x
image
დავითი ჩუთლაშვილი
დიდ ბრიტანეთში ცოლ-ქმარმა საკუთარ სამზარეულოში მე-17 საუკუნის ოქროს განძი აღმოაჩინა
ელერბის ოქროს განძი დიდ ბრიტანეთში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი განძია. ის უამრავ ოქროს მონეტას შეიცავს. განძმა მართლაც საფუძვლიანად შეცვალა წყვილის ცხოვრება, რომელიც ძველ სახლს არემონტებდა და აზრზეც არ იყო, თუ რა მნიშვნელოვანი აღმოჩენის გაკეთება არგუნა ბედმა.


ელერბი პატარა დასახლებული პუნქტია დიდ ბრიტანეთში, რომელიც ქალაქ ჰალის ახლოს მდებარეობს. აქ ერთმა წყვილმა მე-18 საუკუნეში აშენებული სახლი შეიძინა და მისი გარემონტება დაიწყო. მაგრამ როცა მეუღლეები სამზარეულოს იატაკს მიადგნენ და რამდენიმე ძველი ფიცარი ააძრეს, მათ განცვიფრებას საზღვარი არ ჰქონდა.


ის, რაც ცოლ-ქმარმა სამზარეულოს იატაკის ფიცრების ქვეშ იპოვა, სხვა არაფერი იყო, თუ არა განძი ამ სიტყვის ყველაზე ჭეშმარიტი და სწორი გაგებით. უამრავი ოქროს მონეტა, რომელთა ხნოვანება რამდენიმე ასეულ წელს შეადგენდა. მონეტები ოდესღაც ვიღაცამ თიხის ქოთანში ჩადო და დამალა, რათა სამომავლოდ ამოეთხარა და გამოეყენებინა, თუმცა მან ეს აშკარად ვერ შეძლო. განძის პატრონი საკუთარ სიმდიდრესთან აღარასოდეს დაბრუნებულა და ოქროს ფულიც ხელუხლებლად იდო სამზარეულოს იატაკის ქვეშ მთელი 300 წლის მანძილზე.


საბოლოო ჯამში წყვილმა აღმოჩენილ განძში 264 ოქროს მონეტას მიაკვლია. მონეტები 1610-დან 1727 წლამდე პერიოდშია მოჭრილი. ისტორიკოსების თქმით ეს განძი ვაჭარ მაისტერების მდიდარი ოჯახის საკუთრება იყო. მაისტერებმა სიმდიდრე საზღვაო ქალაქებთან ინტენსიური ვაჭრობის შედეგად დააგროვეს. მათი ელეგანტური სახლი ქალაქ ჰალში დღემდე დგას, თუმცა მათ ელერბისთანაც ჰქონდათ შეხება. აქ ოჯახის ერთ-ერთი ქალიშვილი გათხოვდა: სარა მაისტერი. სარა აქ თავიდანვე თავის მეუღლესთან, ჯოზეფ ფერნლისთან ერთად ცხოვრობდა და აქვე დარჩა საცხოვრებლად მას შემდეგ, რაც მოულოდნელად დაქვრივდა.



განძის მეპატრონე სავარაუდოდ იყო ან თავად სარა, რომელიც 1745 წელს გარდაიცვალა, ან კიდევ მისი მეუღლე, რომელმაც ოქროს მონეტები სამზარეულოს იატაკის ქვეშ მეუღლისთვის შეუტყობინებლად დაფლა.


განძი ნამდვილ ღვთის წყალობად იქცა წყვილისთვის, რომელმაც ის იპოვა. ექსპერტებმა მონეტები 250 ათას გირვანქა სტერლინგად შეაფასეს, თუმცა სფინქის სააუქციონო სახლმა საბოლოოდ ყველა ოქროს ფული დაუჯერებელ ფასად, 866, 440 ევროდ გაყიდა.


განძი

2
587
1-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
587
  
2022, 9 ნოემბერი, 0:13
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 4 ნოემბერი, 23:15
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2