x
image
დავითი ჩუთლაშვილი
რას ნიშნავს “ლგბტ პროპაგანდა?” რატომ დაესხნენ თავს “მაკდონალდსს?”
ხელისუფლების, მისი პროპაგანდისტული მედიასაშუალებების და ფეისბუკ-ტროლების მხრიდან “მაკდონალდსზე” განხორციელებული თავდასხმითი კამპანია რომ კიდევ უფრო შორსმიმავალი და მზაკვრული გეგმის ნაწილია, ამაზე მე არაერთხელ ვისაუბრე და აღნიშნულ საკითხს ამ სტატიაშიც მინდა შევეხო.


რატომ დაესხა ხელისუფლება თავს თემურ ჭყონიას და მის ”მაკდონალდსს?”


ეს რომ მიზანმიმართული და მთლიანად თითიდან გამოწოვილ მიზეზზე აგებული თავდასხმა იყო, თავიდანვე ცხადი გახლდათ, თორემ აბა რა პრობლემას წარმოადგენდა ელტონ ჯონის პირადი ცხოვრების ასახვა რაღაც ბროშურაში და თანაც სულ რაღაც ორ საცოდავ სტრიქონში? ყველამ იცის, რომ ელტონ ჯონი არის გეი და თუ ეს მომღერალი და მისი შემოქმედება საქართველოში აკრძალული არ არის, მაშასადამე, უფლება გვაქვს, მის პირად ცხოვრებაზეც ვისაუბროთ.


ან საერთოდ რატომ არის მომღერლის პირად ცხოვრებაზე საუბარი და იმის თქმა, რომ მისი მეუღლე მამაკაცია, პროპაგანდა? პროპაგანდა შეიძლება იყოს მაგალითად ასეთი ფრაზა: “გთხოვ, გახდი გეი!” ან: “იყავი ლგბტ ადამიანი, ეს კარგია!” ფაქტის აღწერა პროპაგანდა საერთოდ რანაირად შეიძლება იყოს?



ჭყონია


გარდა ამისა, უამრავი სამეცნიერო კვლევით დადგენილია, რომ პროპაგანდით შეუძლებელია შეცვალო ადამიანის სექსუალური ორიენტაცია. მოწოდებებით, ფილმის ჩვენებით ან თუნდაც ბროშურებში იმის ჩაწერით, რომ რომელიმე ადამიანი არის გეი, შეუძლებელია, ვინმეს სექსუალური ორიენტაცია შეცვალოთ. განცხადებები იმის თაობაზე, რომ თურმე არსებობს “ლგბტ პროპაგანდა, ” არის სრულიად სამარცხვინო და ეს არის ღრმად არამეცნიერული და ბნელი განცხადებები. მსგავს განცხადებებს ისეთი ადამიანები აკეთებენ, რომლებიც ტანს თვეობით არ იბანენ, კბილებს არ იხეხენ და რომლებსაც სწამთ, რომ დედამიწა ბრტყელია, ხოლო სამყაროს რეპტილოიდი უცხოპლანეტელი მუტანტები მართავენ პლანეტა ნიბირუდან.


მაგრამ ხელისუფლება მაინც საუბრობს “ლგბტ პროპაგანდაზე” და თემურ ჭყონიაზე განხორციელებული თავდასხმაც “ქართული ოცნების” მზაკვრული რუსული გეგმის შემადგენელი ნაწილია.


მაინც რა გეგმაა ეს გეგმა? რა შორსმიმავალი ვერაგული ზრახვები აქვს “ქართულ ოცნებას?”


აშკარაა, რომ “ქართული ოცნება” მაქსიმუმს აკეთებს საიმისოდ, რათა იყოს პრორუსული პარტია. ფილიპე მახარაძე და სერგო ორჯონიკიძე რომ გაგეცოცხლებინათ, ისინიც “ქართული ოცნების” ლიდერები იქნებოდნენ და ისინიც “ლგბტ პროპაგანდაზე” ანალოგიურს ილაპარაკებდნენ. ამავე დროს ყასიდად ისინიც იტყოდნენ, რომ სურთ ევროკავშირი და ნატო და რაღაც კანონებსაც მიიღებდნენ ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად.


