განათლება მასწავლებელი ციხეში გაუშვეს იმის გამო, რომ ტრანსგენდერ მოწაფეს ნეიტრალური ნაცვალსახელით არ მიმართა 2022, 17 სექტემბერი, 18:38 მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის კონფლიქტი აგვისტოში მოხდა. ისტორიისა და გერმანული ენის მასწავლებელი 5 სექტემბერს იმის გამო დააკავეს, რომ უარი თქვა ტრანსგენდერ მოსწავლესთვის მიემართა ნეიტრალურ-გენდერული ნაცვალსახელი „ისინით". ენოკ ბიორკი დააპატიმრეს და გაგზავნეს დუბლინის მაუნტჯოის ციხეში, სადაც ის ერთ კვირაზე მეტხანს იმყოფებოდა, რადგან მან დაარღვია სასამართლოს ბრძანება, მას სკოლაში მასწავლებლობა აეკრძალა, წერს ტაბლოიდი The Daily Mail. მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ გამოძიების დროს ბერკი ვალდებული იყო შორს ყოფილიყო საგანმანათლებლო დაწესებულებიდან. ასეთი დასკვნა გამოიტანეს მას შემდეგ, როდესაც მასწავლებელმა აგვისტოში გაკვეთილზე ერთ-ერთ მოწაფეს უთხრა, რომ ის არ მიმართავდა მოსწავლეს ნაცვალსახელით „ისინი“ რაც ეწინააღმდეგებოდა ქრისტიანულ სწავლებას. მან დაამატა ისიც, რომ ტრანსგენდერიზმის წინააღმდეგია. ფოტოზე: უილსონის საავადმყოფოს სკოლა, სადაც ბიორკი გერმანულ ენას ასწავლიდა მაგრამ ენოკ ბიორკმა უგულებელყო სასამართლოს ბრძანება და განაგრძო სკოლაში მუშაობა, რამაც მისი დაპატიმრება გამოიწვია. სასამართლო სხდომაზე მასწავლებელმა განაცხადა, რომ თავს ვერ იმართლებდა დადგენილების დარღვევის გამო, თუმცა ამტკიცებდა, რომ ხელისუფლება მას რელიგიური მრწამსის გამო დევნის. - ციხეში ვბრუნდები, როგორც კანონმორჩილი მოქალაქე. მაგრამ პირველ რიგში ჩემთან არს ღმერთი, - თქვა მასწავლებელმა მოსმენაზე. სასამართლოზე ბიორკი საკუთარ ინტერესებს წარმოადგენდა. მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ უარყოფითად არის განწყობილი ტრანსგენდერიზმზე და ეფუძნება რელიგიურ შეხედულებებს, ამიტომ სკოლის ქმედებები არღვევს ირლანდიის კონსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს აზრის თავისუფლებას და რელიგიის თავისუფლებას. - ეს არის თავდასხმა სიტყვის, სინდისის, თავისუფლებაზე და რეპუტაციაზე, - დასძინა მასწავლებელმა. ახლა ბიორკი დაპატიმრებული იქნება მანამ, სანამ არ მოინანიებს და არ დადებს პირობას, რომ სასამართლოს დადგენილებას შეასრულებს. მოსამართლე არ დაეთანხმა, იმაში რომ მასწავლებლის რელიგიური გრძნობები შელახული იყო. იმ მომენტში, როდესაც ირლანდიელი სასამართლოს შენობიდან გამოიყვანეს, შეკრებილი საზოგადოება მას ოვაციებითა და შეძახილებით მიესალმა: "ქვეყანა შენთანაა, ენოკ!", "სირცხვილი". 114 3-ს მოსწონს
|