განათლება ნიგერიაში სწავლის გადასახადს სკოლებში ნაგვით იხდიან 2023, 8 ივნისი, 11:19
ნიგერიის ქალაქ ლაგოსის მაცხოვრებლები სკოლებში სწავლის გადასახადს ფულის ნაცვლად ნაგვით იხდიან.
ნიგერიის ქალაქ ლაგოსში, სკოლებში ბავშვების სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელი გახდა გადამუშავებადი ნარჩენებით. იმის შესახებ, რომ ადგილობრივი მოსახლეობა იხდის ნაგავით, იუწყება Reuters-ი. ეკოლოგიური ორგანიზაციის აქტივისტებმა "აფრიკის დასუფთავების ინიციატივა" მოიზიდა ადგილობრივი მოწაფეების მშობლები, რათა შეეგროვებინათ ბოთლები, ქილები, მუყაოს ყუთები, პლასტმასის კონტეინერები და სხვა გადამუშავებადი ნივთები, რომლებიც შეიძლება გადამუშავების შემდეგ ხელმეორედ გაიყიდოს. ამ გზით მიღებული თანხები ხმარდება მასწავლებლების ხელფასებს, ფორმების, წიგნების და საკანცელარიო ნივთების შეძენას. პროგრამას ლაგოსის 40 სკოლა შეუერთდა. გარემოსდაცვითი ორგანიზაციის დამფუძნებლის ალექსანდრე ახიგბეს თქმით, ინიციატივა სკოლებში ბავშვების რაოდენობის გაზრდას და ქალაქის ქუჩების მოწესრიგების საშაულებას იძლევა. პროგრამაში მონაწილე ერთ-ერთმა სკოლამ, ნარჩენების შეგროვების წყალობით, შეძლო მეორე შენობის აშენება და 7-დან 120 მოსწავლემდე გაფართოება. ცოტა ხნის წინ ვწერდით ეთიოპიაში მცხოვრებ ომოს ხეობის ტომზე, რომლებიც ნაგავს სამკაულებად იყენებენ(იხილე ბმული) შარშან ბრიტანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მეორადი გადამუშავებული პლასტმასისგან დამზადებული ბოთლები ჯანმრთელობისთვის უფრო საშიშია, ვიდრე პირველადი- ისინი სასმელებში უფრო მავნე ქიმიურ ნივთიერებებს გამოყოფენ. ექსპერტები თვლიან, რომ ქიმიკატები ბოთლებში ხვდება კატალიზატორებისა და დანამატებისგან, რომლებიც გამოიყენება პლასტმასის წარმოებისა და გადამუშავების პროცესში. ტარის დაშლაც იწვევს დაბინძურებას. პრობლემის გადასაჭრელად, კვლევის ავტორები საწარმოებს სთავაზობენ პირველადი პლასტმასის ბოთლების უფრო საფუძვლიანად გადამუშავებას სუპერწმენდის სამეტაპიანი პროცესის გამოყენებით, რომელიც მოიცავს მაღალი ტემპერატურაზე, გაზით და ქიმიურ რეცხვა-გადამუშავებას. ასევე დაგაინტერესებთმორწმუნე დედა ამტკიცებს, რომ მისი ოთხი წლის ვაჟი აიძულეს მონაწილეობა მიეღო სკოლის "ლგბტ სიამაყის აღლუმში", ხოლო თავად დაწყებითი სკოლის დირექტორი "ქრისტიანოფობიაში" დაადანაშაულა. 38 წლის იზი მონტეგიმ განაცხადა, რომ სუზან პაპასმა, სამხრეთ ნორვუდის(აღმოსავლეთ ლონდონი) Heavers Farm -ის დაწყებითი... ბრიტანელი სკოლის მოსწავლეები ყოველწლიურად გადიან სხვადასხვა სავალდებულო ტესტებს. მათ შორის არიან მეექვსე კლასელებიც. ბრიტანეთის პარლამენტის წევრებს დაუსვეს კითხვები, რომელსაც 11 წლის ბავშვები გადიან სავალდებულო ტესტირების დროს. და შედეგები, რაც კანონმდებლებმა აჩვენეს, გასაოცარი აღმოჩნდა. - მათემატიკაში საჭირო დ... მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის კონფლიქტი აგვისტოში მოხდა. ისტორიისა და გერმანული ენის მასწავლებელი 5 სექტემბერს იმის გამო დააკავეს, რომ უარი თქვა ტრანსგენდერ მოსწავლესთვის მიემართა ნეიტრალურ-გენდერული ნაცვალსახელი ისინით". ენოკ ბიორკი დააპატიმრეს და გაგზავნეს დუბლინის მაუნტჯოის ციხეში, ... კაროლინა ბურჟოსკის აეკრძალა კოლეგებთან და მოწაფეებთან ურთიერთობა. ონტარიოში, ქალაქ ვატერლოოს სკოლის საბჭომ გამოცდილ მასწავლებელს კაროლინ ბურჟოსკის გაკვეთილები შეუჩერა. ხელმძღვანელობამ ის ტრანსფობიაში დაადანაშაულა. წერს გამოცემა Mail bd.net. სკანდალი მაშინ მოხდა, როდესაც კაროლინა, რომელიც 20 წელია ინგლისური ენის მასწავ... 89 2-ს მოსწონს
|