სხვა ყველაზე სწრაფი ნინძა მსოფლიოში 2019, 11 თებერვალი, 0:50 ![]() დაუჯერებელია, მაგრამ თანამედროვე იაპონელი სამურაი 30 მეტრის სიშორიდან გაფრენილ, ცერცვის მარცვლის სიდიდის ტყვიასაც კი შუაზე კვეთს. ანუ, წარმოიდგინეთ, ვიღაც გიმიზნებთ პისტოლეტს, სასხლეტს თითს უშვებს, ტყვია თქვენსკენ მოფრინავს, მოზუზუნებს, უკვე ლამის თქვენს ყურთან ირხევა, თქვენ კი იღებთ ხმალს, ახვედრებთ ტყვიას და შუაზე კვეთთ მას. განა ეს დაუჯერებელი არ არის? ჰოდა, არც იაპონელ ჟურნალისტებს არ სჯეროდათ, როცა იშაო მაჩი თავდაპირველად გაიცნეს. მაგრამ გინესის სამგზის მსოფლიო რეკორდსმენმა მათ ყველაზე სკეპტიკურ მოლოდინებს ცივი წყალი გადაასხა და ყველაფერი ისე გააკეთა, რომ ნინძების შესახებ გადაღებული ყველაზე თამამი ფილმის რეჟისორსაც კი შეშურდებოდა. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ იშაოს მისკენ მქროლავი უზარმაზარი საზამთროს შუაზე გაკვეთაც შეუძლია არნახული სიზუსტით. ეს ხომ წვრილმანია. 211 შეფასება არ არის
|