ქალი და მამაკაცი ცნობილი ქართველი წყვილები დიდი ასაკობრივი სხვაობით 2023, 22 ივნისი, 20:20 1. თიკა ფაცაცია და დავით ანთელიძე მოდელი და ტელეწამყვანი 17 წლის ასაკში დაქორწინდა ბიზნესმენ დავით ანთელაძეზე. ზუსტად რამდენი წლითაა მეუღლე თიკაზე უფროსი უცნობია, რადგან დავითს არ მოსწონს საჯარო ცხოვრება და არც თიკა ამხელს ოჯახის შესახებ დეტალებს. წყვილს 3 ვაჟი ჰყავს.
2. კახა კალაძე და ანუკი არეშიძე პოლიტიკოსი და დიზაინერი ჯერ კიდევ მაშინ დაქორწინდნენ როცა კახა ფეხბურთელი, ანუკი კი მოდელი იყო. წყვილს შორის 11 წლიანი ასაკობრივი სხვაობაა, თუმცა ქორწინება მყარი გამოდგა და ამჟამად 4 შვილის მშობლები არიან.
3. თემურ უგულავა და ნინი ნებიერიძე ბიზნესმენი თემურ უგულავა და მასზე 29 წლით უმცროსი მოდელი ნინი ნებიერიძე 2015 წელს დაქორწინდნენ. მათ 2 შვილი ჰყავთ, თუმცა როგორც დაახლოებული პირები ამბობენ, ისინი გასულ წელს დაშორდნენ.
4. ხათუნა ჟორდანია და ზურა ხაჩიძე მათ შორის დიდი ასაკობრივი სხვაობის, ხათუნას სკანდალური განქორწინების და მარტოცელა დედობის მიუხედავად, ახალგაზრდა მომღერალმა ზურა ხაიძემ მაინც გადაწყვიტა მასზე დაქორწინება და უკვე 20 წელია ერთად არიან. 1598 1-ს მოსწონს
|