x
image
დავითი ჩუთლაშვილი
10 ყველაზე წარმოუდგენელი რეკორდი, რომლის შესახებ მხოლოდ აქ წაიკითხავ
ყველგან შეგიძლია გაეცნო ისეთ მოსაწყენ რეკორდებს, როგორებიცაა ყველაზე მეტი ჰოთ-დოგის შეჭმა ერთ წუთში ან ყველაზე შორ მანძილზე გადახტომა, მაგრამ აქ სრულიად უნიკალური რეკორდების შესახებ წაიკითხავ, რასაც სხვაგან ვერსად შეხვდები:


კიბო


1. იაპონური გიგანტური კიბორჩხალა მსოფლიოს უდიდესი კიბორჩხალაა. მისი სხეულის მთლიანი გარშემოწერილობა ფეხების ჩათვლით 3, 7 მეტრს შეადგენს, და ეს მაშინ, როცა მისი ტანის დიამეტრი მხოლოდ 37 სანტიმეტრია.


2. ნორვეგიელ ჰანს ლენგსეთს მსოფლიოში ყველაზე გრძელი წვერი აქვს. მისი წვერი სიგრძით 5, 33 მეტრია.



3. მარიანის ღრმულში, რომელიც ოკეანის სიღრმეში, ზღვის დონიდან 10, 994 მეტრზე მდებარეობს, მხოლოდ ორი ადამიანია ნამყოფი და ეს მაშინ, როცა მთვარეს უკვე 12 ადამიანი ესტუმრა.


ბურჯი


4. მსოფლიოს ყველაზე გრძელი შენობის, ბურჯ ხალიფას სიმაღლე 828 მეტრია. ამ ფანტასტიკური სიმაღლის გამო ბოლო სართულები ძლიერი ქარის დროს 1, 5 მეტრით ირწევა.


5. ერთ სიმღერაში გამოყენებული ყველაზე მეტი სიტყვის მსოფლიო რეკორდი რეპერ ემინემს ეკუთვნის. მისი ნამუშევარი Rap God 1560 სიტყვას შეიცავს და 6 წუთი და 4 წამი გრძელდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ემინემი ამ სიმღერაში წამში 4, 28 სიტყვას წარმოთქვამს.


6. თომას სტევენსი არის პირველი ადამიანი, რომელმაც დედამიწას ველოსიპედით შემოუარა. საკუთარი ტურნე მან 1884 წლის აპრილში დაიწყო და 1886 წლის დეკემბერში დაასრულა.


კასანდრა


7. 27 წლის ამერიკელი კასანდრა დე პეკოლი პირველი ქალია, რომელიც მსოფლიოს ყველა ქვეყანაშია ნამყოფი. მან პლანეტის 196 ქვეყანა 19 თვეზე ნაკლებ დროში მოინახულა. მას ასევე ეკუთვნის მსოფლიოს ყველა ქვეყნის ყველაზე მცირე დროში მონახულების რეკორდი.


8. ევროკავშირი სახელმწიფოთა ერთადერთი პოლიტიკურ-ეკონომიკური გაერთიანებაა, რომელსაც მშვიდობის დარგში ნობელის პრემია აქვს მინიჭებული. მისი წყალობით 70 წლის მანძილზე ევროპის კონტინენტზე ომი არ ყოფილა.


9. ირვ გორდონს ეკუთვნის მსოფლიო რეკორდი ერთსა და იმავე ავტომობილით ყველაზე დიდი მანძილის დაფარვის თაობაზე. მან 1966 წელს “ვოლვო” შეიძინა, რომლითაც ჯამში 5 მილიონ კილომეტრზე მეტი გაიარა.


10. გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე არ შეაქვთ რეკორდები იმის თაობაზე, თუ რამდენ ხანს შეუძლია ადამიანს, არ დაიძინოს. ბოლოს მსგავსი რეკორდი 1964 წელს დაფიქსირდა და მან 11 დღე და 25 წუთი შეადგინა.


0
219
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
219
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0