x
image
ლურჯი თოლია
მაიაკოვსკის ტრაგიკული და ლეგენდად ქცეული სიყვარული

image

მაიაკოვსკიმ 1928 წელს პარიზში გაიცნო რუსი ემიგრანტი - 22 წლის ტატიანა იაკოვლევა, მდიდარი და წარმოსადეგი ოჯახიდან, განათლებული და კარგად აღზრდილი ქალბატონი. პოეტს მალევე შეუყვარდა გოგონა, რომელიც მის მუზად იქცა.

რამდენიმე თვეში მაიაკოვსკი რუსეთში დაბრუნდა, თუმცა ტატიანამ მასთან ერთად დაბრუნებაზე უარი თქვა.

ამ მყისიერად დაბადებული და არშემდგარი სიყვარულისგან დარჩა მხოლოდ საიდუმლო დარდი, თაობებს კი შემორჩათ ლექსი - "წერილი ტატიანა იაკოვლევას" და ლეგენდა.... ქალს კი დარჩა ყვავილები...

პარიზში მოღვაწეობისას მიღებული მთელი ჰონორარი მაიაკოვსკიმ გადარიცხა ცნობილი ყვავილების მაღაზიის ანგარიშზე ერთადერთი მითითებით: კვირაში ერთხელ უნდა მიეტანათ ტატიანა იაკოვლევასათვის თაიგული, რომელიც შედგებოდა ყველაზე უჩვეულო და ლამაზი ყვავილებისგან. პარიზული ფირმა ზედმიწევნით ასრულებდა კლიენტის ამ უცნაურ თხოვნას - და მას შემდეგ, მიუხედავად ამინდისა თუ წელიწადის დროისა ტატიანა იაკოვლევას სახლის კარზე ისმოდა კაკუნი, კურიერს შეჰქონდა ულამაზესი თაიგული და ამბობდა: "მაიაკოვსკისგან".

1930 წელს პოეტი გარდაიცვალა ( მან თავი მოიკლა). მითითებაში, რომელიც პოეტმა პარიზულ საყვავილეს დაუტოვა, მის სიკვდილზე არაფერი იყო ნათქვამი. ამიტომ, პოეტის გარდაცვალების მეორე დღეს ქალის სახლის ზღურბლზე ისევ გამოჩნდა კურიერი ულამაზესი თაიგულით ხელში და ისევ გაისმა უცვლელი სიტყვა: "მაიაკოვსკისგან". გადიოდა წლები, ყვავილები კი მოჰქონდათ და მოჰქონდათ...

მეორე მსოფლიო ომის წლებში, როცა პარიზი გერმანელების მიერ იყო ოკუპირებული, ტატიანა იაკოვლევასთვის თავის რჩენის ერთადერთი საშუალება იყო ბულვარში ამ ულამაზესი თაიგულების გაყიდვა. რამდენიმე წლის მანძილზე მაიაკოვსკის სიყვარული ქალს შიმშილით სიკვდილისგან თავის დახსნაში ეხმარებოდა.

ტატიანა 84 წლის ასაკში გარდაიცვალა და სიკვდილამდე იღებდა ყვავილებს მაიაკოვსკისგან.

0
255
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
255
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0