x
image
დავითი ჩუთლაშვილი
რა მატერიალურ სარგებელს მოგვიტანს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი?
სახელისუფლებო და პრორუსული პროპაგანდა უკვე მრავალი თვეა, საუბრობს იმის თაობაზე, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი რეალურად “არაფრისმომცემია, ” “არაფერი განსაკუთრებული არ არის” და მას “არანაირი სარგებელი” ჩვენთვის არ მოსდევს თან. ამაზე არაერთხელ ისაუბრეს როგორც დე იურე პრემიერმა, ასევე თბილისის მერმა და პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ. ირაკლი ღარიბაშვილმა 2022 წლის 18 ნოემბერს, საპარლამენტო მოსმენისას შემდეგი ხასიათის განცხადება გააკეთა:


“ჩვენს თანამოქალაქეებს მინდა ვუთხრა, რომ კანდიდატის სტატუსი ძალიან ბევრ ქვეყანას აქვს მიღებული და მას შემდეგ ისინი წლებია ელოდებიან წევრობასაც და არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა მათ შემთხვევაში. ეს არის ერთი ეტაპი, ესაა პროცესი, ამის შემდეგ იწყება კიდევ სხვა პროცესი და ა.შ.“


პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ 2022 წლის 27 ივნისს, ტელეკომპანია “პალიტრა ნიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” სტუმრობისას, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე საუბრისას თქვა, რომ ქვეყნისთვის ეს არის მხოლოდ “პოლიტიკური წახალისება“ და მატერიალური დახმარების თვალსაზრისით ის “არაფერს ცვლის.”


დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ კანდიდატის სტატუსს საერთოდ “არაფრისმომცემი” უწოდა, ხოლო პრორუსმა და პროსახელისუფლებო პროპაგანდისტმა გოგა ხაინდრავამ ის “ზებუს ზარს” შეადარა ჭაბუა ამირეჯიბის რომანიდან “დათა თუთაშხია.”



ევრო


მაგრამ რა ხდება მთელი ამ სიცრუის, დეზინფორმაციების და ანტიევროპული და პრორუსული პროპაგანდის მიღმა? რეალურად მართლა არაფრისმომცემია ჩვენთვის კანდიდატის სტატუსი?


დავიწყოთ იქიდან, რომ რასაკვირველია, კანდიდატის სტატუსი თავისთავად პანაცეა არ არის! წარმოიდგინეთ, რომ თქვენ მუშაობა დაიწყეთ ძალიან პრესტიჟულ კომპანიაში, სადაც ხელფასი თვეში გაქვთ 20, 000 ლარი. რასაკვირველია, არავინ თქვენ ამ ფულს არ გადაგიხდით, თუ არ იმუშავებთ და დაკისრებულ მოვალეობას თავს თუ ვერ გაართმევთ. და იმის გამო, რომ კომპანია თანხას მხოლოდ თქვენს მიერ შესრულებულ სამუშაოში გიხდით და არა იმ უბრალო ფაქტის გამო, რომ მისი გუნდის წევრი გახდით, პრესტიჟული და მაღალანაზღაურებადი სამუშაოს მიღება არ უნდა გაგიხარდეთ? კარგი კომპანიის თანამშრომელი რომ გახდეთ და თვეში 20, 000 ლარი ხელფასი დაგენიშნოთ, იმას იტყვით, ეს საერთოდ არაფერს არ ნიშნავსო?


ან ვთქვათ, ჩაირიცხეთ ჰარვარდის უნივერსიტეტში, მოიპოვეთ სრული დაფინანსება და სოლიდური სტიპენდიაც. ეს ფაქტი არ გაგიხარდებათ მხოლოდ იმის გამო, რომ ჩარიცხვისთანავე უნივერსიტეტმა დიპლომი არ გადმოგცათ? რასაკვირველია, არავინ დიპლომს არ მოგცემთ, ლექციებზე თუ არ იარეთ და გამოცდები თუ არ ჩააბარეთ.


ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არის უმნიშვნელოვანესი წინაპირობა გაწევრიანების გზაზე. ქვეყანასთან, რომელსაც არ აქვს კანდიდატის სტატუსი, არავინ არ აწარმოებს მოლაპარაკებებს გაწევრიანების თაობაზე. ამიტომაც კანდიდატის სტატუსი არის გადამწყვეტი ძალის მქონე ინსტრუმენტი, მაგრამ ამავდროულად ის ქვეყნისთვის ასევე აღებს შესაძლებლობის ფანჯარას მეტი ფულის მისაღებად. სიცრუეა, თითქოს ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს ფინანსურად არ ეხმარებოდეს. პირიქით, კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთანავე ქვეყანა ძალიან სერიოზულ ფინანსურ დახმარებას იღებს ევროკავშირისგან.


იმაზე, თუ კონკრეტულად რა თანხას მიიღებს საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთანავე, ჯერჯერობით საუბარი ცოტა რთულია, თუმცა სხვა ქვეყნების გამოცდილებას თუ გადავხედავთ, შესაბამის დასკვნებსაც გავაკეთებთ:


ასე მაგალითად დასავლეთ ბალკანეთი, რომლის მოსახლეობა 17, 1 მილიონია, ევროკომისიისგან დახმარების სახით 2021-2027 წლებში 9 მილიარდ ევროს მიიღებს. საქართველოს მოსახლეობა 3, 7 მილიონია ანუ 4, 6-ჯერ უფრო ნაკლები და ამიტომ ჩვენი ქვეყანა კანდიდატი რომ ყოფილიყო, 2021-2027 წლებში 1, 95 მილიარდ ევროს მიიღებდა, რაც წლიურად 279 მილიონი ევრო გამოდის.


ჩვენ დღეს ყოველწლიურად ევროკავშირისგან უკვე ვიღებთ 100 მილიონ ევროს დახმარების სახით. კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ ეს დახმარება არ შეგვიწყდება, არამედ მას დაემატება ეს 279 მილიონი ევრო და ჯამში წლიურად 379 მილიონ ევროს მივიღებთ, რაც ჩვენი მშპ-ს 1, 2 %-ზე მეტია.


ამიტომ სრულიად გაუგებარია, 379 მილიონი ევრო “არაფერი” რანაირად არის. ეს 1 მილიარდ ლარზე მეტია დღევანდელი კურსით. ამდენი თანხა არც არის საჭირო, პენსიონერებს 105 ლარით რომ გაეზარდოთ პენსია და 295 ლარის ნაცვლად 400 ლარი მიიღონ ყოველთვიურად.


მაგრამ ეს მხოლოდ კანდიდატი ქვეყნებისთვის გამოყოფილი დახმარებაა. ევროკავშირის წევრები გაცილებით უფრო მეტ დახმარებას იღებენ. წევრობის შემთხვევაში წლიურად 5 მილიარდი ევროს მიღების შანსი გვაქვს კანდიდატობისთვის გამოყოფილი 379 მილიონის ნაცვლად, რაც იმხელა თანხას გამოათავისუფლებს ბიუჯეტში, რომ მორჩენილი სახსრებით თავისუფლად შევძლებთ პენსიების და სოციალური დახმარებების მინიმუმ გასამმაგებას, სიღარიბის დამარცხებას, ქვეყნის ყველა დასახლებულ პუნქტში ელექტროენერგიის, გაზის, წყლის და კანალიზაციის გაყვანას და ასევე სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას.

1
113
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
113
  
2023, 24 ივნისი, 6:34
ოე ოე ოე ნუ იტყუები ამხელა კაცი. აგერ თურქეთი ევროკავშირის კანდიდატია და რა ხეირი? ე ბიჭო ამდენ ფულებს რომ თვლი თვითონ ევროკავშირს საიდან მოაქვს ეს ფულები? აააა ბეჭდავენ იმიტომაცაა ინფლიაცია. ერთხელაც გაჭედავს ფულის საბეჭდი მანქანა და მორჩა შენი ევროკავშირი. ყველაზე მეტად ევროკავშირში გერმანიას წველიდნენ. გერმანია პოლიტიკურად ჯუჯა ქვეყანაა, ეკონომიკურად კი იყო გიგანტი, ეხლა ეკონომიკურადაც ჯუჯა გახდება, იმიტომ რომ აღარ აქვს იაფი რუსული გაზი, გერმანია რეცესიაში შევიდა. მალე გერმანელები ჩვენთან ივლიან თხილის დასაკრეფად. დაანებე ბიძია სხვისი ფულების თვლას თავი, მოკიდე თოხს ხელი და წაი ყანაში.
0 1 1