საზოგადოებრივი დედამიწაზე სიცოცხლისთვის შესაფერისი გარემო მარსის ცივილიზაციამ შექმნა? 2023, 8 ივნისი, 8:37 ჰარვარდის უნივერსიტეტის ასტრონომიის კათედრის ყოფილი გამგე პროფ. ავი ლებს (Abraham "Avi" Loeb) ყოველთვის აინტერესებდა, შეეძლო თუ არა, მარსის ცივილიზაციას, ჩვენი პლანეტის ტერაფორმირება (ტერაფორმაცია – სიტყვასიტყვით "დედამიწის ფორმირება"), რომ მასზე სიცოცხლის განვითარება ყოფილიყო შესაძლებელი? რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი — დედამიწა ერთადერთი პლანეტაა მზის სისტემაში, სადაც სიცოცხლე არსებობს. ამიტომ, მეცნიერები ყველანაირად ცდილობენ, იმის გარკვევას, არსებობდა, თუ არა სხვა პლანეტა, სადაც წარსულში, ბიოლოგიური სიცოცხლე არსებობდა. დედამიწასთან ერთ-ერთი უახლოესი პლანეტა — მარსია. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ უძველეს დროში, მილიარდობით წლის წინ, წითელი პლანეტა ძალიან ჰგავდა დედამიწას. მკვლევარების მიერ ნაპოვნი მტკიცებულებების საფუძველზე, მარსს ატმოსფერო ჰქონდა და პლანეტაზე, უზარმაზარი ოკეანეები, მდინარეები და ტბები არსებობდა. ზოგადად ის, სიცოცხლის არსებობისთვის საჭირო, ყველა აუცილებელ პირობას აკმაყოფილებდა. სავარაუდოდ, როდესაც მარსი სიმწვანეში იყო ჩაფლული და მის ზედაპირზე დიდი რაოდენობით წყალი, თხევადი სახით, იყო. ხოლო, ატმოსფერო მას კოსმოსის მკაცრი პირობებისგან იცავდა — დედამიწა პლანეტა იყო, რომელზეც ცხოვრება არ შეიძლებოდა... 2, 5 მილიარდი წლის წინ, მოულოდნელად, ყველაფერი შეიცვალა. მარსმა საკუთარი ატმოსფერო მთლიანად დაკარგა და სიცოცხლით სავსე პლანეტის ნაცვლად, ის უდაბნოდ გადაიქცა. ხოლო, მისი ზედაპირული წყლები, მთლიანად აორთქლდა. დღეს მეცნიერები, სწორედ ამ წყალსაცავების ნარჩენებს იკვლევენ... ზოგიერთი მკვლევარი თვლის, რომ როდესაც მარსი სიცოცხლისთვის უვარგისი გახდა, — იქ არსებული ცივილიზაცია დედამიწაზე გადმოვიდა. იმ პერიოდისთვის, ჩვენს პლანეტაზე, ე. წ. დიდი ჟანგვის პროცესმა, აერობული მეტაბოლიზმი და სიცოცხლის რთული ფორმების შექმნა გამოიწვია, რამაც საბოლოო ჯამში, ცოცხალი ორგანიზმების მრავალი სახეობა წარმოშვა, რომელიც დღესაც არსებობს დედამიწაზე. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, ასტროფიზიკოსმა ავა ლებმა ეს საკითხი, თავის ერთ–ერთ უკანასკნელ შრომაში განიხილა, რომელიც Medium–ში დაიბეჭდა. თავის ესეში, მეცნიერი ხაზგასმით აღნიშნავს რომ, უცხოპლანეტური ცივილიზაცია, მარსზე, 2–ჯერ უფრო ადრე ჩაისახა (ციანობაქტერიების გაჩენით თუ ვიმსჯელებთ, დაახლოებით, 7 მილიარდი წლის წინ), ვიდრე დედამიწაზე. შემდეგ, წითელმა პლანეტამ, ასტეროიდის დაცემის შედეგად, მთელი ინფრასტრუქტურა დაკარგა და მისი ზედაპირი უდაბნოდ იქცა... მაგრამ, ხომ შეიძლება, რომ ამ მოწინავე ცივილიზაციას, ჰქონოდა მზის სისტემის სხვა პლანეტებზე მოგზაურობის შესაძლებლობა და ტექნიკური საშუალებები? რა შანსებია, რომ ცივილიზაცია, რომელიც მიხვდა, რომ შესაძლოა პლანეტა, მომავალში, სიცოცხლისთვის უვარგისი გამხდარიყო, სხვა პლანეტის შეცვლის და სიცოცხლისთვი ვარგისიანად გახდის გადაწყვეტილება მიიღო? როგორც პროფესორმა ლებმა ახსნა, დედამიწაზე ციანობაქტერიების* ზრდა, რომელიც პლანეტაზე ჟანგბადის მიღების წყარო გახდა, შესაძლებელია, ხელოვნურად მომხდარიყო... ჟანგბადით მდიდარ ატმოსფეროში კი, სიცოცხლისთვის შესაფერისი გარემოს შექმნა უკვე შესაძლებელი გახდა. იმ შემთხვევაში, თუ მარსელები დედამიწაზე ჩამოვიდნენ, ილონ მასკის, ადამიანების მარსზე გადაყვანის მისწრაფება, მშობლების სიკვდილის შემდეგ, ბავშვობის სახლში დაბრუნების გეგმას ჰგავს. * 3, 5 მილიარდი წლის წინ, დედამიწაზე სიცოცხლე, ოკეანეში ჩაისახა. იქიდან მოყოლებული, პლანეტაზე ჟანგბადს წყალმცენარეები და ციანობაქტერიები გამოიმუშავებენ. მათი დიდი ნაწილი იმდენად მცირე ზომისაა, რომ დანახვა მხოლოდ მიკროსკოპით შეიძლება. მაგრამ, დიდი რაოდენობის გამო, ეს პატარა ორგანიზმები, სხვადასხვა შეფასებით, პლანეტაზე არსებული ჟანგბადის 50-დან – 80%-მდე აწარმოებენ და ატმოსფეროში ამ აირის მარაგის შევსებას ახდენენ (ჟანგბადი ოკეანიდან მის ზედაპირზე ხვდება, ხოლო შემდეგ, ჰაერის მასების მოძრაობით, მთელს პლანეტაზე ნაწილდება). არხის სხვა სიახლეები:* "მზის სისტემას თავს ვერასდროს დავაღწევთ"...* უცხოპლანეტელების მიერ გატაცებულმა მეთევზეებმა სიცრუის დეტექტორი გაიარეს...* სამყაროში სიცოცხლის განვითარებამ, თავის პიკს მილიარდი წლის წინ მიაღწია209 2-ს მოსწონს
|