სამყაროში ყოველდღიურად ხდება ახალ-ახალი, ერთმანეთზე უფრო გასაოცარი ფაქტები და მოვლენები, რომელთა შესახებაც უმრავლესობა ჩვენთაგანმა არაფერი იცის. ჩვენ ამ სტატიაში 10 ასეთ ფაქტზე გვექნება საუბარი, რის მოყოლითაც მეგობრებთან და ნაცნობებთან საუბრისას თავი შეგიძლია მოიწონო:
ბავშვი ყველაზე სწრაფად მისი დაბადებიდან ერთ წელიწადში იზრდება. ადამიანი რომ 20 წლამდე იმავე ტემპით იზრდებოდეს, რითაც დაბადებიდან პირველ წელს, თითოეული ჩვენთაგანის სიმაღლე საშუალოდ 5 მეტრი იქნებოდა.
მსოფლიოს ყველაზე საშიში და მომაკვდინებელი არსება არის... კოღო! დიახ, სწორად წაიკითხეთ: კოღოა ის არსება, რომელმაც მხოლოდ 2014 წელს 275 ათასი ადამიანი მოკლა, დააინფიცირა რა ისინი მალარიით და დენგას ცხელებით. შედარებისთვის ზვიგენებმა იმავე წელს “სულ რაღაც” 10 ადამიანი იმსხვერპლეს.
ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრებს ბევრი რაღაც ეკრძალებათ. ერთ-ერთი ასეთი აკრძალვა თამაშ “მონოპოლიას” ეხება. რადგან ეს თამაში ჩხუბს და დაძაბულობას ხშირად იწვევს, ხოლო სამეფო ოჯახის წევრებს ეს არ შეშვენის, მათ არ შეუძლიათ, “მონოპოლია” ითამაშონ.
პლანეტა ურანს დაახლოებით 70 წლის მანძილზე ჯორჯი ერქვა. მისმა აღმომჩენმა, ვილჰელმ ჰერშელმა ეს სახელი მას მეფე ჯორჯ მესამის საპატივსაცემოდ უწოდა. Georgium Sidus - “ჯორჯის ვარსკვლავი” - თავდაპირველად ასე ერქვა ურანს. მხოლოდ მე-19 საუკუნის 50-იან წლებში გადაერქვა მას სახელი საბოლოოდ.
გერმანელების 11 % მიულერის გვარს ატარებს.
ადამიანის სხეულში 39 მილიარდი ბაქტერია ბინადრობს. ეს იმაზე გაცილებით მეტია, ვიდრე პლანეტაზე მცხოვრები ადამიანების რაოდენობა (7, 6 მილიარდი).
ულმის მიუნსტერი მსოფლიოში ყველაზე მაღალი გუმბათია. 161, 5 მეტრი - ასეთია მისი სიმაღლე.
გენიალური ბერძენი დრამატურგი და პოეტი ესქილე მოკლა... კუმ, რომელიც მის თავზე მტაცებელმა ფრინველმა ციდან დაუშვა. ფრინველს პოეტის მელოტი თავი ქვა ეგონა, რომელზეც დაცემისას კუს ბაკნის გატეხვას იმედოვნებდა.
ზარმაცებს საკვების მოსანელებლად ერთი თვე სჭირდებათ.
ბლუთუზს სახელი ვიკინგების დანიელი მეფის, ჰარალდ ლურჯკბილას სახელის მიხედვით ეწოდა.