x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ციმბირი, რომ სდომებოდა, ჩემი პაპა კახეთს კი არ ჩამაასკდებოდა, განა სოფიო ვაჩნაძისნაირ გოგოს იქა ვერა ნახავდა?" - ლალი მოროშკინა
image


ფილოლოგი და კონფლიქტოლოგი, ამჟამად ბიზნესვუმენი ლალი მოროშკინა გადაბმულ უამინდობას ეხმაურება და სახალისო პოსტს აქვეყნებს სოციალურ ქსელში:


"ვაახ, კრუჟაო იუბკის გარეშე დარჩენილო მოროშკინაანთ ლალოოო...განა ამითვინა მოდიოდი სიღნაღში, ივლისში მზე არ დეგენახა? განა არყისფერი ჯანღისთვინა მიატოვე დედაქალაქის კოპწიაობა, განა ასე ობი უნდა ეკიდებიდეს შენს წითელ წკაპუნებსა...
ვაახ, ფურჩალებიანო სარაფნებო, თვლებიანო, ბასანოჩკებო და ფერად-ფერადო შლიაპებო...
ციმბირი, რომ სდომებოდა, ჩემი პაპა კახეთს კი არ ჩამაასკდებოდა, განა სოფიო ვაჩნაძისნაირ გოგოს იქა ვერა ნახავდა?
მიშველეთ ხალხოო, სირისტმა ამიტანა, მზე მინდა მზეე.."-წერს სოციალურ ქსელში ლალი მოროშკინა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 22-23 ივნისს აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარი.

უწყების ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.


შაბათიდან, 24 ივნისიდან გამოიდარებს და მთელი კვირა მზიანი ამინდებია მოსალოდნელი.


0
328
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
328
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0