x
image
დავითი ჩუთლაშვილი
“უცხოეთის აგენტი” — შეთქმულების ახალი თეორია, რომლითაც “ქართული ოცნება” საკუთარ ამომრჩევლებს კვებავს
“გაღმა შეედავე, გამოღმა შეგრჩება, ” — ამბობს ძველთაძველი ქართული ანდაზა. ეს ანდაზა ჩვენში ბევრი ადამიანისთვის ცხოვრების წესად არის ქცეული. მათ შორის “ქართული ოცნების” ლიდერებიც მოიაზრებიან. თავად ოკუპანტი რუსეთის აგენტები და პუტინის დაკრულზე ენერგიულად მოცეკვავეები ქართველ პატრიოტ ახალგაზრდებს “უცხოეთის აგენტობას” მხოლოდ იმის გამო აბრალებენ, რომ ამ უკანასკნელებს რუსეთის მონობაში ცხოვრება არ სურთ.


“ქართული ოცნების” შეთქმულების თეორიის თანახმად, ის ასობით ათასი ადამიანი, ვინც ქუჩაში მუდმივად ევროპული იდეის დასაცავად გამოდის, “უცხოეთის აგენტების” გავლენის ქვეშ მყოფი ხალხი და თავად “უცხოეთის აგენტები” არიან. “ქართული ოცნების” პროპაგანდის მიხედვით, მას, როგორც უკვე ღიად პრორუსულ ძალას, უპირისპირდება არა ქართველი ხალხი, არამედ “უცხოეთის აგენტურა” და ამ აგენტურის იდეოლოგიური გავლენის ქვეშ მყოფი ადამიანები.


თითქოს ჩვეულებრივ ქართველს ჭკუა თავად არ ჰყოფნიდეს, შავსა და თეთრს შორის არჩევანი გააკეთოს.


თითქოს საქართველოში დამოუკიდებლად ვერავინ ვერ ხვდებოდეს, რა გველის, რუსეთის წინაშე როგორც ქვეყანა მარტოდმარტო თუ აღმოვჩნდებით.



თითქოს დამოუკიდებლად ვერ ვხედავდეთ, განვითარების რა საფეხურზე იმყოფებიან ამერიკა და ევროპა და რა საფეხურზე იმყოფება რუსეთი.


თითქოს დამოუკიდებლად ვერ ვხედავდეთ, თუ რამხელა სიდუხჭირე, კორუფცია, უსამართლობა, მონობა, კრიმინალი და დიქტატურა მეფობს რუსეთში და როგორი თავისუფალი, მშვიდი, მდიდარი, არაკორუმპირებული, აყვავებული, დემოკრატიული და წარმატებულია დასავლეთი.


სინამდვილეში კი საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა საკუთარი ნებით ირჩევს ევროკავშირს და ნატოს. საქართველოში თუ ვინმე დასავლეთზე დადებითად საუბრობს და უკრაინის, ევროკავშირის და ნატოს მხარდამჭერ აქციებზე გამოდის, ამას აკეთებს სრულიად უანგაროდ და დამოუკიდებლად. არ არსებობს არანაირი “უცხოეთის აგენტი, ” რომელიც ამ ფერად ტანსაცმელში გამოწყობილ, პირსინგებიან და ტატუებიან ახალგაზრდებს დოლარებს და ევროებს უკუჭავს ჯიბეებში მზაკვრულად. ეს ადამიანები საკუთარი ქვეყნის, საქართველოს აგენტები არიან, და ეს მაშინ, როცა თქვენ — ხელისუფლების წარმომადგენლები, რუსეთის აგენტები ხართ.


ეს თქვენ ხართ უცხოეთის აგენტები, და არა ჩვენ.


რუსეთის წინააღმდეგ


0
22
1-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
22
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0