x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"მაპატიე, ლენო, რომ აღარ ვტირი ამდენს, რომ აღარ ვფიქრობ ამდენს" - ტელეწამყვანი ლულუ კახიანი გარდაცვლილ ქალიშვილს მიმართავს
image

ტე­ლე­წამ­ყვან ლულუ კა­ხი­ა­ნი­სა და მუ­სი­კოს გი­ორ­გი გვარ­ჯა­ლა­ძის 14 წლის ქა­ლიშ­ვი­ლის, ლე­ნოს გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან ოთხი წელი გა­ვი­და. ამასთან დაკავშირებით ლულუ კა­ხი­ა­ნი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.




''მაპატიე, ლენო, რომ აღარ ვტირი ამდენს, რომ აღარ ვფიქრობ ამდენს, რომ არ მოვდივარ ხშირად შენთან; მაპატიე, რომ ვერ ვიხსენებ როგორ დამესიზმრე, მაპატიე რომ გელოდები, რომ ვეძებ პასუხებს. მაპატიე, რომ ხანდახან ისევ გადანაშაულებ, რომ ბოლომდე ვერ გპატიობ, რომ ვთვლი, რომ მიღალატე და გამწირე უსასრულო ტკივილისთვის. მაპატიე, რომ ვარ ეგოისტი, არც ისე კარგი დედა. მაპატიე, რომ ვერ დაგიდექი სათანადოდ გვერდში, არ დაგიცავი, არ შევეწინააღმდეგე ყველას და ყველაფერს. მაპატიე ყველაფრისთვის რისი თქმაც და გაკეთებაც ვერ მოვასწარი. მაპატიე, რომ ვერ შეგინარჩუნე, რომ გაგიშვი, რომ ვერ ჩაგკიდე მაგრად ხელი, რომ არ გადაგეფარე, რომ არ გამოგტაცე სიკვდილს ხელიდან, რომ დავიძინე, რომ ხელი შეგიწყვე, რომ მიგატოვე...


I love you Lenø


Your mother...

4 წელი უშენოდ...''

- წერს ლულუ კა­ხი­ა­ნი.




შეგახსენებთ, ლულუ კახიანის ქალიშვილმა, 2019 წლის 3 მაისს 15 წლის ლენო გვარჯალაძემ თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლაე, გოგონა მე-7 სართულის ფანჯრიდან გადახტა.გოგონაზე ძალზე იმოქმედა 2 მეგობრის გარდაცვალებამ, რომლებიც ორი თვის წინ ავარიაში მოყვნენ.გოგონას უკანასკნელი პოსტი ასეთი შინაარსის იყო:


"ტკი­ვი­ლი. მწა­რე ტკი­ვი­ლი. შიგ­ნი­დან მწვავს. ყვე­ლა­ზე მე­ტად მიყ­ვარ­ხართ. ყო­ველ­თვის მეყ­ვა­რე­ბით. და­მე­ლო­დეთ. არ­სად წახ­ვი­დეთ. მოვა დრო და ორი­ვეს ისევ ჩა­გე­ხუ­ტე­ბით. ისევ ვივ­ლით და და­ვი­წყებთ რა­ღა­ცე­ე­ბის გა­ფუ­ჭე­ბას. მე­ნატ­რე­ბით. მა­ძუ­გე­ბი forever"


ტელწამყვანი ლულუ კახიანი მაყურელებელმა გაიცნო ტელეკომპანია "მაესტროს" საშუალებით, სადაც პოპულარული გასართობი გადაცემების წამყვანი იყო 2000-იანების დასაწყისში.




0
104
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
104
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0