კონფლიქტები 10 გასაოცარი ფაქტი ომის შესახებ, რომელიც შენ ჯერ არ იცი! 2023, 4 ივნისი, 21:59 მშვიდობა არის ძალიან მნიშვნელოვანი ღირებულება, თუმცა მას მხოლოდ მაშინ აქვს ფასი, თუ შენს თავისუფლებას და დამოუკიდებელ ყოფას არაფერი ემუქრება, თუ არავინ გჩაგრავს და არავინ არღვევს შენს უფლებებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ანუ მაშინ, თუ გჩაგრავენ და შენს ღირსებას, თავისუფლებას და ფუნდამენტურ ადამიანურ უფლებებს ფეხქვეშ თელავენ, მშვიდობას აღარ ჰქვია მშვიდობა და არც რაიმე ღირებულება გააჩნია მას. ასეთ მშვიდობას ომი სჯობია.
ომს რაც შეეხება, არსებობს სამართლიანი და უსამართლო ომები. ომი სამართლიანია, თუ შენს ქვეყანაში გაბატონებული ტირანიის წინააღმდეგ ჯანყდები ან უპირისპირდები ოკუპანტს, რომელიც შენი სამშობლოს დაპყრობას და შენთვის და შენი თანამემამულეებისთვის თავისუფლების წართმევას ცდილობს. ხოლო უსამართლო და უზნეო ომი არის სხვათა მიწების დაპყრობა და ოკუპაცია, ანუ ზუსტად ის, რასაც რუსეთი დღეს აკეთებს საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებით. ქვემოთ 10 ძალიან საინტერესო ფაქტს წარმოგიდგენთ ომების სამყაროდან. იმედია, გაერთობით და მეტ ცოდნასაც შეიძენთ: 1. მეორე მსოფლიო ომში ამერიკის შეერთებული შტატების არმიამ უოლტ დისნეისთან თანამშრომლობით დაამზადა აირწინაღი, რომელიც მიკი მაუსს ჰგავდა, რათა ბავშვებს მომწამლავი გაზებით თავდასხმის დროს მისი გაკეთების არ შეშინებოდათ. 2. ყველაზე დიდი მანძილი, საიდანაც სნაიპერმა სამიზნეს მოახვედრა, იყო 3540 მეტრი. ეს მსოფლიო რეკორდი კანადური ელიტური ქვედანაყოფის ჯარისკაცს ეკუთვნის. მისი ტყვია 10 წამის მანძილზე მიფრინავდა, სანამ სამიზნემდე მიაღწევდა. 3. მსოფლიოში ყველაზე დიდმა წყალბადის ბომბმა საცდელი აფეთქებისას იმხელა დარტყმითი ტალღა წარმოქმნა, რომ ის დედამიწის გარშემო მესამე შემოვლისასაც კი იზომებოდა. 4. სინთეტური ნარკოტიკები სულ პირველად ნაცისტმა მეცნიერებმა დაამზადეს. მესამე რაიხის სპეციალისტებმა მეორე მსოფლიო ომის დროს შექმნეს მეტამფეტამინი, რომლის მიღების შემდეგ ადამიანები 90 კილომეტრს ფეხით შეუსვენებლივ გადიოდნენ. 5. ყავისფერმა სირიულმა დათვმა, რომელსაც “ვოიტეკი” შეარქვეს, პოლონელ ჯარისკაცებს არაერთხელ გაუწოდა დახმარების ხელი. დათვმა არაერთხელ გაიტაცა გერმანელების მნიშვნელოვანი სამხედრო ტრანსპორტი და პოლონეთის არმიის ჯარისკაცებს მიუყვანა. საბოლოოდ დათვს უნტეროფიცრობა უბოძეს. . 6. ჩინეთს მსოფლიოში უდიდესი არმია ჰყავს. მისი არმიის რაოდენობა 2 მილიონ ჯარისკაცს შეადგენს. მეორე ადგილზე ინდოეთია 1, 45 მილიონი ჯარისკაცით, ხოლო მესამეზე ამერიკის შეერთებული შტატები 1, 39 მილიონი ჯარისკაცით. 7. უდიდესი ბომბი, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში ოდესმე აფეთქებულა, იყო 1954 წელს ამერიკელების მიერ ცდის მიზნით დეტონირებული წყალბადის ბომბი. ის ჰიროშიმაში მეორე მსოფლიო ომის დროს აფეთქებულ ატომურ ბომბზე 1000-ჯერ უფრო მძლავრი გახლდათ. მისი აფეთქების შემდეგ მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ბომბი იმაზე ორჯერ უფრო მეტ ძალას ფლობდა, ვიდრე მათ მიერ იყო გამოთვლილი. ბომბის აფეთქების დროს გამოყოფილი ელვარება 400 კილომეტრის დაშორებიდან გამოჩნდა და 140 კილომეტრის რადიუსში სხივური დამწვრობა გამოიწვია. 8. “გომბეს ომის” სახელით ცნობილი მოვლენა ტანზანიაში შიმპანზეთა ორ სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაპირისპირებულ ჯგუფს შორის ოთხი წლის მანძილზე მიმდინარეობდა. ამ პერიოდის მანძილზე მეომარმა მხარეებმა მოწინააღმდეგე ბანაკის არაერთი შიმპანზე მოკლეს, დაასახიჩრეს და გაიტაცეს. 9. დღემდე დედამიწაზე ბირთვული იარაღის 2055 გამოცდა განხორციელდა, მათ შორის 1039 აშშ-ს, 718 საბჭოთა კავშირის, ხოლო — 198 საფრანგეთის მიერ. 10. სამხედრო ბლოკებს შორის ყველაზე მრავალრიცხოვანი არმია ნატოს ჰყავს. 3, 46 მილიონი ჯარისკაცი — ასეთია ნატოს არმიის რიცხოვნება. 270 1-ს მოსწონს
|