x
image
დავითი ჩუთლაშვილი
რა სჭირდება ოლიგარქს? შემზარავი ფარსი, რასაც ხელისუფლების პროპაგანდა ავრცელებს
“ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მისცეს დსთ-ში მყოფ ქვეყანას და თუ მოუნდებათ, ჩვენც მოგვცემენ. თუ არ მოუნდებათ — 12 რეკომენდაცია კი არა, კიდევ 24 რომ შევასრულოთ, მაინც არ მოგვცემენ. ეს დამოკიდებულია პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე.”


აი ასეთი ყოვლად ამორალური განცხადება გააკეთა დღეს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოცემასთან დაკავშირებით.


თითოეული მსგავსი განცხადება “ქართული ოცნების” ლიდერების მხრიდან მიზანმიმართულ ხასიათს ატარებს: ამით მმართველი ძალის წარმომადგენლები ცდილობენ, საზოგადოება დაარწმუნონ, რომ არსებობს “გლობალური ომის პარტია, ” რომელიც სთხოვს საქართველოს ხელისუფლებას რუსეთთან სამხედრო კონფლიქტის გაჩაღებას. “ქართული ოცნების” წევრების ავადმყოფური ბოდვების თანახმად, ეს “გლობალური ომის პარტია” იმდენად ძლიერია, რომ მას ჯიბეში უზის მთელი ევროკომისია, ევროპარლამენტი, ევროპული საბჭო, ევროპის ყველა ქვეყნის მთავრობა და სწორედ საქართველოს მხრიდან რუსეთთან ომის დაწყებაზეა დამოკიდებული ის, მივიღებთ თუ არა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს და საბოლოოდ გავხდებით თუ არა ევროკავშირის წევრი ქვეყანა.


ევრო



არადა, რასაკვირველია, არანაირი “გლობალური ომის პარტია” არ არსებობს. საუბრები “გლობალურ ომის პარტიაზე” შეთქმულების იაფფასიანი თეორიაა და მეტი არაფერი. მსგავს თეორიებს უამრავი ტაქსისტი მოგიყვებათ, თუ დაემგზავრებით და საკმარის დროსაც გამონახავთ მასთან სალაზღანდაროდ.


თუ ეს ასე არ არის და მართლა ჩვენი მხრიდან ომის დაწყება-არდაწყებაზეა დამოკიდებული, მივიღებთ თუ არა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, მაშინ რატომ მოახერხა მოლდოვამ მისი მიღება რუსეთთან ომის დაწყების გარეშე?


ამაზე “ქართული ოცნების” წევრებს არანაირი პასუხი არ აქვთ. ისინი ვერ ახერხებენ, უპასუხონ სრულიად მარტივ კითხვას, რომელიც ოდნავ შეცვლილი სახით შემდეგნაირადაც შეიძლება ჟღერდეს:


თქვე მატყუარებო, რატომ მიანიჭეს მოლდოვას კანდიდატის სტატუსი ისე, რომ მოლდოვას ომი რუსეთთან არ დაუწყია, თუ კანდიდატის სტატუსს მხოლოდ მაშინ მოგვანიჭებენ, თუ ჩვენ ომს დავიწყებთ რუსეთთან?


რატომ?


რატომ?


რატომ???


არ არსებობს ამ კითხვაზე არანაირი პასუხი! არ არსებობს იმიტომ, რომ ტყუილს მოკლე ფეხები აქვს. სინამდვილეში არავინ არ გვაიძულებს ომის დაწყებას. არავის არ სჭირდება ის სამი შურდული და ოთხი ჩახმახიანი თოფი, რაც ჩვენ შეიარაღებაში გვაქვს. არავის არ სურს, რომ რუსეთთან ვიომოთ.


სინამდვილეში არ არსებობს არანაირი “გლობალური ომის პარტია.” სინამდვილეში ყველაფერი ძალიან მარტივი და ბანალურია: საქართველოს მართავს ჩრდილოვანი ოლიგარქი, რომელმაც კორუფციასა და ათასგვარ სიბინძურეზე ააგო ძალაუფლების საკუთარი ვერტიკალი. ის არის “ქართული ოცნების” ბელადი, რომელიც რუსეთიდან იმართება. “ქართული ოცნება” მხოლოდ მის წინაშეა ანგარიშვალდებული და არა ქართველი ხალხის წინაშე. ამ ოლიგარქს, ბიძინა ივანიშვილს, თავისი უშუალო უფროსისგან, პუტინისგან, დავალებული აქვს, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია დააბრკოლოს და ისიც ამ მითითებას პირნათლად ასრულებს. საამისოდ მას ბევრი ძალისხმევა არც სჭირდება: მისი, როგორც ოლიგარქის არსებობა საქართველოს ხელისუფლების სათავეებთან უკვე არის უარის თქმის საფუძველი ჩვენთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე. ერთადერთი, რაც ივანიშვილს სჭირდება, ისაა, რომ უნდა იჯდეს იქ, სადაც ზის, რათა ხელი შეუშალოს ქართველ ხალხს თავისი ათასწლოვანი ოცნებების ფრთაშესხმაში. მეტი არაფერი.


ევრო


ჰოდა, მე ვიმედოვნებ, რომ თქვენ კარგად აცნობიერებთ ამ ყოველივეს და ყველა ქუჩაში გამოხვალთ, როცა კანდიდატის სტატუსზე უარს გვეტყვიან. არცერთი ქართველი არ უნდა შეეგუოთ თქვენთვის და თქვენი შვილებისთვის მომავლის წართმევას.

0
317
1-ს არ მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
317
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0