x
image
დავითი ჩუთლაშვილი
უპრეცედენტო უზნეობა და ღალატი, რომელიც “პრაგმატიზმის” საფარქვეშ ინიღბება

2008 წლის აგვისტოს ომის დროს უკრაინამ გასაოცარი და უმაგალითო დახმარება გაგვიწია — მისი პრეზიდენტი ჩამოვიდა, რუსთაველზე დადგა და მკერდი ტყვიებს მიუშვირა ჩვენს გადასარჩენად.


მანამდე, 90-იანი წლების დასაწყისშიც გვახსოვს უკრაინელების დახმარება: პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის თხოვნით უკრაინამ სამხედრო კრეისერი გამოგზავნა, როცა აფხაზი სეპარატისტების და რუსი ოკუპანტების ბანდფორმირებებმა ფოთის ოკუპაცია მოახდინეს და იქიდან არსად წასვლას აღარ აპირებდნენ. უკრაინის დახმარებით ფოთი — ეს უმნიშვნელოვანესი და ძირძველი ქართული საპორტო ქალაქი ჩვენს იურისდიქციაში დავიბრუნეთ.


ყველას გვახსოვს უკრაინელთა შენაერთი “უნა უნსო, ” რომელიც აფხაზეთში ქართველთა მხარდამხარ იბრძოდა.


ყველას გვახსოვს ასევე უკრაინული “ბუკები, ” რამაც ფასდაუდებელი დახმარება გაგვიწია აგვისტოს ომის პერიოდში და რითაც ჩვენ მაშინ რაკეტმზიდ-ბომბდამშენ ТУ-22М3-ის ჩამოგდებაც კი შევძელით, რაც ვერც მანამდე და ვერც მას შემდეგ ჩვენს გარდა ვერავინ მოახერხა.



ასეთ მოამაგე და მეგობარ ქვეყანას ჩვენ რით გადავუხადეთ სამაგიერო?


მაშინ, როცა უკრაინა სამკვდრო-სასიცოცხლო ომს აწარმოებს ტერორისტულ რუსეთის ფედერაციასთან, რომელიც ასევე ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20 %-ის ოკუპანტიც არის, ჩვენ მაშველ რგოლად მოვევლინეთ ამ ტერორისტებს, ბავშვების მკვლელებს და ოკუპანტებს, რომლებიც აფხაზეთში ქართველი მეომრების თავებით ფეხბურთს თამაშობდნენ, ვეხმარებით მათ და საერთაშორისო სანქციების ტვირთს ვუმსუბუქებთ.


რატომ? რისთვის?


ისევ ვიმეორებ, რაც არაერთგზის მითქვამს: რუსეთს საქართველოსთან ომის დაწყება ამ ეტაპზე არ შეუძლია.


ანუ არ არსებობს ასეთი მუქარა: “მოგვაწოდეთ ტვირთები, თორემ...”


მსგავსი მუქარა რომც არსებობდეს, ეს სრულიად უგუნური და არარეალური მუქარა იქნებოდა. რუსეთის არმიას ჯარისკაცები იმდენად უჭირს, რომ მისი თავკაცები უკვე კამერუნის მოქალაქეებსაც კი ურიგებენ ფორმას და იარაღს და წერენ საკუთარ რიგებში. მათ არანაირად არ ძალუძთ ჩვენთან ომის წამოწყება.


ხოლო თუ ეს პრაგმატიზმია, სად არის აქ რეალურად ჩვენი მოგება? ხალხო, გეკითხებით, სად არის პრაგმატიზმი და ქვეყნის სარგებელი იმაში, რომ ჩვენ ვთანამშრომლობთ ჩვენი ტერიტორიების 20 %-ის ოკუპანტ სახელმწიფოსთან და ვეხმარებით მას, რათა მან ჩვენივე მიწებზე მდგარი საკუთარი ჯარი გამოკვებოს?


გარდა უსაზიზღრესი ღალატისა, ამას სხვა არაფერი არ ჰქვია! ამიტომ აუცილებლად უნდა გასამართლდეს და უმკაცრესად დაისაჯოს “ქართული ოცნების” მთელი ფორმალური თუ არაფორმალური პოლიტიკური ხელმძღვანელობა, როგორც კი ამის შესაძლებლობა გაჩნდება და ჩვენ მათ ძალაუფლებას ჩამოვაშორებთ. ეს ხალხი ჩვენ უნდა დავაპატიმროთ და გავასამართლოთ დაუყოვნებლივ, როგორც მოღალატეები და მტერთან ურთიერთობაში მყოფი დამნაშავეები, რადგან აშკარაა, რომ ისინი ჩვენს ზურგსუკან, ჩვენი ქვეყნის და სამშობლოს სასიცოცხლო ინტერესების ღალატის ხარჯზე გარიგებულები არიან ტერორისტ და ოკუპანტ სახელმწიფოსთან და სხვადასხვა ქვენა გრძნობებით ხელს უწყობენ მისი არსებობის გახანგრძლივებას.


მაგრამ ეს ყოველივე ვერ მოხდება, თუ თითოეული ჩვენთაგანი არ იაქტიურებს. კარგად უნდა გავაცნობიეროთ, თუ რა დევს სასწორზე და უნდა ვიაქტიუროთ. ჩვენ არ ვართ უღირსი ერი და ეს კიდევ ერთხელ უნდა დავამტკიცოთ.


საქართველო

3
213
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
213
  
2023, 22 ივნისი, 15:14
ავ, ავ ავ ისევ დაიწყო ჩიხუახუამ ყეფა, ჩუთლაშვილი აღარ მოგბეზრდა ამ სირობების წერა?
2023, 22 ივნისი, 15:02
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 22 ივნისი, 14:15
რა თქმა უნდა რუსეთ უკრაინის ომში უკრაინის გამარჯვება მინდა, მიუხედავად იმ დიდი შეურაცხყოფისა რასაც უკრაინის ხელისუფლება კრიმინალ ადეიშვილის, და სხვების შეფარებისა,მაგრამ ფაქტებს ნუ ვამახინჯაებთ, შევარდნაძის თხოვნით უკრაინიდან ბალტინის რუსული ფლოტის გამიგზავნით დამარცხდა კანონიერი ხელისუფლების შეიარაღებული ძალები და გაიმარჯვა ხუნტამ.,ნუ დაამახინჯებსთ ისტორიას ქართველ ხალხს ყველაფერი ახსოვს.
0 1 3