x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ბრიტანელი პარლამენტარები მე-6 კლასელებზე უფრო უგნურები აღმოჩდნენ
image

ბრიტანელი სკოლის მოსწავლეები ყოველწლიურად გადიან სხვადასხვა სავალდებულო ტესტებს. მათ შორის არიან მეექვსე კლასელებიც.



ბრიტანეთის პარლამენტის წევრებს დაუსვეს კითხვები, რომელსაც 11 წლის ბავშვები გადიან სავალდებულო ტესტირების დროს. და შედეგები, რაც კანონმდებლებმა აჩვენეს, გასაოცარი აღმოჩნდა.



- მათემატიკაში საჭირო დონის მიღწევა დეპუტატების მხოლოდ 44%-მა შეძლო. მართლწერაში, გრამატიკისა და პუნქტუაციაში არანაკლებ უარესი შედეგი დადგა - 50%, - ნათქვამია საბოლოო დოკუმენტში.





სკოლებში მსგავს ტესტებს ახალგაზრდა ბრიტანელების თითქმის 60% მაინც დამაკმაყოფილებლად აბარებს. კორონავირუსის პანდემიამდე ეს მაჩვენებელი 5%-ით მეტი იყო. უფრო მეტიც, რამდენიმეწლიანი დისტანციური სწავლების შემდეგ, კვლევები აჩვენებს, რომ ღარიბი ოჯახების ბავშვებში სწავლის ხარისხი გაუარესდა.




დეპუტატებს დავალება კომპანია More Than a Score-ს ორგანიზატორებმა გადასცეს, რომლებიც სავალდებულო ტესტირების გაუქმების მომხრენი არიან. მათ მიაჩნიათ, რომ მოსწავლეებზე არის დამატებითი ზეწოლა და ტესტები არანაირად არ უწყობს ხელს სასწავლო პროცესს და, მით უმეტეს, არანაირად არ აუმჯობესებს სწავლის ხარისხს.

0
152
1-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
152
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0