სოციალური ქსელში უამრავ ლამაზ და სექსუალურ ახალგაზრდა ქალს წააწყდები, რომელთა დანახვა კაცს კი არა, ქალს არ დატოვებს გულგრილს
სოციალური ქსელი ის ადგილია, სადაც პრაქტიკულად ყველაფერს შეხვდები, იქნება ეს ინფორმაცია (მათ შორის ფეიკები), ფოტო და ვიდეო მასალები თუ ტექნოლოგიური სიახლეებიც.
თუმცა ყველაზე პოპულარული სოციალურ ქსელებში მაინც ლამაზი ქალების გვერდებია, სადაც უამრავ ფოტო და ვიდეო მასალას წააწყდებით.
გემოვნებაზე არ დაობენ და არც მე გთავაზობთ ფოტოკოლაჟს ვინმეს გასალანძღად ან კრიტიკისათვის, უბრალოდ მკითხველს მინდა შევთავაზო ფოტოკოლაჟი ამ სტრესით და დეპრესიული საზოგადოების პირობებში პოზიტიური განწყობის ასამაღლებლად.
მიკვირს თუნდაც ცუდ ფონზე გადაღებული სურათების გამო რატომ უნდა გალანძღო ან აგინო უცხო ადამიანს, რომელიც თავის სურვილს ისრულებს, არავის არ ეხება აუგად და არ ცდილობს თავისი სილამაზით ვინმე დაამციროს?
"ტიკ-ტოკი" არ მიყვარს, რადგან იმდენ უხამსობას ვაწყდები, ჯერ ვიდეოების სახით და მერე ქართველი "ტრადიციის დამცველი პატრიოტების" მხრიდან. დედას აგინებენ ადამიანს სრულიად უაზროდ და უმიზეზოდ, როცა რამე არ მომწონს, ეგრევე ვთიშავ და სხვა ვიდეოზე გადავდივარ სანახავად როცა დრო მაქვს.
სადაც გინება შეგიძლია იქ ხომ შეიძლება ადამიანს აუხსნა, რომ მისი საქციელი არ შეეფერება მას და არც მისი საქციელია საზოგადოებისათვის მისაღები, რადგან რამდენიც არ უნდა ვიძახოთ ევროპელები ვართო, ჯერჯერობით კავკასიურ-ქართული მენტალიტეტი გვაქვს და ამას ვუწევთ ანგარიშს.
+14