საქართველო რუსეთის უძლეველობის მითი და მისი დამანგრეველი შედეგები 2023, 25 ივნისი, 18:41 ჩემმა მკითხველებმა კარგად იციან, რომ მე გამუდმებით ვსაუბრობ იმის თაობაზე, რომ რუსეთი მარცხისთვის განწირული სახელმწიფოა და მას დღევანდელი ფორმით მომავალი არ გააჩნია. ჩემი სიტყვების დასამტკიცებლად ყოველთვის ვიშველიებ უამრავ ფაქტს, უტყუარ და მეცნიერულად დადასტურებულ მტკიცებულებებს, ვავლებ ისტორიულ პარალელებს და ვციტირებ მრავალი მაღალკვალიფიციური ამერიკელი და ევროპელი სამხედრო ექსპერტის თუ პოლიტიკური მიმომხილველის მოსაზრებებს.
ამ ყოველივეს მიუხედავად ჩვენს ქვეყანაში მაინც არსებობს უამრავი ადამიანი, ვინც ძალიან აგრესიული და უხეში ლანძღვა-გინებით ცდილობს ჩემი მოსაზრებების და ჩემს მიერ მოტანილი უტყუარი ფაქტების უგულვებელყოფას. მათთვის რუსეთი არის ყოვლისშემძლე ქვეყანა, რომელსაც ვერავინ ვერსად ვერასოდეს ვერ დაამარცხებს. ისინი ფიქრობენ, რომ რუსეთი მარადიულად იარსებებს. მათთვის რუსეთის არმია უძლიერესი და საუკეთესო არმიაა მთელ მსოფლიოში. მერე რა, რომ რუსული არმია სხვადასხვა დროს დამარცხებული ჰყავთ იაპონელებს, თურქებს, კორეელებს, ფინელებს თუ ავღანელებს? ქართველი რუსეთუმეებისა და “ქართული ოცნების” მხარდამჭერებისთვის ეს არაფერსაც არ ნიშნავს! მათი აზრით, ყოველი ასეთი გამარჯვების უკან ყოველთვის იდგა რომელიმე დიდი და უძლეველი ქვეყანა, იქნებოდა ეს დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი თუ ამერიკის შეერთებული შტატები. ქართველ რუსეთუმეს საპირისპირო არგუმენტის სახით თუ იმას ეტყვი, რომ ასე მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებული რუსეთის უკანაც იდგა “ვიღაც” და ეს “ვიღაც” ამერიკა იყო, რომელმაც “ლენდ ლიზის” პროგრამით 11, 3 მილიარდი დოლარის (დღევანდელი კურსით 180 მილიარდი დოლარი) კოლოსალური მატერიალურ-ტექნიკური დახმარება გაუწია რუსეთს, რუსეთუმე ამას არც კი შეიმჩნევს. მისთვის რუსეთის გამარჯვება მეორე მსოფლიო ომში რატომღაც “ნამდვილია, ” ხოლო მაგალითად იაპონიის გამარჯვება 1905 წელს ისევ რატომღაც — “არანამდვილი, ” მიუხედავად იმისა, რომ იაპონიამ ეს მართლაც სრულიად დამოუკიდებლად, ყოველგვარი გარე დახმარების გარეშე, მხოლოდ საკუთარი ძალებით მოახერხა, განსხვავებით რუსეთისგან, რომელიც მე-2 მსოფლიო ომში გერმანიის წინააღმდეგ არამხოლოდ ამერიკული იარაღით, აღჭურვილობით, ფულით და ტანკებით იბრძოდა, არამედ მთლიანად არარუსი ეროვნების უმაღლესი მთავარსარდლის მიერაც იმართებოდა. ალბათ მსგავსი აკვიატების და უსაფუძვლო დაჟინების მიზეზები ფსიქოლოგების ან ფსიქიატრების კომპეტენცია უფროა, ვიდრე ჩემი, რომელსაც ამ სფეროში სათანადო კვალიფიკაცია არ გამაჩნია, მაგრამ ამ არაადეკვატურობის შედეგებს ყველა ვიმკით: ეს მენტალური პრობლემების მქონე ხალხი დღეს ჩვენი ქვეყნის ბედს განკარგავს და მათი წყალობით უკიდურესად დაუძლურებულ, მაგრამ მისი უძლეველობის მითით ზურგგამაგრებულ სწორედ იმ რუსეთს, სადაც უკვე აშკარა ქაოსი მეფობს და სადაც რომელიღაც ხანდაზმულმა მზარეულმა 25-ათასიანი ლაშქრით რამდენიმე საათში უმნიშვნელოვანესი ტერიტორიების დაკავება და ლამის მოსკოვის აღებაც კი შეძლო, ჩვენს ქვეყანაში არანაირი იძულება და არანაირი სამხედრო ჩარევა აღარ სჭირდება, რათა სრული კონტროლი დაამყაროს აქაურ პოლიტიკურ პროცესებზე. ჰოდა, იქნებ, გონს მოვეგოთ და ყველამ საკუთარ შეგნებაში დავამარცხოთ რუსეთის უძლეველობის მითი? თორემ სანამ ეს მითი არსებობს, ჩვენ რეალური დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი არ გვეღირსება. 79 1-ს მოსწონს 2-ს არა |
პრიგოჟინის ბუნტი აფიორაა, პრიგოჟინი ბახმუტშიც ყვიროდა არიქა მიშველეთ სნარიადები არ მაქვს, სულელ უკრაინელებსაც მართლა ეგონათ მიუშვეს და მიუშვეს ხალხი ვაგნერს სნარიადები არ აქვს და გავსრისავთო. გაისრისნენ 75 000 უკრაინელები. შეუმჩნევლად ბელორუსსი ვაგნერს ვერ გადაიყვანდნენ ამიტომ გაითამაშეს ეს ბუნტი. დასავლელ ქათამ პოლიტიკოსებს(ბაიდენი რა მაგარ ფორმაშია არაა)ჯერავთ რომ რუსეთი იქცევა და უშვებენ და უშვებენ შეცდომებს. ჩუთლასვილი პუტინი კგბ-ეს ოფიცერია კგბს ოფიცრებისთვის ოპერატიული თამაშები უცხო არ არის.