x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
რა არის გახსნილი ამჟამად როენას ცნობილ სასტუმროში?
image

როენა ხუცურაულის გარდაცვალებას ბევრი ცნობილი ადამაინი გამოეხმაურა, მათ შორის პოლიტიკოსებიც.



გავრცელებული ინფორმაციით, "მამიდის" გარდაცვალების მიზეზი გულის უკმარისობა გახდა, იგი 63 წლის იყო.


როენა "მამიდას" სასტუმრო სოფელ გლდანისკენ მდებარეობდა, რომელიც ფაქტობრივად ყველაზე ცნობილი საროსკიპო იყო თბილისში, პირველად როენას გარშემო სკანდალი 2006 წელს ატყდა, როდესაც 12 თებერვალს 29 წლის თამაზ ლუცუფიძე „როენას საუნას“ სახელით ცნობილ დაწესებულება ბარ „ჩილიმში“ მომხდარი უთანხმოების შემდეგ გაუჩინარდა..



მეუღლის დაბადების დღეს აღნიშნავდა. ნასვამი სიგარეტის საყიდლად გავიდა... მას შემდეგ ოჯახს აღარ უნახავს.


თვითმხილველების თქმით, თამაზი ბოლოს ქერჩის ქუჩაზე მდებარე „მამიდას“ სასტუმროში მივიდა, სადაც ვინმე ლევან ყარყარაშვილთან უთანხმოება მოუვიდა, ქალის გამო.


თემის გააქტიურებას დაემთხვა თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართული სხდომა, სადაც საპროცესო შეთანხმების საფუძველზე როენა ხუცურაულს 40.000-ლარიანი ჯარიმა და ერთწლიანი პირობითი სასჯელი, ორწლიანი გამოსაცდელი ვადა შეეფარდა.


როენა ხუცურაული ანალოგიური ბრალდებით 2007 წელსაც დააპატიმრეს, მან საპატიმრო 2010 წელს დატოვა.


როენა ხუცურაული მაშინ ამბობდა, რომ ბიზნესვუმენია და ხალხს ურჩევს „ყველამ თავის მამიდას მიხედოს“...


როენა ხუცურაული 2019 წელსაც დააკვეს, საბოლოოდ საპროცესო გარიგების შედეგად 30 000 გირაოც სანაცვლოდ გაათვისუფლეს, სწორედ მაშინ განაცხადა პირველად როენამ, რომ ბორდელის ადგილზე მოხუცთა სახლის გახსნა სურდა.


როენა ხუცურაულის თქმით, მას სასტუმრო “მამიდაში” მოხუცთა თავშესაფრისა და “კათარზისის” გახსნა უნდოდა. ხუცურაული ამბობს, რომ ზინაიდა ქორიძეს, რომელსაც სასტუმრო “მამიდა” ჰქონდა იჯარით აღებული, ბოლო პერიოდში ქირის გადახდა უჭირდა და ხუცურაულმა მას შენობის დაცლა სთხოვა.


წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ როენა „მამიდამ“ მის კუთვნილ დაწესებულებაში მოხუცთა პანსიონატი გახსნა. მან სასამართლოშივე განაცხადა, რომ აღნიშნულ ობიექტზე ქველმოქმედების მიზნით სათნოების სახლის დაარსებას აპირებდა.


„ბარბარე XXI“-ასე ჰქვია სათნოების სახლს, რომელშიც 70-ზე მეტი მოხუცი ცხოვრობს, მოხუცთა თავშესაფრის, მფლობელმა, მწერალმა მერაბ შათირიშვილმა განაცხადა, რომ შენობა, სადაც „როენა მამიდას ბორდელი“ იყო, მან იქირავა, როენას წამოწყებული საქმე გადაიბარა და შშმ პირებისთვის განკუთვნილმა პანსიონატმა მიღება გამოაცხადა.

image

– საქმე ის გახლავთ, რომ თავიდან როენას თავად სურდა, თავშესაფარი დაეარსებინა, ნებართვაც ჰქონდა, შენობა შესაბამისად აღჭურვა კიდეც, თუმცა, შემდეგ ცოტა გაუჭირდა თავის გართმევა, დამიკავშირდა და მითხრა – შენ მოხუცთა თავშესაფარი გაქვს, გამოცდილი ადამიანი ხარ ამ საქმეში და ხომ არ გინდა, ჩემი შენობა იქირაო და შშმ პირებისთვის თავშესაფარი გახსნაო.


ვნახე შენობა, მომეწონა და ხელშეკრულებაც გავაფორმეთ. მინდა გითხრათ, არამც თუ საქართველოში, არამედ, მსოფლიოშიც, ალბათ, იშვიათად მოიძებნება მსგავსი კომფორტის მქონე პანსიონატი, – ორსართულიან შენობაში ლიფტიც კი არის.



მოხუცთა თავშესაფარ ბარბარეს ფეისბუქგვერდის ერთ-ერთი ბოლო პოსტი ასეთია:



"კონსტანტინე ზარნაძე • Konstantine Zarnadze მადლობა, გუშინდელი საღამოსთვის. მადლობა, თქვენ და თქვენს გუნდს ???? ჩვენ, მადლიანი ადამიანები ვართ და სიკეთეს სიყვარულით ვპასუხობთ. ყურადღებას სითბოთი და მადლიერებით ვპასუხობთ.
დიდი სიხარული მოგვანიჭეთ ამ ულამაზესი საღამოთი. ბავშვივით გაიხარა ყველამ. ვინც ვერ შესძლო წასვლა, გული დაწყდა...
ზღვა ემოციით და სიხარულით დაბრუნდნენ ჩვენები და იმეორებდნენ, ბიჭებმა გვითხრეს, ასეთი საღამოები ბევრი გექნებათო...
პ.ს. სურათები და ვიდეოები საკმაოდ ვერ გადავიღეთ. გუშინ გარკვეულ უბნებში დენი იყო გათიშული, გეგმიური სამუშაოები მიმდინარეობდა და ტელეფონიც საკმარისად არ იყო დატენილი, მაგრამ ეგ არაფერი, რაც შევძელით, შევძელით. მთავარი ის არის, რომ ჩვენ, ძალიან ბედნიერები და მადლიერები ვართ...
მადლობა..."
1
121
1-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
121
  
2023, 14 ივნისი, 0:10
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1