x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ნაცრისფერი საგნები და წარმოსახვითი სამყარო ჩვენს ირგვლივ – საინტერესო ფაქტები ფერებსა და ელფერებზე

როდესაც ფერზე ვსაუბრობთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ზოგიერთ ფერს იმიტომ ვხედავთ, რომ ნივთი სინათლეს ასხივებს. ხოლო, ზოგიერთს იმიტომ, რომ ის მას აირეკლავს.
ნივთები, რომლებიც ასხივებენ, იმ ფერისები ხდებიან, რომლებსაც ჩვენ ვხედავთ. ხოლო, იმ ნივთების ფერი, რომლებიც სინათლეს აირეკლავენ, მასზე დაცემულ სინათლის ფერზე და იმ ფერზე დამოკიდებული, რომელიც მისი ზედაპირიდან აირეკლება. ე.ი. ფერის მატარებელი საგანი კი არა, სინათლე არის, რომელიც შეიძლება, აქტიური წყაროდან (მზე, მონიტორის ეკრანი, ტელევიზორი) იყოს გამოსხივებული, ან არეკლილი სხვადასხვა საგნებიდან (კედელი, მანქანა, ქსოვილი, მცენარე).
თუ გამოსხივებული სინათლე ყველა ფერს შეიცავს, — ის თეთრია. საგანზე დაცემისას, სინათლის გარკვეული ფერების შთანთქმა ხდება მისი ზედაპირის მიერ, ხოლო ზოგიერთი ფერის სხივი აირეკლება. ის, თუ ძირითადი 7 ფერიდან, რომელი შთაინთქმება და რომელი აერეკლება, დამოკიდებულია საგნის ზედაპირის ქიმიურ შემადგენლობაზე. მაგალითად, ოკეანის წყალი ლურჯი, ან მუქი იისფერია. ამ ფერებს ის განაპირობებს, რომ მარილიანი წყალი ყველა თბილ ფერს შთანთქავს, ხოლო ცივს აირეკლავს. ადამიანის თვალი სწორედ ამ არეკლილი სინათლის ტალღებს ხედავს.

ე.ი. ფერი არის შეგრძნება, რომელიც ადამიანი გონებაში, იმ სხივების ზემოქმედებით იქმნება, რომელსაც ის ხედავს. გამოდის, რომ თეორიულად, ყველა ნივთი, ჩვენს ირგვლივ, პირობითად, რუხი, ნაცრისფერია და ისინი ფერს, მათზე სინათლის დაცემის შემდეგ იღებენ.


კოსმოსიდან მზე თეთრად გამოიყურება. ჩვენ მას ყვითლად, დედამიწის ატმოსფეროს გამო ვხედავთ.image


არსებობს შეუძლებელი ფერები, რომლებიც ადამიანის აღქმისთვის ძალიან რთულია.


ცხენებს სხვა ცხოველებთან შედარებით, ყველაზე დიდი თვალები და შესანიშნავი ღამის ხედვა აქვთ. მაგრამ, ისინი დიქრომატულები არიან, ანუ ფერებს ვერ განასხვავებენ.


დალტონიზმით დაავადებულები, ხშირად, სიბნელეში კარგად ხედავენ.


მარკერის ფერებს შორის, ყველაზე ხშირად მოხმარებადი, ყვითელია, რადგან ეს ფერი, ქსეროასლებზე, მუქ ზოლებს არ ტოვებს.


1934 წლიდან, გერმანიის ავტომობილები, "ფორმულა 1"–ზე ყოველთვის ვერცხლისფერია. ლეგენდის თანახმად, შეჯიბრის დაწყების წინ, ერთ–ერთი ავტომობილის მასა, დაშვებულზე მეტი აღმოჩნდა და ამიტომ, ტექნიკოსებმა მანქანიდან საღებავი გადაფხიკეს. შეჯიბრში, სწორედ ამ მანქანამ მოიგო... ის დღემდე, ბედნიერ ფერად ითვლება.image


ქიმიკოსმა ფერნანდო პატოლსკიმ, პაემანზე გაუპატიურებისგან თავის დასაცავ, კოქტეილის ჩხირი გამოიგონა. ასეთი ჩხირის სითხეში ჩადებისას, ის ფერს იცვლის, თუ მასში ნარკოტიკული ნივთიერებაა.


დალტონიზმის მქონე ადამიანები უფრო კარგად არჩევენ შენიღბვას და დამცავ საღებავს, ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანები. ამ მახასიათებელს აშშ-ის მეომრები, სამხედრო ოპერაციებისას იყენებენ.


