საქართველო პუტინის სიცრუე და ქართული პროსახელისუფლებო მედიის ისტერიკა 2023, 17 ივნისი, 8:48 პროსახელისუფლებო ტელევიზია “ალტ-ინფო, ” რომელიც ღიად უჭერს მხარს რუსეთის აგრესიას უკრაინაში, ბოლო დღეების მანძილზე ისტერიულად ქადაგებს იმას, რომ უკრაინის კონტრშეტევა ჩაფლავდა. იგივე თქვა პარასკევს რუსეთის დიქტატორმა ვლადიმერ პუტინმაც სანკტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე, როცა განაცხადა, რომ უკრაინამ “ფრონტის ვერცერთ მონაკვეთზე ვერავითარ წარმატებას ვერ მიაღწია.”
მოსახლეობისთვის სასურველის სინამდვილედ შესაღება რომ რუსული პროპაგანდის ანა-ბანაა, ამას თითქოს უკვე მივეჩვიეთ, მაგრამ შავის თეთრად, ხოლო თეთრის შავად წარმოჩენის ბოლოდროინდელი მასშტაბები ჩვენ მაინც ჯერ კიდევ ძალიან გვაოცებს. უკრაინის კონტრშეტევა არათუ არ აღმოჩნდა წარმატებული, არამედ პირიქით, იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ გათავისუფლებულია 100 კვადრატულ კილომეტრზე უფრო მოზრდილი ტერიტორია. ეს რამდენიმედღიანი კონტრშეტევისთვის მცირე შედეგი არ გახლავთ. არავის არ ჰქონია მოლოდინი, რომ უკრაინა მთელ თავის ოკუპირებულ მიწებს ორ-სამ დღეში დაიბრუნებდა. სამხედრო გზით მიმდინარე დეოკუპაცია ხანგრძლივი, რთული და დამღლელი პროცესია, რომელიც კიდევ დიდხანს შეიძლება გაგრძელდეს. მთელი ეს ეგრეთ წოდებული “ანალიტიკა” არის რუსული პროპაგანდის ერთ-ერთი სიახლე. რუსი პროპაგანდისტები უკვე აღარ სჯერდებიან ფაქტების გადმოცემის მათეულ მყვირალა და აგრესიულ ინტერპრეტაციებს ვლადიმერ სოლოვიოვის სტილში. საკუთარ გადაცემებში ისინი უკვე იშველიებენ ფიქტიურ რუკებს, სადაც ყველაფერი გაყალბებულია, სადაც ყველაფერი არეული და ბუნდოვანია, მაგრამ ამას იმგვარად გვიჩვენებენ, თითქოს ეს სიყალბე და ეს ბუნდოვანება ჭეშმარიტებას წარმოადგენდეს. ისინი ასევე საუბრობენ სპორტული კომენტატორებისთვის დამახასიათებელი მონოტონური ხმით, რამაც მაყურებელი უნდა დაარწმუნოს, ვითომ მათ საკითხი კარგად იციან, ვითომ კარგად ესმით, რაზეც საუბრობენ და კარგად არიან გათვითცნობიერებულები სამხედრო სფეროში. “ალტ-ინფოს” წამყვანები, რომლებსაც რეალურად აბსოლუტურად არანაირი სამხედრო განათლება არ გააჩნიათ და არ მიუღიათ მონაწილეობა არანაირ საბრძოლო მოქმედებებში, ბედავენ, გააკრიტიკონ და დასცინონ იმ გენერლებს და სამხედრო დარგის სპეციალისტებს, რომლებიც მათთვის არასასურველ პროგნოზებს აკეთებენ და საუბრობენ როგორც უკრაინის მოსალოდნელი წარმატების, ასევე რუსეთის სამომავლო მარცხის შესახებ. პროსახელისუფლებო მედიის ეს ვაიექსპერტები და ტროლები ყველანაირად ცდილობენ, დაამცირონ და მასხარად აიგდონ ის ადამიანები, რომლებიც საქართველოს მოსახლეობას სიმართლეს ელაპარაკებიან. სიმართლე კი გახლავთ შემდეგი: უკრაინა ფრონტის ყველა მონაკვეთზე აღწევს მეტნაკლებ წარმატებებს და წინ მიიწევს. ეს, რაც დრო გავა, სულ უფრო თვალშისაცემი გახდება. ნაბიჯ-ნაბიჯ ხდება მიტაცებული უკრაინული მიწების გამოხსნა ოკუპანტთა კლანჭებისგან და ეს პროცესი მომავალშიც ასე გაგრძელდება. სწორედ უკრაინის სამხედრო წარმატებები აღიზიანებთ პრორუს პროპაგანდისტებს საქართველოში და სწორედ ამ წარმატებების გამო არიან ისტერიკაში. მათ იციან, რომ უკრაინის თითოეული გამარჯვება მათი დამარცხებაც არის. იციან და ამას აღარც მალავენ. 228 3-ს მოსწონს 1-ს არა |
ჩისტო სერდეჩნოე პრიზნანიე ობლეგჩიტ ტვაიუ დუშუ, რუსეთის აგენტო ამბარცუმაშვილო ჩაბარდი ხელისუფლებას ცოტას მოგისჯიან, შენ თვითონ თუ მოხვალ აღიარებით. თუ ჩვენ მოგადექით დიდხანს მოგიწევს ხეხვა
ვისაც ვიცნობ, დამიჯერე მე ძალიან ბევრს ვიცნობ არავის არ უყენია რუსული შრიფტი. და ნუ აბრალებ საქართველოს80% რუსული შრიფტის გამოყენებას.
რატომ აღარ იხმარე რუსული შრიფტი ჩაიჯვი შე ნაგავო, შენი დედას შევეცცი პირში