x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134513
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508574
"მზის სისტემას თავს ვერასდროს დავაღწევთ"...

მეცნიერებისთვის, რომლებმაც წარსულში, ასტრონომიაში რევოლუციური აღმოჩენები გააკეთეს, ეს კვირა მეტად დაძაბული იყო. ასტროფიზიკოსმა მიშელ მაიორმა (Michel Mayor), რომელმაც ნობელის პრემია დიდიე კელოსთან (Didier Queloz), პირველი ეგზოპლანეტის აღმოჩენის გამო გაიყო, განაცხადა, რომ ჩვენ ეგზოპლანეტების კოლონიზაციას ვერასდროს შევძლებთ.


image


ამ განცხადებით, მაიორმა იმ ადამიანების ოცნებები დაამსხვრია, ვისაც სჯეროდა, რომ კაცობრიობა, შორეული პლანეტების კოლონიზაციას შეძლებდა.

«თუ ჩვენ ეგზოპლანეტებზე ვსაუბრობთ, მაშინ აქ, ყველაფერი ნათელია: ჩვენ ვერასდროს შევძლებთ ეგზოპლანეტის კოლონიზებას. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მზის სისტემასთან, ყველაზე ახლოს მდებარეს ავირჩევთ, რომელიც პოტენციურად, ცხოვრებისთვის ვარგისი იქნება და რამდენიმე ათეული სინათლის წლით იქნება დაშორებული, იქამდე მისაღწევად, ასობით მილიონი დღე იქნება საჭირო... ამასთან, ჩვენ ტექნიკური საშუალება არ გაგვაჩნია, ამ პრობლემის მოსაგვარებლად», — თქვა მან "ფრანს-პრესისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

მეცნიერი თვლის, რომ ჩვენ მზის სისტემას ვერასდროს დავტოვებთ... და რომ, როდესაც ჩვენს პლანეტას მთლიანად გავანადგურებთ, დედამიწის შემცვლელის პოვნის იმედი, არ უნდა გვქონდეს.

ასე, რომ, დავივიწყოთ იდეები, ვარსკვლავთშორისი მოგზაურობის შესახებ და «ცაში ყურების» ნაცვლად, უმჯობესია დედამიწას მივხედოთ!


image

არხის სხვა სიახლეები:


* უცხოპლანეტელების მიერ გატაცებულმა მეთევზეებმა სიცრუის დეტექტორი გაიარეს...

* სამყაროში სიცოცხლის განვითარებამ, თავის პიკს მილიარდი წლის წინ მიაღწია

* აფრიკაში ფოტოგრაფმა წყალსატევი გააკეთა... და ნახეთ რა მოხდა?



1
548
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
548
  
2023, 7 ივნისი, 19:43
მართალია ეს ადამიანი რა, ასტრონომია კარგია, მაგრამ ჯერ ჩვენს პლანეტას მივხედოთ... სანამ დროა
0 1 1