შუა საუკუნეებში ხელოსნები ქსოვილს წითლად ან ლურჯად ღებავდნენ. თითოეულ ჯგუფს ჰყავდა თავისი გილდია, რომელიც თავის წევრებს, მოწინააღმდეგის ფერში ქსოვილების შეღებვას უკრძალავდა. ასე, რომ იისფერი ქსოვილი, იმ დროს, ძალიან იშვიათი იყო.


ღამის ხედვის სათვალეებში მწვანე ლუმინოფორს იყენებენ, რადგან ადამიანის თვალი, სწორედ ამ ფერის, ყველაზე მეტ ელფერს არჩევს.image


კვლევის თანახმად, წითურებს 20 % მეტი ანესთეზია სჭირდებათ, ვიდრე დანარჩენებს.


ყველი ჩედერი ფერს წელიწადის სეზონის და საქონლის კვების მიხედვით იცვლის. ფერის ცვლილებებისგან თავის დასაღწევად, ფერმერები მას ყოველთვის ღებავენ.


ადამიანების უმრავლესობას ფერად სიზმრებს ხედავს. მაგრამ ის, შავ–თეთრი ტელევიზორების ეპოქაში გაიზარდა, შეიძლება შავ–თეთრ სიზმრებს ხედავდეს.


უბრალო ფანქრების ყვითლად შეღებვის ტრადიცია, სათავეს XIX საუკუნის ბოლოდან იღებს. იმ დროს, ფანქრის გრაფიტს მწარმოებლები ჩინეთიდან იღებდნენ, სადაც ყვითელი — სამეფო დინასტიის ფერი იყო. ამიტომ, ფანქრის ყვითლად შეღებვა, ერთგვარი რეკლამა იყო, რომელიც მიანიშნებდა, რომ მასში — მაღალი ხარისხის ჩინური გრაფიტი იყო. მას შემდეგ, ფერი უცვლელი დარჩა.


აუცილებელი არ არის, რომ მატადორის მოსასხამი წითელი იყოს, რადგან ხარები ფერებს ვერ არჩევენ. როგორც ამბობენ, წითელი ფერი იმიტომ აირჩიეს, რომ მასზე, სისხლის ლაქები ნაკლებად შესამჩნევი ყოფილიყო...image


სახატავი ფანქრების და ფერებთან დაკავშირებული, სხვა საკანცელარიო ნივთების ამერიკული ბრენდის Crayola–ს მწარმოებელმა ემერსონ მოზერმა, საკუთარი დალტონიზმის შესახებ, მხოლოდ პენსიაზე გასვლის წინ აღიარა.


ფილმის — «სუინი ტოდი: დემონი-დალაქი ფლიტ-სტრიტიდან» (2007 წ.) გადაღების დროს, ხელოვნური სისხლი გამოიყენეს, რომელიც ნარინჯისფერი იყო, რადგან მისი ციფრული დამუშავება უფრო ადვილი იყო, მკრთალ ფერთა გამაში, რომლითაც ფილმი გადაიღეს


სუსტი სქესის ზოგიერთი წარმომადგენელი — ტეტრაქრომატია. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ, ჩვეულებრივ ადამიანთან შედარებით, ფერის, 100–ჯერ მეტი ელფერის გარჩევა შეუძლიათ.


ყველაზე უსაფრთხო ავტომობილი ვერცხლისფერია — საქმე იმაშია, რომ ვერცხლისფერი ავტომობილი კარგად ჩანს ასფალტზე, როგორც დღე, ისე ღამე, ფარების შუქზე. სტატისტიკის მიხედვით, ვერცხლისფერი ავტომობილები ყველაზე იშვიათად ხვდებიან ავტოსაგზაო შემთხვევებში. გარდა ამისა, ამ ფერის ავტომობილი, ყველაზე დიდი ხნის მანძილზე, ინარჩუნებს ვიზუალურად სისუფთავეს.


«ვარდისფერი უფრო რთული და ძლიერი ფერია, რომელიც ბიჭებისთვის უფრო შესაფერისია. ხოლო, ცისფერი, უფრო რბილი და ნაზია, ამიტომ, ის გოგოებისთვის არის უკეთესი» — ეწერა 1918 წ. ერთ–ერთ ჟურნალში. გაგრძელება >>>


image

არხის სხვა სიახლეები:


* ყველაზე ექსტრემალური ტურისტული მარშრუტები (სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაზღვევა აუცილებელია!)

* 5 რამ, რისი გაკეთებაც, ჭამის შემდეგ, კატეგორიულად არ შეიძლება

* "ამბოხების ჩახშობის შემდეგ, გადარჩება კი პუტინი?"



0
25
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
25
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0