x
image
დავითი ჩუთლაშვილი
რატომ ვშორდებით ევროკავშირს და ვუახლოვდებით რუსეთს, როცა ეს ჩვენთვის ყველანაირად წამგებიანია?
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი უკრაინას 50 მილიარდ ევროს გამოუყოფს დახმარების სახით. არც აქამდე ბრიუსელის მიერ ოფიციალური კიევისთვის გაწეული დახმარება იყო მცირე — ის 67 მილიარდ ევროს შეადგენდა. 40 მილიარდი დოლარით დაეხმარა გასულ წელს უკრაინას ასევე ამერიკაც.


ცნობისათვის, ეს არის მხოლოდ ინფრასტრუქტურის აღსადგენად და პენსიების და საჯარო მოხელეების ხელფასების გასასტუმრებლად გაწეული დახმარება. გარდა ზემოთქმულისა, უკრაინა იღებს ასევე ჰუმანიტარულ დახმარებას. ამასთან, მილიონობით უკრაინელი ცხოვრობს და მუშაობს დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, სადაც მათ სოლიდური ფულადი შემწეობები ერიცხებათ.


შეგახსენებთ, რომ ამ ყოველივეში არ შედის ომის ხარჯები, რასაც მთლიანად ამერიკა და ევროკავშირი იღებენ საკუთარ თავზე; უკრაინა შეუზღუდავად მარაგდება ევროპული და ამერიკული ტყვია-წამლით, ტანკებით, ყუმბარმტყორცნებით და სხვა აუცილებელი ტექნიკით, რომელთა ღირებულება მილიარდობით დოლარია.


ხოლო რაც შეეხება საქართველოს, ჩვენი ქვეყანა დასავლეთისგან სულ უფრო მცირე დახმარებას იღებს. სამაგიეროდ დრამატულად იზრდება ჩვენი სავაჭრო ბრუნვა რუსეთთან. თუ საქართველო 2019 წელს მისი ტერიტორიების 20 %-ის ოკუპანტ სახელმწიფისთან 1, 5 მილიარდი დოლარის ვაჭრობას ახორციელებდა, 2022 წელს ეს რიცხვი უკვე 2, 4 მილიარდ დოლარს შეადგენდა.



ამრიგად, ჩვენ ვხედავთ, რომ მიუხედავად გაზრდილი სავაჭრო ბალანსისა, 2, 4 მილიარდი დოლარი არ არის იმხელა თანხა, რომ სიხარბემ გძლიოს, სხვა გამოსავალი არ გქონდეს და მას თუნდაც ქვეყნის სუვერენიტეტის ძალიან მცირე პროცენტი ანაცვალო (თანაც გაითვალისწინეთ, რომ ეს არის მხოლოდ სავაჭრო ბრუნვის მთლიანი თანხა. აქედან ქართული კომპანიებისთვის დარიცხული წმინდა მოგება რასაკვირველია გაცილებით უფრო მცირეა).


ამიტომ ისმის ლოგიკური კითხვა: რად გვინდა ვაჭრობა ჩვენი ტერიტორიების 20 %-ის ოკუპანტ ქვეყანასთან, როცა ამერიკა და ევროკავშირი არც ჩვენი ტერიტორიების ოკუპანტები არ არიან, მათთან ვაჭრობაც თავისუფლად შეგვიძლია და თან იმ საცოდავ 2, 4 მილიარდ დოლარზე მეტს მთლიანად ფინანსური დახმარების სახით გამოგვიყოფდნენ, მათი მოთხოვნები კანონის უზენაესობასთან და დემოკრატიულ რეფორმებთან დაკავშირებით რომ შეგვესრულებინა?


ცხადზე უცხადესია, რომ რუსეთთან ვაჭრობის და ურთიერთობების გაღრმავების გამო ამერიკასთან და ევროკავშირთან ურთიერთობების გაფუჭება ჩვენს ქვეყანას არანაირად არ სჭირდება — ეს სიგიჟე, იდიოტიზმი და მოღალატეობრივი საქციელია. რატომ უნდა გსურდეს ურთიერთობა შენს დაუძინებელ მტერთან, მითუმეტეს, თუ ის ძალიან ღარიბია და ვერც ვერაფერს ყიდულობს შენგან და არც არაფერში გეხმარება?


ამას მოღალატეობის გარდა არაფერი არ შეიძლება უწოდო. არ არსებობს არანაირი პრაგმატული გამართლება იმისა, რომ რუსეთს დავუახლოვდეთ და ევროკავშირს და ამერიკას დავშორდეთ. რუსეთთან დაახლოება და ამერიკასა და ევროკავშირთან ურთიერთობების გაწყვეტა ჩვენთვის უაღრესად წამგებიანი და კატასტროფული სვლაა. ამიტომ ნუ დაუჯერებთ ჩვენს ხელისუფლებას, რომლის წარმომადგენლები მუდმივად იმას გვიკიჟინებენ, რომ ქართულ ბიზნესს რუსული ბაზარი და რუსეთთან აღდგენილი ფრენები ჰაერივით სჭირდება. არავის ეს რეალურად არ სჭირდება. ეს სჭირდებათ მხოლოდ იმ ერთ მუჭა გამყიდველებს და მოღალატეებს, ვინც დღეს ხელისუფლებაში არიან. ჩვენ არ გვჭირდება არც რუსული ბაზარი და არც რუსეთის მიერ გამოყოფილი ფულადი დახმარებები. ჩვენ გვჭირდება მხოლოდ ევროკავშირსა და ნატოში უსწრაფესი ინტეგრაცია.


რუსეთი


0
36
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
36
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0