კონფლიქტები ამერიკელ ექსპერტს სჯერა, რომ უკრაინა ყირიმს ზაფხულის ბოლომდე დაიბრუნებს 2023, 28 ივნისი, 1:51 გადამდგარ ამერიკელ გენერალ ბენ ჰოჯესისთვის ყირიმი უკრაინის სამხედრო წარმატებაში გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონეა. მისი აზრით, სწორედ ყირიმის დაბრუნებას შეუძლია საბოლოო გარდატეხა შეიტანოს ომის მსვლელობაში უკრაინის სასარგებლოდ. სწორედ ამიტომ ის დასავლეთის სახელმწიფოებს მოუწოდებს, უკრაინას მეტი იარაღი გაუგზავნონ.
ყირიმს რომ საკვანძო მნიშვნელობა აქვს, ეს თავად უკრაინელებმაც კარგად იციან. ამიტომ ჯერ კიდევ 2014 წელს რუსეთის მიერ ანექსირებული ნახევარკუნძულის საკუთარ იურუსდიქციაში დაბრუნებას სულ უფრო მეტი და მეტი დაჟინებით ცდილობენ. თავად ბენ ჰოჯესი ყირიმის დაბრუნების პროცესს ოპტიმისტური თვალით უყურებს. მისი აზრით, უკრაინა მოახერხებს ნახევარკუნძულის საკუთარი კონტროლისთვის დაქვემდებარებას ჯერ კიდევ ზაფხულის ბოლომდე, თუმცა მხოლოდ გარკვეული პირობების დადგომის შედეგად. ჰოჯესის თქმით, თუ უკრაინა ამერიკის შეერთებული შტატებისგან მიიღებს იმ იარაღს, რაც მას სჭირდება, ყირიმის კიევის იურისდიქციაში დაბრუნება სულ რაღაც კვირების ამბავი გახდება. სწორედ ასე განუცხადა მან Newsweek-ს. ჰოჯესი უკმაყოფილოა უკრაინული კონტრშეტევის ნელი ტემპებით და მოუწოდებს ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, მიაწოდოს უკრაინას უფრო თანამედროვე აღჭურვილობა, განსაკუთრებით კი ATACMS-ის ტიპის რაკეტები. ჰოჯესის აზრით, ჯერჯერობით უკრაინის კონტრშეტევის წარმატებასა თუ წარუმატებლობაზე საუბარი ნაადრევია. მოსი ღრმა რწმენით, ამერიკულ ATACMS-ებს რუსეთი ვერაფერს ვერ დაუპირისპირებს და პუტინი მათი მოქმედების შედეგად ყირიმზე კონტროლს სრულად დაკარგავს. აღნიშნული რაკეტების უკრაინისთვის გადაცემის მზაობა კი საბედნიეროდ უკვე არსებობს. შეგახსენებთ, რომ ბენ ჰოჯესი წარსულში ამერიკის შეერთებული შტატების ჯარების მთავარსარდალი იყო ევროპაში. ამჟამად ის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სამხედრო ექსპერტად არის მიჩნეული, რომლის აზრს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ხშირად ითვალისწინებენ. ბენ ჰოჯესი 215 1-ს მოსწონს 2-ს არა
|