, ჩემს ადგილზე ვინც არ უნდა ყოფილიყავით, გააკეთებდით იმას, რაც მე გავაკეთე - მივედი კონტროლიორთან და ვთხოვე არ დაეჯარიმებინა მოხუცი, რომელსაც საჭმლის ფული არ ჰქონდა და რომ ჯარიმის გადახდა გაუჭირდებოდა. სამწუხაროდ, მე არ დამინახავს როგორ ჰკრა ხელი მგზავრმა კონტროლიორს და არც ის ვიცოდი, რომ მგზავრს საერთოდ არ გაუტარებია ბარათი და რომ ზეპირად (ასე ვთქვათ) ამბობდა, ფული არ მაქვსო. სამწუხაროდ, მე არ ვიცოდი, რომ ეს ქალბატონი ბენეფიციარი არ იყო. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ მას შეეძლო სიმართლე არ ეთქვა. ახლა გავიგე, რომ მან, ნებსით თუ უნებლიეთ ითამაშა ჩემს (და იქ გარშემო მყოფ სხვა ადამიანების) ემოციებზე. გამოხატვით კი ყველამ სხვადასხვაგავარად გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია. მე მივედი კონტროლიორთან და ვუთხარი, რომ ამის შესახებ დავწერდი. მან მითხრა - სადაც გინდა დაწერე. ნებისმიერი პროფესიის წარმომადგენელს აქვს თავისი ემოცია, ჩვენ ადამიანები ვართ და ეს ბუნებრივია. მაგრამ ვერანაირად ვერ წარმოვიდგენდი, რომ მოხუცმა კონტროლიორს ხელი ჰკრა. როგორც ჩანს, სწორედ ამ ქმედებამ გამოიწვია კონტროლიორის გაღიზიანება და სწორიცაა. მეც გავბრაზდები, ვინმემ ხელი რომ მკრას, რომლის შემდეგაც ძნელია მართო ემოცია.კიდევ ვიმეორებ, მე არ ვიცოდი ხელი რომ ჰკრა მგზავრმა კონტროლიორს და ასევე, არ ვიცოდი, რომ ქალბატონი სინამდვილეში ბენეფიციარი არ იყო. ახლა, როცა ყველაფერი გაირკვა, ის კი არ მადარდებს ხვალ-ზეგ კონტროლიორი ჩემს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას რომ აპირებს, ძალუმად მადარდებს ერთი რამ - ვის შეიძლება ვენდოთ? ვის შეიძლება გამოვესარჩლოთ? ვინ უნდა დავიცვათ? აი, ეს არის ჩემი წუხილი და ის, რომ ერთმა მოხუცმა მგზავრობაში 20 თეთრის გადაუხდელობის გამო, ეჭვის ქვეშ დააყენა ჩემი გულწრფელი ემოცია. მეტიც, დამაფიქრა სხვა დროს რა გავაკეთო, გამოვესარჩლო ადამიანს, თუ გულგრილად გავიარო? გულგრილობა კი ჩემთვის მიუღებელი და აუტანელია, თუმცა, აი, ცხოვრებამ რა მძიმე მაგალითის მომსწრე გამხადა - ვიღაცის ტყუილის გამო ვიტირე, ვინერვიულე, განერვიულეთ და რაც მთავარია, რბილად რომ ვთქვა, უხერხულ მდგომარეობაში ჩავაყენე ქალი, რომელიც სინამდვილეში თავის მოვალეობას ასრულებდა და მგზავრმა, თავისი ტყუილით წარმოაჩინა ცუდად. რატომ და როდემდე? ნუთუ არ შეიძლება ადამიანებმა ადამიანობა შევინარჩუნოთ? ნუთუ არ შეიძლება მგზავრობის თანხა გადავიხადოთ, რომელიც პენსიონერებისთვის ხუთჯერ მცირეა, ვიდრე არაპენსიონერებისთვის!? დღეს, 21-ე საუკუნეში როცა ტექნოლოგიები სინათლის სიჩქარით ვითარდება და არის ვირტუალური სამყარო - ფეისბუქი, სადაც ნებისმიერ გამოქვეყნებულ სამართალდარღვევაზე რეაგირება ხდება (ოფიციალურ განცხადებაში გადის), რატომ გახდა ტყუილი ნორმა? დიახ, მოხუცმა ქალმა ითამაშა ჩემს ემოციებზე, ტყუილი იკადრა 20 თეთრისთვის და მე ნებსით თუ უნებლიეთ, მაქცია იარაღად! რატომ? რატომ? 