საზოგადოება "რაო, მოძალადე, დამპალმა, ბნელმა და ავადმყოფმა ერმა წუხელ, იპოვა დაკარგული 11 წლის გოგო?"-ბაკურ სვანიძე? 2023, 17 ივნისი, 14:30 ბლოგერი და ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე სოციალურ ქსელში დიდ დიღომში დაკარგულ 11 წლის გოგონას მშვიდობიანად პოვნას ეხმაურება და წერს: "რაო, მ ო ძ ა ლ ა დ ე, დამპალმა, ბნელმა და ავადმყოფმა ე რ მ ა წუხელ, ი პ ო ვ ა დაკარგული 11 წლის გ ო გ ო? რამდენს გ ა უ ტ ყ დ ა ალბათ, რომ მას ს ე ქ ს უ ა ლ უ რ ი ძალადობის კვალი არ აქვს და არ არის დასახიჩრებული და სადისტურად მ ო კ ლ უ ლ ი! უკვე მზად ჰქონდათ "ვ ო რ დ შ ი" აკრეფილი შესაბამისი ტექსტები, რომ უცებ "ჩაეკოპირებინათ" "ფეისბუქის" კედელზე პ ო ს ტ ი - "ეს მერამდენეა ხალხო!
სადიზმი გვაქვს ქ ა რ თ ვ ე ლ ე ბ ს სისხლში, რა გვინდა ე ვ რ ო პ ა შ ი?"
ეს ხომ საერთოდ მაგარი "ტ რ ე ნ დ ი ა", რაც არ უნდა მოხდეს ყველაფერში რომ "ევროპას" აკვეტებენ ძაან უ ა დ გ ი ლ ო დ... "
ვიღაცამ ვიღაცას შელაპარაკების ნიადაგზე დანა დაარტყა, ხალხო, ჩვენ ვინ მიგვიღებს ევროპაში?"
"სკოლაში მასწავლებელმა ჩემ შვილს ორიანი დაუწერა, ასე ვინ მიგვიღებს ევროპაში?"
"იმ დღეს ქალები ჭორაობდნენ, რა გვინდა ჩვენ, კაცო, ევროპაში?" "ჩემმა მეზობელმა საღამო ხანს აივანზე გაა@უა! იმხელა ხმა იყო რო, ასე ევროპაში შეგვიშვებენ?"
გეგონება, იმ ევროპაში "ზე-განსაკუთრებული" ხალხი ცხოვრობს, არც ჭორაობენ, არც კლავენ, არც ქურდობენ, არც ძალადობენ და თქვენ წარმოიდგინეთ, არც ა@უებენ!
მადლობა ღმერთს, ჯერ არავის უთქვამს - დაკარგულ ბავშვს რ უ ს ე თ უ მ ე ე ბ ი ეძებდნენ და რუსების ნაპოვნი ბავშვი არ გვჭირდება ჩვენო! ბავშვი ხელში
არ აიყვანონ რუსებმა თორე გარუსდება ბავშვიო!
ძირს რ უ ს უ ლ ი ბავშვიო! რავი, იქნებ თქვეს კიდეც?...
მადლობა ქართველებო! მიყვარხართ... სულლ..."-წერს ბაკურ სვანიძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, 11 წლის მოზარდი გუშინ 16 ივნისის შემდეგ ეძებდნენ. ძებნის სამუშაოებში ოჯახთან და სამართალდამცველებთან ერთად, ასობით მოქალაქე იყო ჩართული.
11 წლის მარიამი გვიან ღამით დიდ დიღომში მაცხოვრებელმა ბიჭებმა იპოვეს, გოგონას ძაღლის სახლში ეძინა.არსებული ინფორმაციით, ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 551 5-ს მოსწონს
|