x
image
დავითი ჩუთლაშვილი
ღალატი, რომელიც უსაზღვროა: საქართველოს ხელისუფლება და მისი ჩრდილოკავკასიური პოლიტიკა
საქართველოს რომ “ქართული ოცნების” სახით რუსეთის აგენტების და სამშობლოს მოღალატეების ბანდა მართავს, ამაზე აქამდეც არაერთხელ გვისაუბრია და მომავალშიც მანამდე ვისაუბრებთ, სანამ ეს ბანდა ცნობილი რუსული სამხედრო ხომალდის კვალს არ გაჰყვება. მაგრამ ჩვენ სამწუხაროდ ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებთ ამ უსაძაგლესი კოლაბორაციონისტული რეჟიმის მოღალატეობის მთელ რეალურ მასშტაბებს. ამ ღალატის სადემონსტრაციოდ ჩვენ შეგვიძლია მაგალითად თვალი გადავავლოთ იმ პოლიტიკას, რომელიც “ქართულ ოცნებას” ჩრდილოკავკასიელების მიმართ აქვს.


ქართულ პრესაში არაერთხელ დაიწერა, რომ საქართველოს ხელისუფლება ჩვენს ქვეყანაში არ უშვებს ჩრდილოკავკასიელებს. განსაკუთრებით ეს ეხება ბრძოლისუნარიან მამაკაცებს, რომლებსაც ქართული საზღვრის გადმოლახვის შანსები აქვთ უკიდურესად დაბალი. ახალგაზრდა ასაკის მამრობითი სქესის ჩრდილოკავკასიელები პრაქტიკულად ვერც აღწევენ საქართველოში. საზღვარზე მათ უარს ეუბნებიან ქვეყანაში შემოშვებაზე და ხშირად ამის მიზეზს არც კი განუმარტავენ.


არადა, მიზეზი არის ერთადერთი: ის, რომ ჩვენი სპეცსამსახურები ფარულად რუსული სპეცსამსახურების კონტროლქვეშ არიან. რუსული სპეცსამსახურები ავალებენ ქართველ მესაზღვრეებს, რომ ავარიელი, ინგუში თუ ოსი ეროვნების ახალგაზრდა მამაკაცები ქვეყანაში არ შემოუშვან, რადგან სწორედ ამ ეროვნების მამაკაცები რუსეთს “საზარბაზნე ხორცად” სჭირდება უკრაინის ფრონტზე.


რუსეთის შორსმიმავალი და მზაკვრული გეგმების თანახმად სწორედ ჩრდილოკავკასიელებმა უნდა იომონ უკრაინაში. თუ გაიმარჯვებენ, ხომ კარგი, თუ არადა, კრემლი მათი სიკვდილითაც დიდად მოხარული დარჩება: გაიჟლიტებიან ადამიანები, რომლებიც პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენენ რუსული იმპერიის კავკასიაში არსებობისთვის.



სწორედ ანალოგიურად ეპყრობოდა კრემლი ქართველებსაც, სანამ ჩვენი ქვეყანა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში გახლდათ: მხოლოდ მე-20 საუკუნეში ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის ომებში სრულიად უაზროდ დაიღუპა ნახევარ მილიონზე მეტი ქართველი.


აქედან 350 ათასი მხოლოდ მეორე მსოფლიო ომში.


დაიღუპა ყველაზე ჯანღონით აღსავსე, ახალგაზრდა და შრომისუნარიანი ნაწილი ჩვენი ერისა.


ჰოდა, დღეს კრემლი ზუსტად იმას უკეთებს ჩრდილოკავკასიელებს, რასაც ჩვენ გვიკეთებდა მთელი მე-19 და მე-20 საუკუნეების მანძილზე. დღეს უკრაინის ომში გაწვეული ჩრდილოკავკასიელების და ტუველების ხვედრითი წილი რამდენიმე ათეულებჯერ აღემატება მოსკოველების და პეტერბურგელების ხვედრით წილს.


და რაც მთავარია, ამაში რუსეთს საქართველოს მოღალატე ხელისუფლება ეხმარება.


კვლავაც დაფიქრდით, თუ რა დონის ღალატთან გვაქვს საქმე.


საქართველოს ხელისუფლება, იმ მიზნით, რომ პუტინის ომის მანქანას ჩვენს მეგობარ უკრაინაში “საზარბაზნე ხორცი” არ მოაკლდეს, ჩვენი მეზობელი ერების წარმომადგენლებს თავშესაფარზე უარს ეუბნება.


სამაგიეროდ იგივე ხელისუფლება საქართველოში უშვებს მოსკოვის და სხვა დიდი ქალაქების გაზულუქებულ მცხოვრებლებს, რომლებიც ბინებს ყიდულობენ ბათუმში, რაც პირდაპირი საფრთხეა, რომ ჩვენ მალე დავკარგავთ აჭარას.


უშვებენ კადიროვის ელიტურ მებრძოლებსაც.


ყველას უშვებენ მათ გარდა, ვისაც რეალურად სჭირდება თავშესაფარი და დახმარება.


აი ასეთია ”ქართული ოცნების” ღალატის ქრონიკის კიდევ ერთი ფურცელი.


P. S. უკრაინამ 2008 წლის აგვისტოს ომში საკუთარი პრეზიდენტი გამოგზავნა, რომელიც მკერდით გადაეფარა რუსული ბომბდამშენების სამიზნედ ქცეულ და დასანგრევად განწირულ თბილისს. მაშინ მე კოშმარულ სიზმარშიც კი ვერ წარმოვიდგენდი, რომ 15 წლის შემდეგ ჩემ ქვეყანას ეყოლებოდა ხელისუფლება, რომელიც “საზარბაზნე ხორცს” გაგზავნიდა ასეთი უახლოესი მეგობარი ქვეყნის ფრონტზე და ეყოლებოდა მოსახლეობა, რომელიც ამ საშინელებას სრულებით არ გააპროტესტებდა.


ომი

2
349
1-ს მოსწონს
3-ს არა
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
349
  
2023, 5 ივნისი, 17:21
ისააა პატივცემულო ელენე ხოშტარია გაჰკივის შენსავით ოცნაბა რუსების აგენტები არიანო, აღმოჩნდა რომ რუსეთის ფედერალური!!!!!! ანგარიშიდან ერიცხება ფული. შენც ერთი ერთში იგივეს კაკანებ რასაც ხოშტარია ქათამი, შენ საიდან გერიცხება ფული "პატივცემულო" დავით?. ეჭვი მაქვს თქვენი ქაქანით ისე გინდათ სიტუაცია არიოთ ქვეყანაში რომ რუსები შემოვიდნენ და საბოლოოდ მოახდინონ ოკუპაცია. აქ აგენტის და პროვიკატორის მყრალი სუნი შენ უფრო აგდის ვიდერე საქართველოს მტავრობას. ან კიდე რაღაცა ვადაგასულს ეწევი როგორც ქვემოთ ავღნიშნე. ჰე გამოტყდი ეხლა რას ეწევი ან რამდენს გიხდიან რუსეთიდან.
2023, 5 ივნისი, 3:59
ერტი კაცურად რას ეწევი ამისთანას სულ ასე გაჭედილში რომ ხარ?
0 1 2