x
image
დავითი ჩუთლაშვილი
კვლავაც ძველებურად ეშინია თუ არა ქართველ პროდასავლელ ამომრჩეველს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის?”
იმ ფონზე, როცა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნატოს სამიტს უკვე აღარც კი ესწრება, იმ ფონზე, როცა აღდგა ფრენები და უვიზო მიმოსვლა რუსეთთან, ხოლო ჩვენი ქვეყანა იმდენად სწრაფად შორდება დასავლეთს და უახლოვდება ჩვენს ოკუპანტ ჩრდილოელ მეზობელს, რომ ამას ორიოდე წლის წინ ვერავინ ვერც კი წარმოიდგენდა, სახელისუფლებო პროპაგანდისტული ნარატივი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ბუად წარმოჩენასთან დაკავშირებით უკვე ძალიან გახუნდა და გაფერმკრთალდა.


რატომ მისცა ქართველი ამომრჩევლების უმრავლესობამ “ქართულ ოცნებას” ხმა 2012 წლის პირველ ოქტომბერს?


მაშინ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობდა, რომ “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” მეტისმეტად დიდი ხანი დაჰყო ხელისუფლებაში, დაუშვა ბევრი უმძიმესი შეცდომა და ჩაიდინა ბევრი სერიოზული დანაშაული და ამიტომ დრო იყო მისი გადარჩევის და ახალი პროდასავლური ძალის არჩევის.


ბევრს კარგად ახსოვს, რომ 2012 წელს სწორედ პროდასავლური ძალის ლიდერად ცდილობდა საკუთარი თავის წარმოჩენას რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი.



ქართველ ხალხს ხელი არ მოუწერია პროდასავლური ძალის გადარჩევასა და რუსეთის მონების არჩევაზე, რადაც დღევანდელი ხელისუფლება რეალურად გადაიქცა. დღეს “ქართული ოცნება” საზოგადოებას არჩევანს სთავაზობს მიხეილ სააკაშვილსა და ვლადიმერ პუტინს შორის. ამასთან, ხელისუფლება ცდილობს, ყველა უკმაყოფილო ადამიანი “ნაცებად” გამოაცხადოს და მათ “ძველი სისხლიანი რეჟიმის მსახურების” იარლიყი მიაწებოს, ხოლო თავად ვლადიმერ პუტინს დაუჩოქოს და მოსახლეობის იმაში დარწმუნება სცადოს, რომ კრემლის ლიდერი “არც ისე ცუდია, ” რაც კრახისთვის განწირული და აბსოლუტურად იდიოტური წამოწყებაა, რადგან ქართველი ერი არასოდეს გააკეთებს არჩევანს პუტინის სასარგებლოდ. რამდენიც არ უნდა ეცადოს ხელისუფლება, რომ ყველა პროდასავლურად განწყობილი ადამიანი “ნაცებად” გამოაცხადოს, ამით მისი მხარდაჭერა მაინც არ გაიზრდება. საქართველოს მოსახლეობის 89 %-ს სურს ევროკავშირი. ევროკავშირის საპირწონეს “ქართული ოცნება” ჩვენს საზოგადოებას ვერაფერს ვერ შესთავაზებს.


“ქართულ ოცნებას” მოუწევს, წინასწარ შეეგუოს დამარცხებას. მისი წევრები გულის სიღრმეში უკვე ისედაც დარწმუნებულები არიან მათი პარტიის დამარცხებაში (მოსალოდნელი კრახი სახეებზე პირდაპირ აწერიათ ირაკლი ღარიბაშვილსა და ირაკლი კობახიძეს). ახლა მთავარია, აღნიშნულ პერსპექტივას უფრო ნაკლები ისტერიკით გაუსწორონ თვალი.


ხალხი


1
67
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
67
  
2023, 18 ივნისი, 23:59
ჩუთლაშვილი ერთ რჩევას მოქცემ, სახლიდან ბასრი ნივთები დანები, მაკრატლები, სამართლებლები აუცილებლად გადაყარე, იმიტომ რომ როსა ქართული იოცნება გაიმარჯვებს ვენების გადაჭრა მოგინდება, ასე ქემაინც არ გექნება ბასრი ნივთები და გადარჩები, რას ამბობ შენ რომ რამე დაგემართოს აქ ამდენ სირობებს ვინ დაგვიწერს?
0 1 1