x
image
თორ ნიკე
Mediator image
ვეფხვაძეების მხატვართა დინასტია
ვეფხვაძეების მხატვართა დინასტია


1) ივანე ვეფხვაძე (1888-1971) - ქართველი მხატვარი. დაიბადა თბილისში, საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის დამსახურებული ხელოვანი და სახალხო მხატვარი. 1924-1927 წლებში სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში, გიგო გაბაშვილის კლასში. ივანე ვეფხვაძემ შექმნა არაერთი ნამუშევარი საქართველოს ისტორიის თემაზე. ის მუშაობდა პორტრეტის, პეიზაჟის, ჟანრული კომპოზიციის და კინოპლაკატის ჟანრში.






2) ალექსი ვეფხვაძე (1921-1982) - ქართველი მხატვარი. დაბადა თბილისში, მხატვარ ივანე ვეფხვაძის ოჯახში. საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის დამსახურებული მხატვარი, საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.


1941-1945 წლებში სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში მხატვარ უჩა ჯაფარიძის კლასში. 1945-1948 წლებში კი ი. რეპინის სახელობის ფერწერის, ქანდაკების და არქიტექტურის ინსტიტუტში რ. ფრენცის კლასში.

მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევრებია: "ბაგრატიონის დაჭრა" (1948) და "1905 წელს ბათუმიდან ი. სტალინის გასახლება", რომლისთვისაც 1951 წელს მხატვარი იქნა დაჯილდოებული სტალინის პრემიით. ალექსი ვეფხვაძე მუშაობდა ასევე პორტრეტის და წიგნის გაფორმების ჟანრში.






3) ჯოვანი ვეფხვაძე (1949-2016) - ქართველი მხატვარი. დაიბადა 1949 წლის 13 მარტს თბილისში, მხატვარ ალექსი ვეფხვაძის ოჯახში. 1967 წელს ის ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ფერწერის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1973 წელს. მისი სადიპლომო ნამუშევარი გახდა "ბექა ოპიზრის სახელოსნოში", რომელიც შექმნა ცნობილი ქართველი მხატვრის, კოკი მახარაძის ხელმძღვანელობით.

1973 წლიდან იღებდა მონაწილეობას როგორც რესპუბლიკურ, ასევე საკავშირო და საერთაშორისო გამოფენებში. 1977 წელს შევიდა საბჭოთა კავშირის მხატვართა კავშირში, რომლის წევრადაც თავს თვლიდა გარდაცვალებამდე (2016 წლის 3 მაისი).

ჯოვანის შემოქმედებაში წარმოდგენილია სხვადასხვა ჟანრი, როგორიცაა პეიზაჟი, პორტრეტი, თემატური სურათი, ნატურმორტი და ქალაქის ხედი.

1981-2007 წლებში ჯოვანი ვეფხვაძე ასწავლიდა ი. ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში. ნამყოფია შემოქმედებით მივლინებაში გერმანიასა და იტალიაში.

მისი ნამუშევრები დაცულია ტრეტიაკოვოს სახელმწიფო გალერეაში რუსეთში და ასევე კერძო კოლექციებში მრავალ ქვეყანაში როგორიცაა საქართველო, გერმანია, რუსეთი, აშშ, დიდი ბრიტანეთი, სომხეთი, საფრანგეთი, იაპონია, იტალია, საბერძნეთი, თურქეთი, ინდოეთი, ჩინეთი და ა.შ.






4) ბრუნო ვეფხვაძე - ქართველი მხატვარი. დაიბადა 1986 წლის 20 თებერვალს თბილისში, მხატვარ ჯოვანი ვეფხვაძის ოჯახში. იგი ვეფხვაძეთა ოჯახის ხელოვანთა მეოთხე თაობას ეკუთვნის. ტრადიციას სათავე დაუდო დიდმა ბაბუამ - საქართველოს სახალხო მხატვარმა ივანე ალექსის ძე ვეფხვაძემ (1888-1971). მისი საქმიანობა შემდგომში გააგრძელეს შთამომავლებმა: საქართველოს დამსახურებულმა მხატვარმა ალექსი ვეფხვაძემ (1921-1982) და ჯოვანი ვეფხვაძემ (1949-2016).

ბრუნომ ბავშვობიდან დიდი ინტერესი გამოიჩინა მხატვრობისადმი. 1993 წელს იგი ჩაირიცხა ბავშვთა სამხატვრო სკოლაში, რომელშიც 3 წლის განმავლობაში სწავლობდა. საშუალო სკოლის დამთავრებისთანავე კი ბრუნო შევიდა იაკობ ნიკოლაძის თბილისის სამხატვრო სასწავლებელში ცნობილი ქართველი მხატვრის თ. ჩხუტიშვილის კლასში. ამ პერიოდში იგი აქტიურად მონაწილეობდა გამოფენებში. 2005 წელს მან შექმნა სადიპლომო ნამუშევარი "გათავისუფლებული იერუსალიმი". 2006 წელს კი გახდა საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი. 2009 წელს ბრუნო ვეფხვაძემ დაამთავრა ა. ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, სპეციალობით ფერწერის რესტავრატორი. მისი ნამუშევრები დაცულია პირად კოლექციებში როგორც საქართველოში, ასევე იტალიაში, თურქეთსა და აშშ-ში.





ნახეთ ამ მხატვრების ალბომები შემდეგ ლინკებზე:

1. ივანე ვეფხვაძე

2. ალექსი ვეფხვაძე

3. ჯოვანი ვეფხვაძე

4. ბრუნო ვეფხვაძე



კრებულები:


1. მეცნიერება - ნაწილი I

2. მეცნიერება - ნაწილი II

3. მეცნიერება - ნაწილი III

4. მეცნიერება - ნაწილი IV

5. სხვადასხვა - ნაწილი I

6. სხვადასხვა - ნაწილი II

7. ქართული მითოლოგია

8. რელიგია

9. საქართველო - ნაწილი I

10. საქართველო - ნაწილი II

11. ქართული სახელმწიფოები

12 პროტოქართველები

13. კავკასიური კულტურები

14. პარანორმალი

15. ჰომოს გვარი - ადამიანების სახეობები და ქვესახეობები

16. ჰომო საპიენსის არქეოგენეტიკური მოდგმები


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
61
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
61
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0