x
image
დავითი ჩუთლაშვილი
გლობალურ დათბობასთან გასამკლავებლად გერმანიაში ძროხებს ტუალეტში სიარულს ასწავლიან
ძროხა


დუმერსდორფის შინაური ცხოველების ბიოლოგიის ინსტიტუტის მკვლევარებმა დაამტკიცეს, რომ ძროხას შეუძლია ისწავლოს საპირფარეშოს გამოყენება, რაც, როგორც ექსპერიმენტის ავტორები განმარტავენ, გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლაში სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯია.


როცა ძროხა ყველგან შარდავს, სადაც ამის საჭიროება აქვს, შარდში შემავალი ამონიუმი დედამიწის გრუნტთან რეაქციაში შედის და აზოტის ოქსიდს წარმოქმნის, რომელიც სათბური ეფექტის მქონე გაზია.


დადგენილია, რომ სათბურის ეფექტის მქონე გაზების 10 %-ზე მეტი, რომელთა მოქმედება ხელს უწყობს გლობალურ დათბობას, შინაური პირიტყვის მიერ არის გამოყოფილი. ამრიგად შინაური პირუტყვი გლობალური დათბობის პროცესში დიდ უარყოფით როლს ასრულებს.


გერმანიაში განხორციელებულ ექსპერიმენტში მონაწილეობა მიიღო 16-მდე ძროხამ, რომლებისთვისაც ინსტიტუტმა საერთო საპირფარეშო მოაწყო, საიდანაც შარდი გადასამუშავებლად სპეციალურ პუნქტში მიაქვთ.


ძროხებს სათანადო ნუგბარს აძლევდნენ, თუ ისინი საპირფარეშოში მოშარდვას გადაწყვეტდნენ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ისინი ძველებურად საპირფარეშოს გარეთ მოშარდავდნენ, ცივ წყალს ასხამდნენ, რამაც გარკვეული დადებითი ეფექტი ნამდვილად გამოიღო; ათდღიანი ექსპერიმენტის შემდეგ 16-დან 11-მა ძროხამ შემთხვევათა 75 %-ში მოსაშარდად ტუალეტში დამოუკიდებლად სიარული დაიწყო, რაც კარგ მაჩვენებლად არის მიჩნეული.


როგორც მეცნიერები ამბობენ, მსგავსი საპირფარეშოების მასობრივად აშენება 80 %-ით გაზრდის ძროხის შარდის შეგროვების შესაძლებლობას, რაც 56 %-ით შეამცირებს ატმოსფეროში ამიაკის მოხვედრის რისკს, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ძროხები საპირფარეშოში შარდვის დროს თავს უფრო კომფორტულად გრძნობენ.


თუ ეს სტატია მოგწონთ და სურვილი გაქვთ, გაეცნოთ კიდევ უფრო მეტ სიახლეს ჩემგან, გადადით ლინკზე და მოიწონეთ ჩემი ფეისბუკ-გვერდი ან გახდით ჩემი გამომწერი. დიდ მადლობას გიხდით წინასწარ

1
166
1-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
166
  
2021, 15 სექტემბერი, 16:58
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1