ამ ყოველივეს პარალელურად “ქართული ოცნების” ლიდერების ერთადერთი საფიქრალი ისაა, რომ ევროკავშირს და ამერიკას მაქსიმალურად დაგვაშორონ და რუსეთთან დაგვაახლოვონ. ამ მიზანს ემსახურება მათი თითოეული ამოსუნთქვა. რევოლუციის ეშინიათ და მეტი არ შეუძლიათ, თორემ ყველაფერს გააკეთებდნენ. პირდაპირ მოაწერდნენ ხელს რუსეთის გუბერნიად საქართველოს გადაქცევას. ამიტომ ახლა ეს მზაკვრული ხრიკი მოიფიქრეს “ლგბტ პროპაგანდის” შესახებ. აქედან სურთ, დაარტყან ქართულ საზოგადოებას და სიტყვის თავისუფლებას ჩვენს ქვეყანაში. ვითომ ბავშვების დარდი აქვთ. სინამდვილეში კი საკუთარი ოპონენტების დაჭერა სურთ “ლგბტ პროპაგანდის” საბაბით. მიიღებენ კანონს, სადაც ეწერება, რომ ბავშვებში “ლგბტ პროპაგანდა” აკრძალულია და მერე დაიჭერენ საკუთარ კრიტიკოსებს ამ მუხლით. სწორედ ასე გააკეთა პუტინმა. ამაზე სტატია მე უკვე დავწერე. ეს რუსული თამაშია. კანონი “ლგბტ პროპაგანდის” შესახებ რუსული კანონია! ამგვარი კანონებით ცდილობს რუსეთი ჩვენს დაპყრობას. რუსეთს სურს, რომ საქართველოში რუსული კანონები მოქმედებდეს. ამაზე კი ირაკლი კობახიძე, ბორენკა ივანიშვილი და მთელი ეს კორუმპირებული სექტა, რომელსაც ”ქართული ოცნება” ეწოდება და რომელიც ხელისუფლებაში მხოლოდ იმის წყალობითაა, რომ 2019 წელს რუსი კომუნისტი დეპუტატის კომფორტის გამო ქართველ ახალგაზრდებს თვალები დასთხარა, სიამოვნებით აწერს ხელს.


მაკდონალდსი


ამიტომ დაესხნენ თავს თემურ ჭყონიას. ამით სურთ ნიადაგის შემზადება ახალი რუსული კანონის მისაღებად. ჩვენ კი ეს კანონი არ უნდა მივაღებინოთ. როგორც მარტში გამოვედით ქუჩაში და არ მივაღებინეთ “უცხოეთის აგენტების” შესახებ კანონი, იგივე უნდა ვქნათ ”ლგბტ პროპაგანდის” შესახებ კანონის შემთხვევაშიც, თუ მსგავსი კანონის მიღება მართლა სცადეს.


მე ღრმად მწამს ქართველი ერის გონიერების და დარწმუნებული ვარ, თითოეული ქართველი პროდასავლელი პატრიოტი (რომელთა რაოდენობა ბოლო კვლევებით 90 %-ია) კარგად მიხვდება, თუ “საიდან ქრის ქარი” და ახალ რუსულ კანონს “ქართული ოცნების” მოღალატე ხელისუფლებას არაფრის დიდებით არ მიაღებინებს.

1
211
2-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
211
  
2023, 22 ივნისი, 15:17
ააააა ჩუთლაშვილი რა ვქნათ? ერთსქესიანთა ქორწინებების კანონიც ხომ არ მივიღოთ? მერე შენ და შენი ქმარი ოფიციალურად გააფორმებთ ურთიერთობებს.
0 1 1