x
image
დავითი ჩუთლაშვილი
რუსეთის 10 ქალაქი, სადაც ცხოვრება უბრალოდ საშიშია
დიდი ხანია, რაც ადამიანს ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტინქტი გააჩნია — თვითგადარჩენის ინსტინქტი. ამიტომ ის უპირველეს ყოვლისა ისეთ ადგილს ეძებს, სადაც ცხოვრება მშვიდად და უსაფრთხოდ მიედინება. რუსეთის ქალაქები კი ასეთ ადგილებად ნამდვილად ვერ გამოდგება. უმწვავესი კრიმინოგენური სიტუაცია, ტრეფიკინგი, ნარკოტიკებით ვაჭრობა, ჰაერის დაბინძურება და სხვა უამრავი მსგავსი უბედურება მათ ყოველდღიურობას წარმოადგენს. მაგრამ რუსეთის ქალაქებს შორისაც კი არსებობს განსაკუთრებით საშინელი ბეტონის მასივები, სადაც ცხოვრება ნამდვილად არ მოუნდება არცერთ იმ ადამიანს, ვინც იცნობს, თუ როგორია ქალაქები ევროპაში და როგორ ცხოვრობენ ადამიანები იქ.


ქვემოთ 10 ყველაზე კოშმარული რუსული ქალაქისგან შედგენილ სიას წარმოგიდგენთ, სადაც ცხოვრებას ალბათ არ მოისურვებდით:


რუსეთი


1. პერმმა ბოლო წლებში რუსეთის კრიმინალური დედაქალაქის ტიტული მოიპოვა. ყაჩაღობათა და ქურდობათა რაოდენობით ის მთელ რუსეთში პირველ ადგილზეა.



2. რუსეთის დედაქალაქი მოსკოვი უამრავი თვალსაზრისით არამიმზიდველი ქალაქია. ის მსოფლიოში ერთ-ერთ პირველ ადგილზეა გამონაბოლქვის და ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით. აქ კრიმინოგენური ვითარებაც უმძიმესია. მოსკოვში განსაკუთრებით გავრცელებულია თაღლითობა, რასაც აქ ცხოვრების ყველა ასპექტში შეხვდებით. თუმცა ყაჩაღობა, მკვლელობები, ნარკოტიკებით ვაჭრობა და ტრეფიკინგიც ჩვეულებრივი ამბავია.


გარდა ყოველივე ზემოთქმულისა, მოსკოვში უზარმაზარი საცობებიც იცის. აქ პოლიციის კორუმპირებულობის გამო მოუწესრიგებელია საგზაო მოძრაობა და ამიტომ ავტოკატასტროფაში სიკვდილი ყოველდღიური რუტინაა. ხშირად ერთსა და იმავე ავტოსაგზაო შემთხვევაში რამდენიმე ადამიანიც კი იღუპება და ეს აქ იმდენად ჩვეულებრივი ამბავია, რომ არსად არც კი შუქდება.


3. ნორილსკი ჩვენი შეფასებით ამ სიაში მესამე ადგილს იმსახურებს. აქ ნიკელის საწარმოს გამო ჰაერი ძალიან დაბინძურებულია. გარდა ამისა, ჩრდილოეთ პოლუსთან სიახლოვის გამო აქ ზამთრის უსაშველოდ გრძელი პერიოდები და პოლარული ღამეებიც იცის, რაც ფსიქიკაზე ძალიან ნეგატიურად მოქმედებს. ამიტომ აქ ნარკოტიკების მოხმარება და ნარკოვაჭრობა ყვავის. ზამთრობით საშინელი სიცივეა და ყოველწლიურად უზარმაზარია ამ ჯოჯოხეთურ ტემპერატურაში გაყინული ალკოჰოლდამოკიდებული და წამალდამოკიდებული ადამიანების რაოდენობა.


რუსეთი


4. სანკტ-პეტერბურგი რუსეთის ერთ-ერთი კრიმინალური ცენტრია. აქედან არის წარმოშობით თვით რუსეთის ყველაზე დიდი კრიმინალი — ვლადიმერ პუტინი, რომელიც ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალის მიერ იძებნება. სანკტ-პეტერბურგი ნარკოტიკებით ვაჭრობის ერთ-ერთი ბუდეცაა. ის ასევე მე-3 ადგილს იკავებს მავნე აირების გამოყოფის მხრივ რუსეთის მასშტაბით.


5. ყიზილი ტუვის რესპუბლიკის დედაქალაქია. ეს ქალაქი მთელ მსოფლიოშია ცნობილი განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ დანაშაულობათა მიხედვით. სხეულის დასახიჩრება და მკვლელობები აქ ყოველდღიურობაა. ამის მიზეზი შეიძლება ისიც იყოს, რომ აქ ძალიან ბევრი ციხეა განთავსებული.


6. ლიპეცკი მავნე აირების გამოყოფის მხრივ რეკორდსმენია. აქ 318 კვადრატულ კილომეტრ ტერიტორიაზე წლიურად 322, 9 ათასი ტონა მავნე და სიცოცხლისთვის საშიში აირები გამოიყოფა. კრიმინალის მხრივაც ვითარება უმძიმესია. განსაკუთრებით ეს ეხება ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდების ინსტიტუტს. უამრავ რუს კანონიერ ქურდს ლიპეცკური წარმომავლობა აქვს.


7. ჩერეპოვეცი ძალიან დაბინძურებული ქალაქია. წლიურად აქ 364, 000 ტონა მავნე აირები გამოიყოფა. კრიმინალის დონეც ძალიან მაღალია.


8. ბირობიჯანი ებრაელთა ავტონომიურ რეგიონში მდებარეობს და ის ნარკოვაჭრობით არის განთქმული.


9. ვლადივოსტოკი კრიმინალის მხრივ ერთ-ერთ წამყვან ადგილს იკავებს მთელ რუსეთში. ის ამ მხრივ რუსეთში მე-6 ადგილზეა, თუმცა შედარებით ნაკლებად არის დაბინძურებული. ამიტომ მოხვდა მე-9 ადგილზე.


10. სურგუთი ნამდვილად არ არის რუსეთის მთავარი კრიმინალური დედაქალაქი, მაგრამ ათეულში უდავოდ შედის. მავნე აირების მხრივაც აქ მძიმე ვითარებაა — 219, 9 კვადრატულ კილომეტრზე აქ წლიურად 105, 000 ტონა მავნე აირები გამოიყოფა.

2
319
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
319
  
2023, 17 ივნისი, 4:06
ბიჯო რუსეთი ადიქცაო რომ წერ, დღეს პეტერბურგში ჩატარდა საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი, 130 ქვეყნის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. ეს ახსენი ერთ რატო იკიდებენ დასავლეთის სანქციებს და რატო ჩადიან რუსეთში.
2023, 17 ივნისი, 3:47
დეტროიტზე არ გინდა რამე დაწერო? ჰო დეტროიტი ქალაქია ამერიკაში რუსეთში არ გეგონოს. აი იქ არის კრიმინალი თუ არის.
0 1 2