x
image
დავითი ჩუთლაშვილი
გერმანელი ექსპერტის გასაოცარი დასკვნა: “მიმდინარე წლის ოქტომბერში უკრაინა რუსეთს დაამარცხებს”

დღეისათვის ექსპერტების უდიდესი ნაწილი თანხმდება, რომ რუსეთის დამარცხება უკრაინასთან ომში გარდაუვალია. ახლა მსჯელობა მხოლოდ იმაზე მიდის, თუ როდის მოხდება ეს და რა კონკრეტული შედეგები ექნება უკრაინის გამარჯვებას.


ერთ-ერთი გერმანელი მკვლევარის აზრით უკრაინამ შესაძლოა უკვე წელსაც კი გაიმარჯვოს. მან ომის შესახებ ძალიან საყურადღებო პროგნოზი გააკეთა.


“კითხვა იმასთან დაკავშირებით კი არ არსებობს, დაამარცხებს თუ არა უკრაინა რუსეთს, არამედ როდის დაამარცხებს. სტრატეგიული თვალსაზრისით რუსეთმა ეს ომი უკვე წააგო, ” - განაცხადა სამხედრო ეკონომისტმა მარკუს კოიპმა ჟურნალ Bilanz-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.


ექსპერტი ეყრდნობა იმ ფაქტს, რომ რუსეთს რეზერვები უკვე ეწურება, ხოლო უკრაინა შეუზღუდავად მარაგდება დასავლეთიდან როგორც საბრძოლო საშუალებებით და ტყვია-წამლით, ასევე მატერიალური სახსრებითაც.



“ყოველდღიურად რუსეთი ხუთ ტანკს და ექვს ჯავშანტრანსპორტიორს კარგავს. ჩვენ უბრალოდ უნდა დავსხდეთ და გამოვიანგარიშოთ, როდის ამოეწურება რუსეთს საბრძოლო საშუალებები, ” - განაცხადა მკვლევარმა.


და მაინც როდის დამარცხდება რუსეთი?


როგორც მარკუს კოიპი მიიჩნევს, ეს დღე არც ისე შორს არის.


“მიმდინარე წლის ოქტომბერში უკრაინა რუსეთს დაამარცხებს, ” - აცხადებს ექსპერტი. მისი თქმით მითია, თითქოს რუსეთს უსასრულო რეზერვები გააჩნდეს.


“არ უნდა დაგვავიწყდეს ასევე ისიც, რომ ბევრი სატანკო ეკიპაჟი ომმა ფიზიკურად გაანადგურა. ტანკის მართვა ძალიან იოლია. ამას ბავშვიც კი მოახერხებს, მაგრამ ტანკით ბრძოლების წარმოება თვეების მანძილზე მომზადებას საჭიროებს. ჰაიჰარად გაწვეული ჯარისკაცები ამას ვერ შეძლებენ, ” - თქვა კოიპმა.


“რუსეთი ომის შემდეგ განვითარებადი ქვეყანა გახდება”


დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები უკვე მუშაობს. კოიპის თქმით რუსული ეკონომიკის ყველა დარგი - იქნება ეს ავტომობილების წარმოება თუ თვითმფრინავების გამოშვება, კატასტროფის წინაშეა. რუსული საავიაციო ფლოტის უდიდესი ნაწილი “აირბასებისა” და “ბოინგებისგან” შედგება, რომელთა მეოთხედი უკვე განიცდის ნაწილების საშინელ დეფიციტს.


სამხედრო ეკონომისტი დარწმუნებულია, რომ რუსეთი ომის შემდეგ განვითარებადი ქვეყანა გახდება, რისი მიზეზიც უზარმაზარი ტექნოლოგიური უკუსვლა იქნება.


“რუსეთი დღეს უბრალოდ იაფფასიანი ბენზინგასამართი სადგურია ჩინეთისთვის. მას შემდეგ, რაც მთელ მის ბენზინს და დიზელის საწვავს გამოიყენებს, ჩინეთი რუსეთს ნაგავსაყრელზე მოისვრის, ” - ამბობს კოიპი და დასძენს, რომ რუსეთის ისედაც ურთულეს ეკონომიკურ მდგომარეობას კიდევ ისიც დაამძიმებს, რომ მას უკრაინისთვის რეპარაციების გადახდა მოუწევს.


უკრაინის აღსადგენად 600 მილიარდი დოლარი იქნება საჭირო, რასაც, რასაკვირველია, რუსეთი საკუთარი ნებით არ გადაიხდის. ამიტომ დასავლეთს რუსეთის სახელმწიფო აქტივების დაყადაღება მოუწევს, რაც ყველაზე კატასტროფული სცენარია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის. როგორც წესი, ეს მაშინ ხდება, როცა ქვეყანა ბანკროტად ცხადდება. 600-მილიარდიანი რეპარაციების გადახდა კი სწორედ გაკოტრების ტოლფასია.


ძალიან რბილად თუ ვიტყვით, სამომავლოდ რუსეთს კარგი არაფერი ელოდება. ამაზე ექსპერტთა შორის უკვე სრული კონსენსუსი არსებობს.


ომი

3
1536
1-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
1536
  
23 აპრილი, 13:05
ბატონო დავით, უკრაინის გამარჯვება გარდაუვალია და ამის განპიროვნებელ მიზეზებზე არ ვისაუბრებ, მაგრამ იმ სამხედრო ეკონომისტის დილეტანტიზმი გულწრფელად მაკვირვებს, რადგან ან მალავს ან მართლა არ იცის რამდენ ტანკს აწარმოებს დღეში რუსეთი, საუბარია სხვადასხვა მოდიფიკაციის ტანკზე, ასევე საუბარია კონსერვაციიდან მოხსნილი ანკების რემონტზე ომში გასაგზავნად.
დამერწმუნეთ უმართავი რეაქტიული რაკეტების და ტანკების დეფიციტი კიდევ დიდხანს არ ექნება რუსეთს, მაგრამ ექნება მომზადებული კადრების დეფიციტი, რადგან კერძო სამხედრო კომპანიებში მაღალი ხელფასის გამო ბევრად მეტი რუსეთის მოქალაქე მიდის, ვიდრე რეგულარულ ჯარში თუნდაც საკონტრაქტო წესით.
კერძო სამხედრო კომპანიებს და რუსეთის გენშტაბს შორის დაპირისპირება ჯერ კიდევ სირიაში დაიწყო და უკრაინაში გრძელდება.
კიდევ რამდენიმე კვირაა საჭირო იმისათვის, რომ წვიმისაგან დამბალი ნიადაგი გამყარდეს უკრაინაში რათა უკრაინელებმა მორიგი წარმატებული კონტრშეტევა წამოიწყონ.
სწორედ ამისათვის მომზადდა ჯავშანსატანკო შენაერთები, რომელთა შორის უკვე გერმანულ "ლეოპარდებს", ბრიტანულ "ჩელენჯერებს" და ამერიკულ "აბრამსებს" ვიხილავთ.
20 აპრილი, 23:03
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
18 აპრილი, 23:14
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3