x
image
თორ ნიკე
თბილისელი ჩინელი მხატვარი, რომელმაც საქართველოს მილიონი დოლარის ნახატები უსასყიდლოდ გადასცა
საქართველოზე უზომოდ შეყვარებული ჩინელი მხატვარი - ანდრო ხანი გარდაიცვალა


გარდაიცვალა საქართველოზე უზომოდ შეყვარებული ჩინელი მხატვარი - ანდრო ხანი, რომელმაც ჩვენს ქვეყანას უსასყიდლოდ გადასცა მამამისის, დიდი მხატვრის - ანდრეი ვლადიმერის ძე ხანის, იგივე ხან შან ლუნის, 1 მილიონ დოლარზე მეტად შეფასებული ნახატების კოლექცია - სულ 24 ფერწერული ტილო. ანდრო გახლდათ მამით ჩინელი და დედით უკრაინელი, მაგრამ გულით ქართველი. დაიბადა თბილისში 1965 წელს და თბილისშივე გაიზარდა. მას დამთავრებული ჰქონდა თბილისის სამხატვრო აკადემია. რაღაც პერიოდი მოსკოვში ცხოვრობდა, მუშაობდა მოწინავე სამხატვრო კომპანიების არტ დირექტორად, მაგრამ გულმა მაინც აქეთ გამოუწია. ჩამოვიდა და სრულიად მოულოდნელად, თბილისშივე აღესრულა 2018 წლის 4 ნოემბერს. მანამდე კი, 2017 წელს საქართველომ უმასპინძლა მის პერსონალურ გამოფენას საქარველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, სადაც წარმოდგენილი იყო ანდრო ხანის მიერ შექმნილი მხატვრული ტილოების კოლექცია, სახელად "16 სიგიჟე", რომელიც ასახავს 16 ყოველდღიურ, ცხოვრებისეულ სიგიჟეს.


ანდრო ხანი - მხატვარი,  რომელმაც საქართველოს მილიონი დოლარის ღირებულების ნახატები უსასყიდლოდ გადასცა


აქვე წარმოგიდგენთ მის რამდენიმე ნახატს:



1) "ნოსტალგია". 2016 წ.


"ნოსტალგია". ანდრო ხანი



2) "სიზმრების კონტურები". 2016 წ.


"სიზმრების კონტურები". ანდრო ხანი



3) "ძველი თბილისი". 2016 წ.


"ძველი თბილისი". ანდრო ხანი



4) "თბილისი, ბარათაშვილის ქუჩა". 2016 წ.


"თბილისი,  ბარათაშვილი". ანდრო ხანი



5) "ჯაზის მუსიკა". 2016 წელი.


"ჯაზის მუსიკა". ანდრო ხანი



6) "მზესუმზირები". 2016 წ.


"მზესუმზირები". ანდრო ხანი



7) "ყაყაჩოები". 2016 წელი.


"ყაყაჩოები". ანდრო ხანი



8) "თბილისი, რუსთაველის ქუჩა". 2016 წელი.


"თბილისი,  რუსთაველის ქუჩა" ანდრო ხანი



9) "იტალია". 2016 წ.


"იტალია". ანდრო ხანი



10) ანდრო ხანის ნახატი სერიიდან "დაკარგული გემების სასაფლაო"


"დაკარგული გემების სასაფლაო". ანდრო ხანი


გაეცანით სხვა, ძალიან საინტერესო სტატიებს


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
809
3-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
809
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0