20 თეთრი კი არა, ბევრი მილიონიც კი ღირს ამად? ჰოდა, ახლა, რა გავაკეთო მე, ჩემნაირმა ადამიანებმა, ვისაც სისხლში გვაქვს სხვების დახმარება? ძალიან მაწუხებს მომხდარი, ძალიან. მადლობა ყველას, ვინც ჩემი გულწრფელი ემოცია დაინახეთ ამ და იმ სტატუსში, რომელიც სიმართლის გარკვევისთანავე წავშალე!"-წერს ნინო გაჩეჩილაძე. "ჩემო მეგობრებო, მტრებო და მოყვარეებო. მოგმართავთ ყველას, ვინც დღეს მხარი დამიჭირეთ და ვინც მლანძღეთ. ვინმე ნინი გაჩეჩილაძემ დადო პოსტი და დაურთო ჩემი ფოტო, თითქოს გუშინ მე დავაჯარიმე 80 წლის ქალბატონი, სოციალურად დაუცველი, რომელიც მიდიოდა კათარზისში საკვების ასაღებად. პოსტის ავტორი იმ დროს იმყოფებოდა ავტობუსის გაჩერებაზე და მოახერხა ჩემთვის ფოტოს გადაღება და შემდეგ მზაკვრული ტექსტი გამოაქვეყნა. ჩემმა სამსახურმა დღეს ჩაატარა მოკვლევა, შეისწავლა გადაღებული ვიდეომასალა, რომელშიც გადაღებულია მოქალაქის დაჯარიმების ფაქტი და სრულიად დადასტურდა ის, რომ ქალბატონი ნინო გაჩეჩილაძე ბინძურად მწამებს ცილს და „ფეისბუქის“ ქსელში ჩემი ფოტოს გამოქვეყნებით, მოხდა რა ჩემი იდენტიფიცირება, მისცა საშუალება ყველას, ვისაც მოესურვება, მლანძღონ და მომაყენონ შეურაცხყოფა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ შემდეგს: მოქალაქე, რომელზეც არის საუბარი, მე არ დამიჯარიმებია. მოქალაქე იყო არა 80 - ის, არამედ 72 წლის. მოქალაქემ წარმოგვიდგინა არა სოციალური, არამედ საპენსიო სამგზავრო ბარათი, რითაც ვერანაირად ვერ დაადასტურებდა თავის სოციალურად დაუცველობას. მოქალაქემ იმ კონტროლიორს, რომელიც მას აჯარიმებდა, დაარტყა მუშტები და ხელიდან წაართვა ფურცლები, რომელზეც ჩვენი შიდა განაწესის მუხლები გვქონდა დატანილი. არასოდეს და არც გუშინ, მე 80 წლის პირი არ დამიჯარიმებია, თუმცა ამას კანონი არც კრძალავს. მოგმართავთ ყველას, ვისაც შეგიძლიათ და მეტიც, გაბედნიერებთ, ერთი ხელის მოსმით ადამიანის გალანძღვა, მიწასთან გასწორება და ჩასამარება, რატომ არასოდეს ინტერესდებით, მეორე მხარესაც მოუსმინოთ? რატომ არ გადაიღო ქალბატონმა ნინომ დაჯარიმებული პირის აგრესიული ქცევა? ყველა, ვინც გადამიღებს ფოტოს და დაურთავს დაუსაბუთებელ, ბინძურ ტექსტს, უნდა აიტაცოთ და მლანძღოთ???? ჩემი სამსახურის ხელმძღვანელობამ შეისწავლა ფაქტი, ვიდეომასალა, მოახდინეს დაჯარიმებული პირის იდენტიფიცირება და ყველაფერი, რაც ზემოთ დავწერე, დადასტურებულია. მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ პოსტის ავტორს ვუჩივლო და დავაყენო მისი სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, რადგან არავის აქვს უფლება ცილისწამების, ჩემი დაბულინგების. ჩემი ნებართვის გარეშე ფოტოს გამოქვეყნებისა ასეთ დაუსაბუთებელ და ბინძურ ტექსტთან ერთად. პ.ს. ავტორმა ტექსტი წაშალა, თუმცა ეს მას არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან, რომელსაც მე აუცილებლად დავაყენებ!“, - წერს დიანა კვიციანი. 139 3-ს მოსწონს
|