სხვა რუსეთის ზედამხედბელობამ შეაფასა მონღოლეთიდან რუსეთში ჭირის შემოტანის რისკები 2023, 27 ივნისი, 19:32 მონღოლეთიდან რუსეთში ჭირის შემოტანის რისკები გამორიცხულია. სიტუაცია ასე შეაფასა როსპოტრებნადზორმა, ანუ მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ადამიანის კეთილდღეობის ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა. დეპარტამენტში აცხადებენ, რომ გატარებულია ყველა პრევენციული ღონისძიება, სიტუაცია სამსახურში მკაცრ კონტროლს ექვემდებარება. მონღოლეთის ზოონოზური ინფექციების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გობი-ალტაის აიმაგის ბუგატ სომონში დაფიქსირდა ჭირით ადამიანის ინფექციის შემთხვევა. „ტერიტორია, სადაც დაავადების შემთხვევა დაფიქსირდა, ესაზღვრება ჩინეთს და მდებარეობს რუსეთის საზღვრიდან 500 კილომეტრზე მეტ მანძილზე.“ - თქვა რუსეთის ზედამხედველობის სამსახურმა. 23 ივნისის მდგომარეობით, მონღოლეთის 17 რეგიონში დაფიქსირდა ჭირის 137 ბუნებრივი კერა, მათ შორის რუსეთისა და ჩინეთის საზღვარზე. იმავე დღეს ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა გამოსცა რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც რუსეთის რეგიონებმა უნდა დაიწყონ მზადება ჭირის საწინააღმდეგო ღონისძიებებისთვის. 16 შეფასება არ არის
|