x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138455
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
უცხოპლანეტელების მიერ გატაცებულმა მეთევზეებმა სიცრუის დეტექტორი გაიარეს...

მდინარე პასკაგულა, რომელიც აშშ–ი მდებარეობს, მთელს მსოფლიოში 1973 წ. მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც იქიდან, უცხოპლანეტელებმა მეთევზე გაიტაცეს:
1973 წლის შემოდგომაზე, ორი მეგობარი: ჩარლზ ჰიქსონი და კელვინ პარკერი ღამის თევზაობაზე წავიდნენ. რაღაც მომენტში, მათ ციდან ზარის ხმა შემოესმათ. აიხედეს და ზემოთ დისკის ფორმის ობიექტი დაინახეს, რომლის ქვედა მხარე, ცისფერი სინათლეებით იყო განათებული.


image


მამაკაცებს, თითქოს დენმა დაარტყა, მთელი სხეული პარალიზებული ჰქონდათ და მხოლოდ თვალების განძრევა შეეძლოთ (იხსენებდა ჰიქსონი). რამდენიმე წუთის შემდეგ, მფრინავი ობიექტის გახსნილი ლუქიდან, სამი არსება გამოვიდა. მათი სიმაღლე, დაახლოებით, 1, 5 მ. იყო, კანი (ან კოსტიუმი) ნაცრისფერი ჰქონდათ, 4 თითზე გრძელი ბრჭყალები და უზარმაზარი თავები ჰქონდათ.

ამ მომენტში, კელვინ პარკერმა გონება დაკარგა. უცხოპლანეტელებმა მამაკაცი აიყვანეს და ხომალდში შეიყვანეს.
ჩარლზ ჰიქსონის მოგონებიდან:

"– მოვხვდი ოთახში, რომელიც რაღაცით, საავადმყოფოს საოპერაციოს ჰგავდა. ირგვლივ ყველაფერი ისე იყო განათებული, რომ თვალების დახუჭვის სურვილი გამიჩნდა! ორი არსება მომიახლოვდა, ერთ-ერთს ხელში, ზონდის მაგვარი რაღაც ეჭირა და მას ჩემს ირგვლივ ატრიალებდა. უფრო ხშირად კი, ჩემს თვალებთან მოჰქონდა. სავარაუდოდ, ეს აპარატი ჩემს სხეულს იკვლევდა. მე არც საუბარი შემეძლო და არც მოძრაობა. თავს სრულიად უმწეოდ ვგრძნობდი.

ჩემი შეგრძნებით, ამ პროცედურას, დაახლოებით, 20 წუთი დასჭირდა. ამის შემდეგ, უცხოპლანეტელებმა ხომალდიდან გამომიყვანეს. ხოლო თავად, გაფრინდნენ. ამ დროს, ჩამუხლული პარკერი შევნიშნე, რომელიც ტიროდა.

მას შემდეგ, რაც ხომალდი ჰორიზონტიდან გაქრა, ჩვენ სხეულის დამორჩილება ისევ შევძელით და მომხდარის გასარკვევად, ადგილობრივ შერიფს მიმართეთ"...

სამართალდამცავმა, რა თქმა უნდა, მათ არ დაუჯერა და ჩათვალა, რომ მეთევზეებმა ალკოჰოლით ბოროტად ისარგებლეს და ყველაფერი მოეჩვენათ.


imageჩარლზ ჰიქსონი და კელვინ პარკერი


გარკვეული პერიოდის შემდეგ, ამ ამბავმა ჟურნალისტებამდე მიაღწია და მეთევზეები ცნობილები გახდნენ. თან იმდენად, რომ აღარ იცოდნენ სად დამალულიყვნენ.

მომხდარიდან, 10 წლის შემდეგ, ჩარლზ ჰიქსონმა ინტერვიუების მიცემა და უფოლოგთა შეკრებებზე სიარულიც დაიწყო. ის დეტალურად ჰყვებოდა, თუ რა მოხდა იმ საბედისწერო ღამეს. ხოლო, პარკერი ჩრდილში ყოფნას ცდილობდა.

1983 წ. ჩარლზ ჰიქსონმა წიგნი – "ამო–სთან კონტაქტი, მდინარე პასკაგულაზე", გამოაქვეყნა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით, საკმაოდ დიდი ტირაჟით გაიყიდა.

საინტერესოა, რომ ჩარლზ ჰიქსონმა და კელვინ პარკერმა სიცრუის დეტექტორი გაიარა... და აპარატმა აჩვენა, რომ მამაკაცები არ იტყუებოდნენ.


image

არხის სხვა სიახლეები:


* სამყაროში სიცოცხლის განვითარებამ, თავის პიკს მილიარდი წლის წინ მიაღწია

* ჰაკერმა ვატიკანის არქივში "შეაღწია" და კაცობრიობის რეალური ისტორიის შესახებ, ინფორმაცია მოიპოვა

* საიდუმლო ინფორმაცია პენტაგონიდან, რომელმაც სოციალურ ქსელში "გაჟონა" – უცნაური არტეფაქტის ისტორია



0
405
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
405
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0