სიახლეები „თბილისში მეგობარს „ცნობილმა“ ექიმებმა საშინელი დიაგნოზი, კანის კიბო და მწვავე ლიმფომა დაუდგინეს, თურმე სიმსივნე კი არა ანთება ყოფილა!“-თიკო ფეიქრიშვილი 2023, 19 ივნისი, 12:01 სოციალურ ქსელში ვრცელდება ჟურნალისტის და განათლების და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილი უფროსის, თიკო ფეიქრიშვილის პოსტი, სადაც წერს, რომ მის მეგობარს საშინელი დიაგნოზი დაუსვეს, რომელიც მცდარი აღმოჩნდა. „რამდენიმე კვირის წინ ჩემს მეგობარს საშინელი დიაგნოზი დაუსვეს, აქ თბილისში „ცნობილმა“ ექიმებმა, თან არაერთმა. კანის კიბოს გარდა, რომელზედაც უკვე ვეღარ ვდარდობდით, მწვავე ლიმფომა დაუდგინეს, სხეულის 3 ადგილას სიმსივნური წარმონაქმნით (კატეს დსკვნით) და ეგრევე სასწრაფოდ ქიმია დაუნიშნეს, ესეც მიდიოდა გადასხმაზე, როდესაც მეორე მეგობარმა შეაჩერა, იქნებ თურქეთში რამე გავარკვიოთო, მოკლედ მოვძებნეთ სტამბოლში ონკოჰემატოლოგი, დავჯავშნეთ ვიზიტი და სასოწარკვეთილებმა და დახოცილებმა გავუშვით, ფუძის ძვლიდან ბიოფსიის ასაღებად. იმავე დილას მომწერა, სისხლის ლიმფომა კი არა ანთებააო, ხალხო სიმსივნე კი არა ანთება ყოფილაო, ან-თე-ბა, რაც ალბათ კანისგან არისო, და გაუშვეს ონკოდერმატოლოგთან, იმან უთხრა კიო, გავსო, მაგრამ უნდა ამოვჭრათ რომ დიაგნოზი დავსვათო, ჰოდა ახლა პასუხი მოვიდა, დერმატიტიაო, განა კანის კიბო, დერ-მა- ტი ტიო. ჩვენ კი დავიხოცეთ და იმ 6 ექიმს მერე ჩამოვუვლი, როცა გამოვფხიზლდებით“, - წერს ფეიქრიშვილი. 2016 წელს ანალოგიური შემთხვევა მოხდა, რომელმაც არანაკლები სკანდალი გამოიწვია საზოგადოებაში, ახალგაზრდა მამაკაცს გიორგი ცეცხლაძეს აქ საქართველოში კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, სასოწარკვეთილმა ახალგაზრდა კაცმა საფრანგეთს მიაშურა, სადაც განმეორებითი ანალიზების შემდეგ დადგინდა, რომ მას სიმსივნე კი არა, ტუბერკულოზი აღმოჩნდა და იქვე დაიწყო მკურნალობა. 356 2-ს მოსწონს 1-ს არა
|