x
image
დავითი ჩუთლაშვილი
აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დაბრუნება - მორიგი შესაძლო სატყუარა, რასაც მომზადებულები უნდა შევხვდეთ
თანდათან იკვეთება იმ პერსპექტივის კონტურები, რომ საქართველოს ხელისუფლება წინასაარჩევნოდ შეეცდება აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დაბრუნების კარტის გათამაშებას. სავარაუდოდ სახელისუფლებო პროპაგანდა ამომრჩევლებს ეტყვის, რომ 4 წლით კვლავაც “ქართული ოცნების” არჩევის შემთხვევაში აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ჩვენი ქვეყნის შემადგენლობაში დაგვიბრუნდება, სამაგიეროდ კი ჩვენ უარი უნდა ვთქვათ ნატოსა და ევროკავშირზე. ირაკლი კობახიძე დაახლოებით მსგავსი მესიჯით გამოვა: “ხალხო, ხომ დაინახეთ, რომ დასავლეთთან 32-წლიანმა ურთიერთობამ არაფერი მოგვიტანა? ვერ აღვიდგინეთ ტერიტორიული მთლიანობა. არც ევროკავშირსა და ნატოში მიგვიღო არავინ. ახლა რუსეთი გვთავაზობს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დაბრუნებას საქართველოს შემადგენლობაში. მოგვეცით ხმა, მოგვაპოვებინეთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, რათა გავაუქმოთ ჩანაწერი იმის თაობაზე, რომ საქართველოს მიზანი ნატო და ევროკავშირია და ჩვენ დაგიბრუნებთ აფხაზეთს და ცხინვალის რეგიონს!”


ომი


რასაკვირველია, ეს ბლეფი და ამაზრზენი სიცრუე იქნება. რუსეთი არასოდეს აფხაზეთს და ცხინვალის რეგიონს ჩვენ არ დაგვიბრუნებს. რუსეთი ამ რეგიონებს იყენებს ჩვენზე შანტაჟის და ფსიქოლოგიური ზემოქმედების მოხდენის მექანიზმად. რუსეთმა მაშინვე წაგვართვა აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, როგორც კი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ყოფნის სურვილი გაგვიჩნდა. რუსეთს ხელახლა რომც მივუერთდეთ, როგორც კი კვლავაც გაგვიჩნდება დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ქცევის სურვილი, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ნაღმებს რუსეთი ისევ ხელახლა აამოქმედებს და ჩვენც ისევ მოგვიწევს იმ ენითაუწერელი საშინელებების დიდი ნაწილის გადატანა, რაც 1992-1993 წლებში უკვე გადავიტანეთ.


ჩვენ კარგად გვახსოვს, თუ როგორ შეზღუდა რუსეთმა ჩვენი სუვერენიტეტი საბჭოთა კავშირში ჩვენი ყოფნის დროს. ფორმალურად საქართველო იმ წლებში, როცა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ვიმყოფებოდით, იყო დამოუკიდებელი სახელმწიფო, ხოლო საბჭოთა კავშირი იყო 15 დამოუკიდებელი სახელმწიფოს კონფედერაცია. მაგრამ რეალურად რასაკვირველია საბჭოთა კავშირი არანაირი კონფედერაცია არ იყო. ის ფედერაციასაც კი არ წარმოადგენდა. ეს იყო უნიტარული სახელმწიფო, რომელიც მთლიანად მოსკოვიდან იმართებოდა. არანაირი დამოუკიდებლობა ჩვენ არ გვქონდა. ბოლოს ერთი მშობლიური ენაღა დაგვიტოვეს და იმასაც გვართმევდნენ 1978 წელს. სწორედ ამიტომ გამოვეყავით რუსეთს და ავირჩიეთ პროდასავლური გზა. ეს დაგვიჯდა უამრავი მსხვერპლის და სისხლის ფასად. ახლა მთელ ამ მსხვერპლს და სისხლს ვიღაც თავდაუბანელი მოღალატეების ფუჭი დაპირებების გამო ხაზი უნდა გადავუსვათ და ვცადოთ ის, რაც უკვე ვცადეთ წარსულში და რამაც არ გაამართლა?



ომი


ეს რაღა თქმა უნდა სიგიჟე იქნება. არავინ არ ამბობს, რომ დასავლეთთან ჩვენი ურთიერთობა იდეალურია. ჩვენ დასავლეთისგან ყოველთვის ბევრად უფრო მეტ მხარდაჭერას და ყურადღებას ვიმსახურებდით, ვიდრე ოდესმე მიგვიღია, მაგრამ შედარებაც კი არ არის დასავლეთსა და რუსეთს შორის. რუსმა ჯარისკაცებმა აფხაზეთში ქართველ ჯარისკაცთა მოჭრილი თავებით ფეხბურთი ითამაშეს, მასობრივად გააუპატიურეს და დახოცეს ქართველი გოგოები, ცეცხლში ამობუგეს ქართველი მოხუცები, გადაღებეს და დაანგრიეს ქართული ეკლესიები და წაგვართვეს ყველაფერი, რისი წართმევაც შეიძლებოდა. ამერიკამ და ევროკავშირმა კი ამის მსგავსი რა ჩაიდინეს? არც არაფერი. არასოდეს ამერიკელ და ევროპელ ჯარისკაცებს ქართველი გოგოები არ გაუუპატიურებიათ და არც დაუხოცავთ. არც ქართველ ჯარისკაცთა მოჭრილი თავებით უთამაშიათ ფეხბურთი. არც ქართველი მოხუცები ჩაუყრიათ ცეცხლში. არც ქართული ეკლესიები დაუნგრევიათ. რა პრეტენზიები გვაქვს ამერიკასთან? უვიზო მიმოსვლას რომ არ გვაძლევს? ამერიკის ყველა მოკავშირე ქვეყანას და ევროკავშირის წევრ თითქმის ყველა ქვეყანას (ბულგარეთის, კვიპროსის და რუმინეთის გამოკლებით) აქვს უვიზო მიმოსვლა ამერიკასთან. ამერიკასთან უვიზო მიმოსვლის არქონაც საქართველოს ხელისუფლების ბრალია და არა ამერიკის. და ისიც საქართველოს ხელისუფლების ბრალია, ქართველები ევროკავშირის ქვეყნებში დაბალი კვალიფიკაციის სამუშაოს რომ ასრულებენ და არალეგალურად რომ ცხოვრობენ. სწორედ საქართველოს ხელისუფლებას არ სურს ევროკავშირი და გვაშორებს დასავლეთისგან. აბა სხვა ვისი ბრალია ეს ყველაფერი?


ომი


ამრიგად, რასაკვირველია, უარი უნდა ვუთხრათ მზაკვრულ გეგმას “აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ნატოსა და ევრიკავშირზე უარის თქმის სანაცვლოდ.” ჩვენ უბრალოდ უნდა გავაკეთოთ ის, რაც ბრძენმა გერმანელმა ერმა გააკეთა 1945-1990 წლებში: დაველოდოთ, თუ როდის დაუძლურდება რუსეთის იმპერია! გერმანელ ერსაც ზუსტად ჩვენი ქვეყნის მსგავსად ჰქონდა ტერიტორიული პრობლემა 1945-1990 წლებში, მაგრამ 45-წლიანი მცდელობების შედეგად მოაგვარა ეს საკითხი. არავინ არ აპირებს ჩვენთვის ნატოსა და ევროკავშირის წევრობაზე უარის თქმას! დასავლეთი როგორც გერმანიას დაეხმარა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში, ისევე დაეხმარება მოლდოვას და ისევე დაგვეხმარება ჩვენც. რუსეთთან ხელახალი დაახლოება კი კვლავაც უზარმაზარი სისხლის და ცრემლის ფასად დაგვიჯდება, როცა მას ხელახლა გამოვეყოფით.

6
363
2-ს არ მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
363
  
2023, 27 მაისი, 23:01
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

ბატონო ყარამან ამის დამწერი მარტო როგორ იქნება, ეტყობა რომ მაგრა ყვანა.
2023, 25 მაისი, 22:49
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 24 მაისი, 23:59
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 23 მაისი, 22:58
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 23 მაისი, 21:20
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 6